დედის დღე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

დედის დღე — დღესასწაული, რომელსაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებულად აღნიშნავენ. განსხვავებულია მისი აღნიშვნის თარიღებიც. უმეტეს ქვეყნებში აღნიშვნა მარტში და მაისში ხდება.

„დედის დღეს“ ყველა ქვეყანაში თავისი ისტორია და ტრადიციები გააჩნია, თუმცა საერთო არის ის, რომ დედას ყველგან პატივს სცემენ და ულოცავენ კიდეც ამ დღეს ერთნაირად — ლექსებით, მისალოცი ბარათებით და საჩუქრებით.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზოგიერთ ქვეყანაში ამ დღესასწაულის აღნიშვნას მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს. თანამედროვე ამერიკული „დედის დღის" აღნიშვნა დაიწყეს XX საუკუნის დასაწყისში. ანა ჯარვისმა, რომელიც ითვლება ამ დღის ერთ-ერთ ფუძემდებლად, დაიწყო ოფიციალური წერილების მიწერა ჩინოვნიკებისთვის, რომ აუცილებელი იყო დედის დღის დაწესება. მისი მცდელობები 1910 წელს წარმატებით დასრულდა და ვირჯინიის შტატში ოფიციალურად პირველად აღნიშნეს დედის დღე. ოთხ წელიწადში კი ის უკვე ოფიციალურად მიიღეს და მას შემდეგ დღესასწაულს აღნიშნავენ ყოველწლიურად, მაისის მეორე კვირა დღეს. დედის დღეს ამერიკაში დიდი ენთუზიაზმით აღნიშნავენ. ადამიანები განსაკუთრებით აფასებენ და ხაზს უსვამენ მათ ცხოვრებაში დედის აუცილებლობას და მადლობას უხდიან მათ უანგარო, უპირობო სიყვარულისა და მხარდაჭერისთვის. დედის დღე ამერიკაში შობისა და ვალენტინობის შემდეგ ყველაზე დიდ დღესასწაულად ითვლება. ამ დროს სატელეფონო ხაზები გადატვირთულია და რესტორნები სრული დატვირთვით მუშაობენ.

„დედის დღის" სამშობლოდ შეერთებული შტატებია მიჩნეული. ამ დღის აღნიშვნის პირველი მცდელობა 1972 წელს იყო. აქტივისტმა ჯულია უორდსმა გამოთქვა სურვილი, ყოფილიყო ისეთი დღესასწაული, რომელიც გააერთიანებდა ყველა დედას მშვიდობისთვის ბრძოლაში. მან საამისოდ არაერთი აქცია მოაწყო, მაგრამ უსაფუძვლოდ. მხოლოდ მოგვიანებით, 1907 წელს, მოქალაქე ანა ჯავისმა, რომელიც ითვლება ამ დღის ერთ-ერთ ფუძემდებლად, დაიწყო ოფიციალური წერილების მიწერა ჩინოვნიკებისთვის, რომ აუცილებელი იყო დედის დღის დაწესება. მისი მცდელობები წარმატებით 1910 წელს დასრულდა და ვირჯინიის შტატში ოფიციალურად პირველად აღნიშნეს დედის დღე. ოთხ წელიწადში კი ის უკვე ოფიციალურად მიიღეს და მას მერე დღესასწაულს აღნიშნავენ ყოველი წლის მაისის მეორე კვირა დღეს. დედის დღეს ამერიკაში დიდი ენთუზიაზმით აღნიშნავენ. ადამიანები განსაკუთრებით აფასებენ და ხაზს უსვამენ მათ ცხოვრებაში დედის აუცილებლობას და მადლობას უხდიან მათ უანგარო, უპირობო სიყვარულისა და მხარდაჭერისთვის. დედის დღე ამერიკაში შობისა და ვალენტინობის შემდეგ ყველაზე დიდ დღესასწაულად ითვლება. ამ დროს სატელეფონო ხაზები გადატვირთულია, საბარათე გაყიდვები პიკს აღწევს და რესტორნები სრული დატვირთვით მუშაობენ. დედის დღის ტრადიციები ძირითადად მოიცავს საუზმეს საწოლში, ყვავილების თაიგულს, ღია ბარათებს ან საჩუქარს, და ვახშამზე დაპატიჟებას.

დიდ ბრიტანეთში დედის დღის ტრადიციას უფრო დიდი ისტორია აქვს — მას XVII საუკუნიდან აღნიშნავენ. ის მარხვის მეოთხე კვირას აღინიშნება და აქედან გამომდინარე, მისი თარიღი მუდმივად ცვალებადია. მას დედის კვირეულს უწოდებენ. ინგლისი იყო ფაქტობრივად ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც გამოყო წელიწადში ერთი დღე დედის დღის აღსანიშნავად. ბრიტანეთში შემორჩენილია ტრადიცია, რომლის მიხედვითაც დედებისთვის ნუშის ნამცვარს ამზადებენ და მას „mothering cake“ (დედის ნამცხვარს) უწოდებენ.

