შინაარსზე გადასვლა

მანჰეტენის წმინდა ნიკოლოზის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მშენებარე ეკლესია 2017 წლის თებერვალში.

წმინდა ნიკოლოზის ეკლესია (ინგლ. St. Nicholas Greek Orthodox Church) — განახლებული მსოფლიო სავაჭრო ცენტრის მიმდებარედ მშენებარე მართლმადიდებლური ბერძნული ეკლესია მანჰეტენზე, ნიუ-იორკში. სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებს ნიუ-იორკისა და ნიუ-ჯერსის საპორტო მმართველობა. მთავარი არქიტექტორია ესპანელი სანტიაგო კალატრავა. ეკლესია დაექვემდებარება კონსტანტინოპოლის მართლმადიდებელ ეკლესიას. პირვანდელი ეკლესია განადგურდა 2001 წლის 11 სექტემბრის ტერორისტული აქტების შედეგად. მშენებლობა უნდა დასრულდეს 2018 წლის ნოემბერში.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]