ან სექსტონი
ან სექსტონი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 9 ნოემბერი, 1928[1] [2] [3] [4] [5] [6] |
დაბადების ადგილი | ნიუტონი[7] |
გარდაცვალების თარიღი | 4 ოქტომბერი, 1974[1] [2] [3] [4] [6] (45 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | უესტონი |
დასაფლავებულია | Forest Hills Cemetery[8] |
საქმიანობა | პოეტი[7] , მწერალი[9] და საბავშვო მწერალი |
ენა | ინგლისური ენა |
მოქალაქეობა | აშშ[10] |
ალმა-მატერი | ბოსტონის უნივერსიტეტი და Garland Junior College |
Magnum opus | იცოცხლე ან მოკვდი |
ჯილდოები | გუგენჰაიმის სტიპენდია[11] , პულიცერის პრემია პოეზიისათვის[12] და Shelley Memorial Award[13] |
შვილ(ებ)ი | Linda Gray Sexton |
საიტი | anne-sexton.net |
ან სექსტონი (ინგლ. Ann Sexton; ნამდვილი სახელი ან გრეი ჰარვი ინგლ. Anne Gray Harvey; დ. 9 ნოემბერი, 1928, ნიუტონი, მასაჩუსეტსი — გ. 4 ოქტომბერი, 1974, ვესტონი, მასაჩუსეტსი) — ამერიკელი პოეტი და მწერალი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ან სექსტონმა ცხოვრების უმეტესი ნაწილი ბოსტონის მიდამოებში გაატარა. 1945 წელს Rogers Hall School-ის პანსიონატში შედის. სამი წლის შემდეგ ალფრედ მიულერ სექსტონს მიყვება ცოლად. მათ ორი შვილი შეეძინებათ: ლინდა გრეი სექტონი, მომავალი რომანისტი, და ჯოის სექსტონი. ცოლ-ქმარი 1970 წელს ერთმანეთს დაშორდება.
ან სექსტონის ცხოვრების დიდი ნაწილი დეპრესიასთანაა დაკავშირებული. 1955 წელს, მეორე დიდი დეპრესიის დროს იგი ხვდება ექიმ მარტენ ორნს, რომელიც ურჩევს ლექსების წერას. ანი ჯონ ჰოლმსის პოეტურ ატელიეში იწყებს სიარულს და წარმატებასაც აღწევს. მისი ნაწერები ამერიკაში იმ დროისთვის პოპულარულ ჟურნალებში იბეჭდება.
ამ ატელიეში სექსტონი გაიცნობს პოეტ ქალს მაქსინ კუმინს. ისინი სიცოცხლის ბოლომდე მეგობრებად ჩებიან და ერთად წერენ ოთხ საბავშვო წიგნს.
პარალელურად სექსტონი მეორე პოეტურ ატელიეში დადის, სადაც სილვია პლათს გაიცნობს. მოგვიანებით იგი თავად უძღვება პოეტურ სახელოსნოებს ბოსტონ კოლეჯში, ობერლენ კოლეჯსა და კოლგეიტის უნივერსიტეტში.
ან სექსტონი კონფესიონალისტი პოეტის თანამედროვე ტიპს წარმოადგენს. თავის შემოქმედებაში მან ფარდა ახადა აქამდე დაფარულ ქალებისთვის სპეციფიურ პრობლემებს და ამით გზა გაუხსნა ქალურ მწერლობას. მის ნაწარმოებებში ხშირია აბორტის, ცოლ-ქმრული ღალატის, მენსტრუაციისა და ქალური მასტურბაციის თემები. ამ ტაბუდადებული თემების შემოტანით მან გახსნა პოეზიის საზღვრები.
1974 წელს ან სექსტონმა თავი მოიკლა. იგი დაკრძალულ იქნა ბოსტონის მახლობლად Forest Hills-ის სასაფლაოზე.
1986 წელს ბრიტანელმა მუსიკოსმა პიტერ გაბრიელმა შექმნა ან სექსტონისადმი მიძღვნილი სიმღერა სახელწოდებით Mercy Street.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ან სექსტონის ლექსები დაარქივებული 2011-03-10 საიტზე Wayback Machine.
- 1991 წლის აუდიოინტერვიუ დაიანა ვუდ მიდლბრუკთან, ან სექსტონის ავტორთან. დაარქივებული 2006-06-18 საიტზე Wayback Machine.
- ბიოგრაფია და ნაწყვეტები ლექსებიდან დაარქივებული 2007-10-28 საიტზე Wayback Machine. .
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 Encyclopædia Britannica
- ↑ 2.0 2.1 SNAC — 2010.
- ↑ 3.0 3.1 Internet Speculative Fiction Database — 1995.
- ↑ 4.0 4.1 FemBio database
- ↑ Discogs — 2000.
- ↑ 6.0 6.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- ↑ 7.0 7.1 Blain V., Grundy I., Clements P. The Feminist Companion to Literature in English: Women Writers from the Middle Ages to the Present — 1990. — P. 969.
- ↑ Find a Grave — 1996.
- ↑ Mainiero L., Faust L. L. American Women Writers: A Critical Reference Guide from Colonial Times to the Present — 1979.
- ↑ LIBRIS — National Library of Sweden, 2008.
- ↑ Guggenheim Fellows database
- ↑ http://www.pulitzer.org/awards/1967
- ↑ https://psa.fcny.org/psa/awards/frost_and_shelley/shelley_winners/