აჩქარება
აჩქარება — ვექტორული სიდიდე, რომელიც ახასიათებს მატერიალური წერტილის სიჩქარის ცვლილებას. უფრო ზუსტად, აჩქარება განისაზღვრება როგორც სიჩქარის ვექტორის პირველი წარმოებული დროით:
dv = v - vº
მრუდწირული მოძრაობის შემთხვევაში აჩქარება შეიძლება დაიშალოს ტანგენციალურ აჩქარებად (at), რომელიც ახასიათებს სიჩქარის სიდიდის ცვლილებას, და ნორმალურ აჩქარებად (an), რომელიც ახასიათებს სიჩქარის მიმართულების ცვლილებას:
a = at + a n = (dv/dt)*z + (v2 /ρ)*n
სადაც t არის ტრაექტორიის შესაბამის წერტილში მხების ერთეულოვანი ვექტორი, ρ - სიმრუდის რადიუსი ტრაექტორიის ამავე წერტილში, ხოლო n - ნორმალის ერთეულოვანი ვექტორი.
ტანგენციალური აჩქარება მიმართულია ტრაექტორიის მხების გასწვრივ, ხოლო ნორმალური აჩქარება - ტრაექტორიის ნორმალის გასწვრივ - ჩაზნექილობისაკენ.
აჩქარების ცნება ახასიათებს წერტილს; სხეულის აჩქარებაზე კი ლაპარაკი შეიძლება მხოლოდ გადატანითი მოძრაობისას.