მანანა ჯავახიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მანანა ჯავახიშვილი

მანანა ჯავახიშვილი
დაბადების თარიღი 25 ივნისი, 1970 (1970-06-25) (53 წლის)
თბილისი
მოქალაქეობა საქართველოს დროშა საქართველო
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
საქმიანობა ისტორიკოსი
წოდება ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი

მანანა ჯავახიშვილი (დ. 25 ივნისი, 1970) — ქართველი ისტორიკოსი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ისტორიკოსი მანანა ჯავახიშვილი არის ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, მედიევისტი. მისი სამეცნიერო ინტერესები მოიცავს ევროპისა და საქართველოს შუა საუკუნეების ისტორიას, ქართულ-ევროპულ ურთიერთობებს, კათოლიკური ეკლესიისა და პაპობის ისტორიას, ყოველდღიურობის, გენდერის კვლევებს, განათლების ისტორიასა და სხვა. იგი არის 40-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, მათ შორის – 3 მონოგრაფიის („ქალთა საზოგადოებრივი საქმიანობა საქართველოში XIX საუკუნის მეორე ნახევარსა და XX საუკუნის დასაწყისში“, თანაავტორი ლ. ხომერიკი, 2005; „მონტობანის ქართველ კათოლიკეთა სავანე“, 2009, პაპობის ისტორია შუა საუკუნეებში, 2015) და არაერთი საერთაშორისო პუბლიკაციისა ფრანგულ, ინგლისურ და გერმანულ ენებზე.

მანანა ჯავახიშვილმა ქართულად თარგმნა ცნობილი ფრანგი ისტორიკოსის ჟ. დიუბის წიგნი „რაინდი, ქალი და მღვდელი.“ მიღებული აქვს არაერთი სამეცნიერო სტიპენდია (ვატიკანის კულტურული თანამშრომლობის კათოლიკური კომიტეტის, დენი დიდროს, დედოფალ იადვიგას ფონდის, ჰაინრიხ ბიოლის და სხვ.), ახორციელებდა სამეცნიერო პროექტებს საფრანგეთში (პარიზი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სახლი), შვეიცარიაში (ფრიბურგის უნივერსიტეტი), პოლონეთში (იაგელონიის უნივერსიტეტი), იტალიაში (რომის ფრანგული სკოლა), საბერძნეთში (ათენის ფრანგული სკოლა) და სხვ.; ქართულ-ევროპული ურთიერთობების ისტორიის შესახებ ლექციებს კითხულობს ევროპის სხვადასხვა უნივერსიტეტში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]