მაქსინ კუმინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მაქსინ კუმინი
დაბადების თარიღი 6 ივნისი, 1925(1925-06-06)[1] [2] [3] [4] [5] [6]
დაბადების ადგილი ფილადელფია, პენსილვანია, აშშ[1]
გარდაცვალების თარიღი 6 თებერვალი, 2014(2014-02-06)[1] [2] [3] [4] [6] (88 წლის)
გარდაცვალების ადგილი Warner, ნიუ-ჰემფშირი, აშშ
საქმიანობა პოეტი, მწერალი[7] , რომანისტი და საბავშვო მწერალი
მოქალაქეობა  აშშ
ალმა-მატერი რედკლიფის კოლეჯი, ჰარვარდის უნივერსიტეტი და Cheltenham High School
ჯილდოები პულიცერის პრემია პოეზიისათვის[8] , ჰარვარდის უმაღლესი სკოლის ასწლიანი მედალი და ეინისე ტიეტჯენის მემორიალური პრემია

მაქსინ კუმინი (ინგლ. Maxine Kumin) (დ. 6 ივნისი, 1925 — გ. 6 თებერვალი, 2014) — ამერიკელი პოეტი და ავტორი. დაინიშნა აშშ-ს პოეზიის ლაურეატ-კონსულტანტად კონგრესის ბიბლიოთეკისთვის 1981–1982 წლებში. [9]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადრეული წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მაქსინ კუმინი (ნამდვილი გვარი ვინოკური) დაიბადა 1925 წლის 6 ივნისს, ფილადელფიაში, ებრაელი მშობლების ოჯახში, და დადიოდა კათოლიკურ საბავშვო ბაღსა და დაწყებით სკოლაში. 1942 წელს ჩაირიცხა რედკლიფის უნივერსიტეტში. 1946 წელს მიიღო ბაკალავრის, ხოლო ორ წელიწადში მაგისტრის ხარისხი. 1946 წლის ივნისში იგი დაქორწინდა ვიქტორ კუმინზე, საინჟინრო კონსულტანტზე. წყვილს სამი შვილი ეყოლა: ორი ქალიშვილი და ერთი ვაჟი. 1957 წელს ჯონ ჰოლმსთან ერთად სწავლობდა პოეზიას ბოსტონის ზრდასრულთა განათლების ცენტრში . იქ იგი შეხვდა ენ სექსტონს, რომელთანაც მან დაიწყო მეგობრობა, რომელიც გაგრძელდა 1974 წელს სექსტონის თვითმკვლელობამდე.

კუმინი ასწავლიდა ინგლისურს 1958-1961 და 1965-1968 წლებში ტუფტის უნივერსიტეტში; 1961-1963 წლებში იყო რედკლიფის დამოუკიდებელი სწავლების ინსტიტუტის მეცნიერი. ატარებდა შეხვედრებს უამრავ სკოლასა და უნივერსიტეტში ლექტორად და პოეტად. 1976 წლიდან გარდაცვალებამდე 2014 წლის თებერვალში იგი და მისი მეუღლე ცხოვრობდნენ მეურნეობაში, უორნერში, ნიუ ჰემფშირი, სადაც გამოყავდათ არაბული და მეოთხეული ჯიშის ცხენები.

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კუმინის მრავალი ჯილდოს სიაში შედის: იუნის ტიეჟენის პოეზიის მემორიალური ჯილდო (1972), პულიცერის პრემია პოეზიაში (1973), აიკენ ტეილორის ჯილდო თანამედროვე ამერიკული პოეზიისათვის, 1994 წლის პოეტების პრემია (ნაწარმოებისთვის „იღბლის ძებნა“), ამერიკული აკადემიის და ხელოვნებათა და წერილების ინსტიტუტის ჯილდო ლიტერატურის ჟანრში (1980), ამერიკელი პოეტების აკადემიის სტიპენდია (1986), 1999 წლის რუთ ლილის პოეზიის პრემია და ექვსი საპატიო ხარისხი. [10] მას ასევე მიენიჭა სარა ჯოზეფ ჰელის ჯილდო და ლევინსონის პრემია. ასევე მიიღო ამერიკის ხელოვნების ეროვნული ფონდის გრანტი. [11] 1981–1982 წლებში მუშაობდა კონგრესის ბიბლიოთეკის პოეზიის კონსულტანტად.

კრიტიკოსები კუმინს ადარებდნენ ელიზაბეთ ბიშოპსა და რობერტ ფროსტს მისი ზედმიწევნითი, დეტალური დაკვირვებების გამო, რადგან თავის შემოქმედებაში იგი ხშირად განსაკუთრებით ყურადღებას უთმობდა სასოფლო ცხოვრების რიტმებს ახალ ინგლისში. მას მოიხსენიებენ ისეთ აღიარებულ პოეტებთან ერთად, როგორებიც არიან: ან სექსტონი, სილვია პლათი და რობერტ ლოუელი. მაგრამ მათგან განსხვავებით, კუმინი თავს არიდებს მაღალ რიტორიკას და სადა სტილით წერას ამჯობინებს. მაქსინი იყო ერთ-ერთი მსაჯი 1985 წლის ბრიტინგემის პრემიაზე პოეზიის დარგში, სადაც მან საუკეთსო შეფასება მისცა პატრიცია დობლერის ნაწარმოებს — „საუბარი უცხო ადამიანებთან“.

იგი ასწავლიდა პოეზიას ახალი ინგლისის კოლეჯის დაბალი რეზიდენტურის MFA პროგრამაში. ასევე იყო ალასკის შტატის მიმოხილვის დამხმარე რედაქტორი. თანატოლ პოეტ კაროლინ კიზერთან ერთად იგი ჯერ მუშაობდა ამერიკელი პოეტების აკადემიის კანცლერების საბჭოში, შემდეგ კი თანამდებობა დატოვა.

გარდაცვალება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მაქსინ კუმინი გარდაიცვალა ერთწლიანი ჯანმრთელობის პრობლემების შემდეგ, 2014 წლის 6 თებერვალს, 88 წლის ასაკში. ნიუ-ჰემფშირში.

დიდი ალბათობით, კუმინი იყო ბოლო პირი, ვინც ან სექსტონი ცოცხალი ნახა, რადგან მათ ერთად მიირთვეს ლანჩი სექსტონი სუიციდამდე 1974 წელს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „The United States In Literature“, გვ. 615, ილ., 1985

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 Deutsche Nationalbibliothek Record #119511878 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  2. 2.0 2.1 SNAC — 2010.
  3. 3.0 3.1 Find a Grave — 1996.
  4. 4.0 4.1 Internet Speculative Fiction Database — 1995.
  5. Discogs — 2000.
  6. 6.0 6.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  7. American Women Writers: A Critical Reference Guide from Colonial Times to the Present — 1979.
  8. https://www.pulitzer.org/prize-winners-by-category/224
  9. Poet Laureate Timeline: 1971–1980. Library of Congress (2008). ციტირების თარიღი: 2008-12-19.
  10. Wulf, Steve. (2015-03-23) Supersisters: Original Roster. Espn.go.com. ციტირების თარიღი: 2015-06-04.
  11. https://www.poets.org/poetsorg/poet/maxine-kumin