შინაარსზე გადასვლა

დიმიტრი მაჩხანელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ნადირაძე.
დიმიტრი მაჩხანელი
დაბადების თარიღი 11 იანვარი, 1861(1861-01-11)[1]
დაბადების ადგილი ქვემო მაჩხაანი, ტფილისის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 16 ნოემბერი, 1903(1903-11-16)[1] (42 წლის)
გარდაცვალების ადგილი ქვემო მაჩხაანი, ტფილისის გუბერნია, რუსეთის იმპერია
საქმიანობა მწერალი[1] და პუბლიცისტი[1]
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია

დიმიტრი მაჩხანელი (ნამდვილი გვარი ნადირაძე) (დ. 11 იანვარი, 1861, ქვემო მაჩხაანი, სიღნაღის რაიონი ― გ. 16 ნოემბერი, 1903, იქვე) ― ქართველი მწერალი, პუბლიცისტი.

მოსკოვის უნივერსიტეტის თავისუფალი მსმენელი. ლექსების პირველი კრებული „ახალი სიზმარი“ 1880 წელს გამოსცა, მეორე — „სიყვარულის კონა“ — 1881 წელს. მაჩხანელის მოთხრობები, პიესები, პუბლიცისტური წერილები იბეჭდებოდა ქართულ პრესაში („ივერია“, „მოამბე“, „აკაკის კრებული“, „ჯეჯილი“ და სხვ.). 1887 წელს ცალკე წიგნად გამოქვეყნდა მაჩხანელის „ძმური სიტყვა“, რომელიც პუბლიცისტური ფელეტონების სახით იბეჭდებოდა „ივერიაში“. მაჩხანელი განიცდიდა ხალხოსნების გავლენას. ძირითადი ფსევდონიმის გარდა წერდა „თერგდალეულის“, „მთადიდელის“, „ლახვარიძის“ ფსევდონიმით. მაჩხანელის ზოგიერთი ლექსი („ჩემ საყვარელ სამშობლოს“, „ვედრება“, „ტურფავ მოდი, ნუ ხარ მტრულად“) სიმღერად იქცა (მუსიკა ნიკო სულხანიშვილისა).

  • ხაჩიაშვილი ქ., დიმიტრი მაჩხანელი, „მნათობი“, 1972, № 5, გვ. 171-174
  1. 1.0 1.1 1.2 1.3 საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი — 2001.