შინაარსზე გადასვლა

მარინა ეშბა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მარინა ეფრემის ასული ეშბა (დ. 20 ივლისი, 1924, ლონდონი, — გ. 17 მაისი, 2002, სოხუმი) — აფხაზი მოქანდაკე. საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1981).

ბოლშევიკი რევოლუციონერის ეფრემ ეშბას ქალიშვილი. დაამთავრა მოსკოვის დეკორატიული და გამოყენებითი ხელოვნების ინსტიტუტი (1951). 1951 წლიდან მონაწილეობდა სამხატვრო გამოფენებში. 1962-1972 წლებში იყო აფხაზეთის ასსრ მხატვართა კავშირის თავმჯდომარე. მნიშვნელოვანი ნამუშევრები: ეფრემ ეშბას ძეგლი (1973, სოხუმი); „1905 წელი”, ბარელიეფი (1955, რევ. მუზეუმი, მოსკოვი); ა. პუშკინის პორტრეტი (1956; სოხუმის სურათების გალერეა); ავტორია მედლებისა: „მოსკოვი” (1957), „პირველი თანამგზავრი” (1958), „26 ბაქოელი კომისარი” (1958) და სხვ.