მარმუჭი
მარმუჭი | |||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
Alchemilla alpina | |||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||
| |||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||
Alchemilla | |||||||||||||
|
მარმუჭი (ლათ. Alchemilla) — მცენარეთა გვარი ვარდისებრთა ოჯახისა. მრავალწლოვანი, იშვიათად ერთწლოვანი დაბალი ბალახებია. მეტწილად მხოხავი ფესურა და გრძელყუნწიანი ფესვთანური ფოთლების როზეტი აქვთ. პატარა ორსქესიან ყვავილებს გვირგვინის ფურცლები არ გააჩნია და განლაგებულია გორგლებით, რომლებიც თავის მხრივ ფარისებრ-საგველა ყვავილედებშია თავმოყრილი.
300-მდე სახეობა გავრცელებულია ევრაზიაში, აფრიკასა და ამერიკაში. საქართველოში იზრდება 61 სახეობა, მათგან 30 — საქართველოს ენდემია. მარმუჭის სახეობები იზრდება სუბალპურ და ალპურ სარტყლებში, მეტწილად ბუჩქნარებში, ტყის ფერდობებსა (განათლებულ ადგილებში) და მდელოებზე, მდინარეთა სანაპიროებსა და ზოგჯერ გზის პირებზეც კი. ზოგიერთი სახეობა დომინანტობს მაღალმთის მდელოებზე და ქმნის ე. წ. „მეორადი ხალების“ მცენარეულ საფარს. ზოგიერთი სახეობის ფესურა და ფოთლები საღებავ ნივთიერებებს შეიცავს.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ხინთიბიძე ლ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 448.