იაპონიაში დედის დღის დაწესებას პირველად 1931 წელს შეეცადნენ. მაშინ იყო სურვილი, რომ ეს დღე დამთხვეოდა იმპერატორის იუბილეს. ტრადიცია არ გაგრძელდა. ახლა იაპონიაში, ისევე როგორც სხვა ქვეყნების დიდ ნაწილში დედებს ყვავილებს ჩუქნიან მაისის თვის პირველ კვირა დღეს.

გერმანიაში ამ დღესასწაულს საფუძველი 1923 წელს ჩაეყარა, ხოლო როგორც სახელმწიფო დღესასწაული აღინიშნება 1933 წლიდან. საფუძველი ფლორისტების გაერთიანებამ ჩაუყარა. მისი მიზანი იყო პატივი ეცათ პირველი მსოფლიო ომის მონაწილე დედედებისთვის. მას შემდეგ, წელიწადში ერთხელ, მაისის მეორე კვირას, გერმანელი დედები ე. წ. „Muttertag-ს“, დედის დღეს ზეიმობენ.

საფრანგეთში დედის დღეს მაისის ბოლო კვირა დღეს აღნიშნავენ. ტრადიციულად ამ დღეს ოჯახში იმართება ოჯახური სადილი, ხოლო დედები საჩუქრად ყვავილების თაიგულის ფორმის ნამცხვარს იღებენ. დედის განსაკუთრებული როლის შესახებ საუბარი და პატვისცემა საფრანგეთში ჯერ კიდევ ნაპოლეონ ბონაპარტეს ეპოქიდან მოდის, ხოლო 1950 წლიდან დედის დღე- La Fete de Meres ოფიციალურად შეიქმნა.

ავსტრალიაში დედის დღე ამერიკის მსგავსად მაისის მეორე კვირა დღეს აღინიშნება, ტრადიციებითაც ეს ორი ქვეყანა მსგავსად აღნიშნავს ამ დღეს. არსებობს დედის დღის მილოცვის ტრადიცია მიხაკებით (ისევე როგორც აშშ-ში), დედებს დღესასწაულს ფერადი მიხაკებით ულოცავენ, თეთრი მიხაკები კი გარდაცვლილი დედებისთვის პატივის მისაგებად გამოიყენება. გარდა საკუთარი დედებისა, ბავშვები პატივს სცემენ მათ ბებიებსა და სხვა ქალბატონებსაც, რომლებიც მათ დედებივით უვლიან და ზრუნავენ მათზე.

კანადაშიც, ისევე როგორც სხვა ქვეყნების დიდ ნაწილში, დედის დღის მისალოცად ყველაზე ხშირად ღია ბარათებს, ყვავილებს და საჩუქრებს იყენებენ. იგი შობისა და ვალენტინობის შემდეგ სიდიდით მესამე დღესასწაულად მიიჩნევა. აღინიშნება მაისში ამერიკის და ავსტრალიის მსგავსად და ატარებს ძალიან დიდ ემოციურ დატვირთვას საზოგადოებაში.

ბრაზილიაში ყოველწლიურად მაისში აღინიშნება დედათა დღე — Dia das Mães. ბრაზილიაში ოჯახების დიდ ნაწილსი სამზე მეტი ბავშვია, ამიტომაც მარტივი წარმოსადგენია როგორ მასშტაბურად და ემოზიურად აღინიშნება ეს დღე. ტრადიციულად ამ დღესასწაულზე ოჯახის წევრები ერთად იკრიბებიან, სკოლებში კი საგანგებოდ ამ დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები იმართება.

დედის დღე საქართველოში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველოში დედებს დიდ პატივს სცემენ. დედის კულტი ქვეყანაში უძველესი დროიდან იღებს სათავეს. ამის ნათელი მაგალითია ქართული სიტყვები „დედამიწა“ „დედაბოძი“ და ა. შ.

საქართველოში „დედის დღე“ საოჯახო დღესასწაულია. მისი მიზანია განსაკუთრებით გაუსვას ხაზი ჩვენს ცხოვრებაში დედის მნიშვნელობას, მხარი დაუჭიროს ქალის მიმართ ფაქიზი მოპყრობის ტრადიციას და გაამყაროს ოჯახის ინსტიტუტი.

დედის დღე საქართველოში 1991 წელს, ქვეყნის პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ინიციატივით დაარსდა. ახალმა დღესასწაულმა ფაქტობრივად ჩაანაცვლა ქალთა საერთაშორისო დღე — 8 მარტი, რომელიც ისევე როგორც საბჭოთა დღესასწაულების უმეტესობა, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გაუქმდა. საქართველოს პარლამენტმა 1993 წელს მიიღო დადგენილება „დედის დღის“ დაწესების შესახებ.[1]

თუმცა შემდეგში, საქართველოს პარლამენტმა, 8 მარტის დღესასწაული ისევ აღადგინა.[2] ამრიგად, ქალებს და დედებს ორი დღესასწაული ეძღვნებათ — 3 და 8 მარტი. ამასთან, ოფიციალურად ორივე უქმე დღედ არის გამოცხადებული.

დღესასწაულს ქვეყანა სხვადასხვა ღონისძიებებით ხვდება. ტრადიციულად შვილები დედებს ყვავილებს, ღია ბარათებს ან სიმბოლურ საჩუქრებს ჩუქნიან.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]