რელატივისტური მექანიკა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

რელატივისტური მექანიკა — თეორიული ფიზიკის ნაწილი, რომელიც განიხილავს სხეულთა (ნაწილაკთა) მოძრაობის კლასიკურ კანონებს სინათლის სიჩქარის მახლობელი სიჩქარით მოძრაობისას, რელატივისტური მექანიკა ემყარება ფარდობითობის თეორიას. რელატივისტური მექანიკის ძირითადი განტოლებები — ნიუტონის მეორე კანონის რელატივისტური განზოგადება და ენერგია-იმპულსის შენახვის რელატივისტური კანონი აკმაყოფილებს აინშტაინის ფარდობითობის პრინციპის მოთხოვნებს, მათგან, კერძოდ, გამომდინარეობს, რომ მატერიალური ობიექტების სიჩქარე არ შეიძლება აღემატებოდეს სინათლის სიჩქარეს ვაკუუმში. როცა , რელატივისტური მექანიკა გადადის ნიუტონის კლასიკურ მექანიკაში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]