მარჯორი სტეფენსონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მარჯორი სტეფენსონი
დაბ. თარიღი 24 იანვარი 1885
დაბ. ადგილი ბარველი, კემბრიჯშირი ინგლისი
გარდ. თარიღი 12 დეკემბერი, 1948
გარდ. ადგილი კემბრიჯი, ინგლისი
მოქალაქეობა Flag of the United Kingdom.svg გაერთიანებული სამეფო
Flag of the United Kingdom.svg დიდი ბრიტანეთის და ირლანდიის გაერთიანებული სამეფო
საქმიანობა ბიოქიმია[1] და მიკრობიოლოგია[1]
მუშაობის ადგილი ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯი, კემბრიჯის უნივერსიტეტი
ალმა-მატერი ნიუნჰემის კოლეჯი (კემბრიჯი)
ჯილდოები სამეფო საზოგადოების წევრი[2], ბრიტანეთის იმპერიის ორდენის წევრი და Associate of the Royal Red Cross

მარჯორი სტეფენსონი ბიო, სსწ (დ. 24 იანვარი, 188512 დეკემბერი, 1948) — ბრიტანელი ბიოქიმიკოსი. 1945 წელს იგი იყო ერთ-ერთი პირველი ქალი, რომელიც ლონდონის სამეფო საზოგადოების წევრად აირჩიეს.[3]

1930 წელს მარჯორი სტეფენსონმა ბაქტერიული მეტაბოლიზმი დაწერა, რომელიც შემდეგ სამჯერ გამოიცა და მიკრობიოლოგთა თაობებისთვის სტანდარტულ სახელმძღვანელოდ იქცა. სტეფენსონმა დააარსა ზოგადი მიკრობიოლოგიის საზოგადოება, რომლის მეორე პრეზიდენტიც თავად იყო.[4] 1953 წელს საზოგადოებამ მეცნიერის სახსოვრად მარჯორი სტეფენსონის პრიზი დააწესა.[4] პრიზი საზოგადოების მთავარი ჯილდოა და ორ წელიწადში ერთხელ გაიცემა მიკრობიოლოგიაში შეტანილი ფასდაუდებელი ღვაწლისთვის.[5]

ოჯახი და განათლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სტეფენსონი კემბრიჯშირში, ფენსის მახლობელ სოფელ ბარველში დაიბადა. მამამისი რობერტ სტეფენსონი (1847-1929) ფერმერი და ცემენტის მწარმოებელი კომპანიის მფლობელი იყო. დედას სარა როჯერსი (1848-1925) ერქვა. რობერტ სტეფენსონი ადგილობრივ თემში გამოჩენილი პიროვნება იყო და კემბრიჯშირის ლეიტენანტის მოადგილისა და მშვიდობის დამცველის პოზიცია ეკავა. იგი იყო ოლქის საბჭოს წევრიც და ადგილობრივთაგან მრავალი თავის კომპანიაში ჰყავდა დასაქმებული. სტეფენსონის ორივე ბაბუა: რობერტ მეთიუ სტეფენსონი (1815-1870) და სემუელ როჯერსი ნიუმარკეტში, დოღის მთავარ ცენტრში, სადოღე ცხენების მწვრთნელები იყვნენ. სემუელ როჯერსი მწვრთნელად გახდომამდე ჟოკეი იყო.[6]

სტეფენსონს მეცნიერებისადმი ინტერესი პირველად ანნა ჯენი ბოთვრაითთან, ბანგელი ხალიჩებით მოვაჭრის ქალიშვილთან სწავლისას გაუჩნდა. შემდეგში სტეფენსონი ბერქჰემსტიდის გოგონათა სკოლაში სწავლობდა, ჰერტფორდშირში.[7]

1903 წელს სტეფენსონმა ნიუნჰემის კოლეჯში ჩააბარა. ერთ-ერთი და, ალისა მერი სტეფენსონი იმავე კოლეჯში ისტორიას სწავლობდა და შემდეგში ლონდონში ფრენსის ჰოლანდის სკოლის უფროსი მასწავლებელი გახდა. მარჯორის ძმამ პემბროკის კოლეჯი დაასრულა. სტეფენსონი ქიმიის, ფიზიოლოგიისა და ზოოოლოგიის კურსებზე დადიოდა.[6]იმ დროისთვის კემბრიჯის უნივერსიტეტის ქიმიისა და ზოოლოგიის ლაბორატორიაში ქალები ჯერ კიდევ არ დაიშვებოდნენ. ნიუნჰემის კოლეჯს ქიმიის საკუთარი ლაბორატორია ჰქონდა, ხოლო ბიოლოოგის პრაქტიკულ კურსებს ქალები ბალფურის ლაბორატორიაში გადიოდნენ.[6]

ადრეული კარიერა და სამხედრო სამსახური[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნიუნჰემის კოლეჯის დასრულების შემდეგ თავდაპირველად სტეფენსონი მედიცინის შესწავლას აპირებდა, მაგრამ დაფინანსების ნაკლებობის გამო მისი გეგმები შეიცვალა და ჯერ გლუცესტერის საოლქო საწვრთნელ კოლეჯში მეცნიერების მასწავლებელი, შემდეგ კი ლონდონში კინგს სქულის კოლეჯში შინამეურნეობის მასწავლებელი გახდა. სტეფენსონი მოხარული დარჩა, როდესაც რობერტ პილმერმა, ბიოქიმიის კლუბის (შემდეგში ბიოქიმიის საზოგადოება) თანადამფუძნებელმა, ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის ლაბორატორიაში მკვლევრად მიიწვია. აქ მუშაობისას სტეფენსონმა ცხიმების მეტაბოლიზმი გამოიკვლია. 1913 წელს იგი ბეითის წევრი გახდა, მაგრამ მუშაობა პირველი მსოფლიო ომის დაწყების გამო შეწყვიტა.[6]

