მანანა ორბელაძე
მანანა ორბელაძე | |
---|---|
დაბადების თარიღი |
20 თებერვალი 1952 (69 წლის) როხი ბაღდათის მუნიციპალიტეტი |
მოქალაქეობა |
სსრკ საქართველო |
განათლება |
ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტი პუშკინის სახ. პედაგოგიური ინსტიტუტი |
პროფესია | პედაგოგი |
მანანა ორბელაძე (დ. 20 თებერვალი, 1952, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელი როხი, საქართველო)—დამსახურებული პედაგოგი, 2013-2014 სასწავლო წლის საუკეთესო მასწავლებელი, შესულია წიგნში „ქუთაისის ღირსეული პედაგოგები“.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მანანა იოსების ასული ორბელაძე დაიბადა 1952 წლის 20 თებერვალს, ბაღდათის რაიონის სოფელ როხში პედაგოგების ოჯახში.
1959 წელს შევიდა სოფელ როხის საშუალო სკოლაში, რომელიც დაამთავრა 1969 წელს. სკოლის დამთავრების შემდეგ 1970 წელს ჩაირიცხა ქალაქ ქუთაისის პედაგოგიურ ინსტიტუტში დაწყებითი განათლების ფაკულტეტზე. ქუთაისის პედაგოგიურ ინსტიტუტში სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ, სწავლა განაგრძო თბილისის ალექსანდრე პუშკინის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში (ამჟამად ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი), რომელიც დაასრულა 1979 წელს.
1975 წელს მუშაობა დაიწყო ქალაქ ქუთაისის მე-12 საშუალო სკოლაში ისტორიის მასწავლებლად.
1983 წლიდან დღემდე მუშაობს ქალაქ ქუთაისის მე-17 საჯარო სკოლაში დაწყებითი კლასების მასწავლებლად. თავისი პედაგოგიური მოღვაწეობის თავისი პედაგოგიური მოღვაწეობის პერიოდში აქტიურად იყო ჩართული სხვადასხვა საზოგადოებრივ ღონისძიებებში:
მანანა ორბელაძე 17 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა სკოლის დაწყებითი კლასების მეოდგაერთიანებას. იგი გახლდათ მასწავლებელთა დანიშვნის სასკოლო საკონკურსო კომისიის წევრი.ხშირად ატარებს სასკოლო და საქალაქო საჩვენებელ ღია გაკვეთილებს. მათ შორის, აღსანიშნავია 2017 წლის 15 თებერვალს სსიპ ქუთაისის N17 საჯარო სკოლის მესამე კლასში ჩატარებული ჯიპრაიდული გაკვეთილი ქართულ ენაზე.
მანანა ორბელიძე მონაწილეობს სხვადასხვა ტრენინგებში და აქტივობებში. მან წარმატებით გაიარა ინტელის პროექტებით სწავლების ტრენინგი.რომლის სახელია ,,წინაპრები და შთამომავლები“ . ამ პროექტით პედაგოგი შეეცადა მოსწავლეებს გაეაზრებინათ ვინ იყვნენ მათი წინაპრები, საიდან მოდიან ისინი, რაც მათ დაეხმარებათ პატივი სცენ წარსულს, აწმყოს და ააშენონ მომავალი.
როგორც თავად აღნიშნავს:
მანანა ორბელაძეს აღზრდილი ყავს უამრავი წარჩინებული მოსწავლე.
ჯილდოები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პედაგოგიური საქმიანობის პერიოდში მანანა ორბელაძეს მიღებული აქვს სხვადასხვა ჯილდოები:
- საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სიგელი.
- ქალაქ ქუთაისის განათლების განყოფილებისა და განათლების მუშაკთა პროფკავშირის საქალაქო საბჭოს „საპატიო სიგელი".
- ქუთაისის განათლების განყოფილებისა და განათლების მუშაკთა პროფკავშირის „მადლობის სიგელი“.
- მიღებული აქვს ქალაქ ქუთაისის განათლების განყოფილებისა და განათლების მუშაკთა მადლობები „მოსწავლე -ახალგაზრდობის აღზრდის საქმეში თვალსაჩინო მიღწევებისთვის“.
- შესულია წიგნში „ქუთაისის ღირსეული პედაგოგები“.
- ქალაქ ქუთაისის მერიამ დააჯილდოვა ფულადი პრემიით.
- 2013-2014 სასწავლო წელს მიიღო წლის საუკეთესო მასწავლებელის წოდება.
მანანა ორბელაძის შესახებ გამოქვეყნებულია სტატიები სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებში.