მარჯანიშვილის მწვერვალი
იერსახე
მარჯანიშვილის მწვერვალი | |
---|---|
კოორდინატები: 42°55′20″ ჩ. გ. 43°16′16″ ა. გ. / 42.92222° ჩ. გ. 43.27111° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო რუსეთი |
ტერიტორიული ერთეული | რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე ყაბარდო-ბალყარეთი |
სიმაღლე | 3500 მ |
ქედი | სვანეთის კავკასიონი |
ამგებელი ქანები | ფიქალი, ქვიშაქვა და კვარციტი |
პირველი ასვლა | 1938 |
მარჯანიშვილის მწვერვალი ― მწვერვალი საქართველოსა და რუსეთის (ყაბარდო-ბალყარეთი) საზღვარზე, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში, ლენტეხის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს სვანეთის კავკასიონის მთავარ ქედზე, მდინარე ცხენისწყლის ერთ-ერთი მდგენელის — ზესხოს სათავეში. სიმაღლე ზღვის დონიდან 3500 მ. აგებულია იურული ასპიდური ფიქლებით, ქვიშაქვებითა და კვარციტებით. დამახასიათებელია ნივალური ლანდშაფტი. მწვერვალზე 1938 წელს მოეწყო საქართველოს ალპური კლუბის პირველი ექსპედიცია, რომლის ხელმძღვანელი იყო ალექსანდრე ჯაფარიძე.[1]
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- უთმელიძე მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 477.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ მანამდე ასვლის ექსპედიციები უცნობია.