პირველი მსოფლიო ომის დროს სტეფენსონი წითელ ჯვარს შეუერთდა და საფრანგეთში მსახურობდა. მოგვიანებით ის სალონიკში სამედიცინო დახმარების მოხალისეთა რაზმს ხელმძღანელობდა. 1918 წლის დეკემბერში მას ბრიტანეთის იმპერიის ორდენი, ხოლო წითელ ჯვარში სამსახურის აღსანიშნავად ის სამეფო წითელი ჯვრით დაჯილდოვდა.[8] ომისდროიდელი გამოცდილების შედეგად, სტეფენსონი პაციფისტი გახდა. შემდეგში იგი კემბრიჯის მეცნიერთა ომის მოწინააღმდეგეთა ჯგუფის აქტიური წევრი იყო.[6]

კვლევა კემბრიჯში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ომის დასრულების შემდეგ სტეფენსონი კემბრიჯში დაბრუნდა, რათა კვლევა გაეგრძელებინა და ბიოქიმიის დეპარტამენტში ესწავლებინა. ფრედერიკ ჰოპკინზის ხელმძღანელობით მეცნიერთა ჯგუფი თანამედროვე ბიოქიმიური კვლევების ცენტრი გახდა. სტეფენსონი ბაქტერიებსა და მათ მეტაბოლიზმზე მუშაობდა. დეპარტამენტში ქალთა უჩვეულოდ მაღალი პროპორცია იყო (15 %), მაგრამ უნივერსიტეტებში ქალებს კვლავ იშვიათად იწვევდნენ. სტეფენსონს ბეითის საზოგადოება აფინანსებდა, ხოლო მოგვიანებით სამედიცინო კვლევების საბჭო. 1936 წელს უნივერსიტეტმა სტეფენსონს მეცნიერების დოქტორის წოდება მიანიჭა. 1943 წელს იგი უნივერსიტეტში ბიოქიმიის ლექტორად დანიშნეს. ამასობაში სტეფენსონი ნიუნჰემში კოლეჯის ასოცირებული წევრი გახდა.[6]

სტეფენსონის კვლევის მთავარი სფერო ბაქტერიების მეტაბოლიზმი იყო. მარგარეტ ვითემთან და იუდა ჰერშ კვოსტელთან ერთად მან ბაქტერიებიდან ფერმენტების გამოყოფისთვის ტექნიკა შეიმუშავა. 1928 წელს ლეონარდ სტიკლენდთან ერთად პირველმა მოახერხა ბაქტერიული ფერმენტების უჯრედიდან იზოლირება. მოგვიანებით, 1930-იან წლებში სტეფენსონი ერნესტ გეილთან ერთად ფერმენტების ადაპტაციასა და ამინომჭავების მეტაბოლიზმზე, ხოლო არტურ ტრიმთან ერთად ნუკლეინის მჟავების მეტაბოლიზმს შეისწავლიდა.

ლაბორატორიაში მუშაობის პერიოდში სტეფენსონის ავტორობითა და თანაავტორობით 20-ზე მეტი ნაშრომი გამოიცა. სტეფენსონის ნაშრომთაგან ყველაზე ცნობილია ბაქტერიული მეტაბოლიზმი, რომელიც 1930-1949 წლებში 3-ჯერ გამოიცა. ბაქტერიული მეტაბოლიზმი' მიკრობიოლოგთა და ბიოქიმიკოსთა თაობებისთვის სტანდარტულ ნაშრომს წარმოადგენს.[6]

მემკვიდრეობა და ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Czech National Authority Database
  2. Oxford Dictionary of National Biography / C. MatthewOxford: OUP, 2004.
  3. Robertson, Muriel (1949). „Marjory Stephenson. 1885–1948“. Obituary Notices of Fellows of the Royal Society. 6 (18): 562–577. doi:10.1098/rsbm.1949.0013. JSTOR 768940. S2CID 162259455.
  4. 4.0 4.1 A short history of the Society for General Microbiology დაარქივებული 12 February 2010 საიტზე Wayback Machine.
  5. 5.0 5.1 Prize Lectures დაარქივებული 11 April 2010 საიტზე Wayback Machine. , The Society for General Microbiology
  6. 6.0 6.1 6.2 6.3 6.4 6.5 6.6 J. Mason 1996 Marjory Stephenson,1885–1948. In E. Shils and C. Blacker (eds.) Cambridge Women. Cambridge: Cambridge University Press, 113–135.
  7. "Two old postcards of Berkhamsted School for Girls" (below several photographs of the Boys' School)., Hertfordshire Genealogy
  8. The Times, 13 December 1918, p. 11
  9. Woods, D.D. (1953). „The integration of research on the nutrition and metabolism of micro-organisms: the inaugural Marjory Stephenson memorial lecture“. Journal of General Microbiology. 9 (2): 151–73. doi:10.1099/00221287-9-2-151. PMID 13096699.