გრავიტაციული მუდმივა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გრავიტაციული მუდმივა G მსოფლიო მიზიდულობის კანონის ნაწილია.

გრავიტაციული მუდმივა, პროპორციულობის G კოეფიციენტი ნიუტონის მსოფლიო მიზიდულობის კანონის გამომსახველ ფორმულაში

F=G\frac{m_1 m_2}{R^2},

სადაც F არის მიზიდულობის ძალა, M და m — ურთიერთქმედ სხეულთა მასები, r — მათ შორის მანძილი. გრავიტაციული მუდმივას სხვა აღნიშვნებია: γ ან f (იშვიათად k2). გრავიტაციული მუდმივას რიცხვითი მნიშვნელობა დამოკიდებულია სიგრძის, მასის, ძალის ერთეულთა სისტემის შერჩევაზე. ერთეულთა CGS სისტემაში G=(6,673±0,003)·10-8 დნ·სმ2·-2 ან სმ3·-1·წმ-2; ერთეულთა საერთაშორისო სისტემაში

G=(6,673±0,003)·10-11 ნ·მ2·კგ-2 ან 3·კგ-1·წმ-2. გრავიტაციული მუდმივას ყველაზე უფრო ზუსტი მნიშვნელობა მიღებულია ცნობილი მასის ორ სხეულს შორის მიზიდულობის ძალის ლაბორატორიული გაზომვისას გრეხითი სასწორის მეშვეობით.

დედამიწის მიმართ ციურ სხეულთა (მაგ., თანამგზავრთა) ორბიტების გამოთვლისას იყენებენ გეოცენტრული გრავიტაციული მუდმივას — გრავიტაციული მუდმივის ნამრავლს დედამიწის მასაზე (მისი ატმოსფეროს ჩათვლით):

GE=(3,98603±0,00003)·10143·წმ-2 მზის მიმართ ციურ სხეულთა ორბიტების გამოთვლისას იყენებენ ჰელიოცენტრულო გრავიტაციული მუდმივას — გრავიტაციული მუდმივის ნამრავს მზის მასაზე:

GEs=1,32718·1020 3·წმ-2.

GE-ს და CSs-ის ეს მნიშვნელობები შეესაბამება 1964 საერთაშორისო ასტრონომთა კავშირის ყრილობაზე მიღებულ ფუნდამენტურ ასტრონომიულ მუდმივებს.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ქსე, ტ. 3, გვ. 246, თბ., 1978