მოამბე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

„მოამბე“ —ქართული ყოველთვიური საზოგადოებრივ-პოლიტიკური, სამეცნიერო და ლიტერატურული ჟურნალი, გამოდიოდა თბილისში, 1894 წლის იანვრიდან 1905 წლის ნოემბრამდე; ლიბერალურ-ეროვნული მიმართულების ორგანო. რედაქტორი — ა. ჭყონია; გამომცემლები — ნ. ღოღობერიძე (1894), ა. ჯაფარიძე (1895–1905). „მოამბეში“ თანამშრომლობდნენ ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, ნიკო ნიკოლაძე, ვაჟა-ფშაველა, ალექსანდრე ყაზბეგი, ეგნატე ნინოშვილი, ანასტასია ერისთავი, ივანე ჯავახიშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი, ნიკოლოზ ხიზანაშვილი, ა. ყიფშიძე, ალექსანდრე ხახანაშვილი, იაკობ გოგებაშვილი, ლუარსაბ ბოცვაძე, ვლადიმერ აღნიაშვილი და სხვები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]