შინაარსზე გადასვლა

მარტის იდები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მარტის იდები (ლათ. Idus Martiae) — მარტის შუა რიცხვები რომაულ კალენდარში, გრიგორიანული კალენდრით ემთხვევა 15 მარტს.

რომაელები თვის შუა რიცხვებს იდებს უწოდებდნენ, მას იუპიტერს უძღვნიდნენ და მსხვერპლად სწირავდნენ ცხვარს. გრიგორიანული კალენდრით ეს იყო მარტის, მაისის, ივლისისა და ოქტომბრის 15, ხოლო დანარჩენი თვეების — 13 რიცხვი.

მარტის იდები ცნობილია ძველი რომის ისტორიაში მომხდარი გარდამტეხი მოვლენით: იულიუს კეისრის მკვლელობით ძვ. წ. 44 წელს. პლუტარქეს მიხედვით, კეისარს სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე უწინასწარმეტყველეს, რომ მარტის იდები მისთვის საბედისწერო აღმოჩნდებოდა. სენატის გზაზე კეისარი წინასწარმეტყველს გადაეყარა და დაცინვით უთხრა: „მარტის იდებიც დადგა“, რაზეც მიიღო პასუხი: „დადგა, მაგრამ ჯერ არ ჩაუვლია“. რამდენიმე წუთის შემდეგ კეისარი შეთქმულებმა მოკლეს. ფრთიან ფრაზად არის ქცეული ციტატა უილიამ შექსპირის პიესიდან „იულიუს კეისარი“ (მოქმედება I, სცენა II): „უნდა უფრთხილდე მარტის იდებს“ (ინგლ. Beware the ides of March, თარგმანი ივანე მაჩაბლისა).

  • Michels, Agnes Kirsopp. Calendar of the Roman Republic. Princeton, 1967.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]