ერესუნის ხიდი
ერესუნის ხიდი (დან. Øresundsbroen, შვედ. Öresundsbron) — კომბინირებული ხიდ-გვირაბი ერესუნის უბეზე ორხაზიანი რკინიგზითა და ოთხხაზიანი საავტომობილო გზით. ეს ყველაზე გრძელი კომბინირებული ხიდ-გვირაბია ევროპაში, რომელიც დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენსა და შვედეთის პორტ მალმეს აკავშირებს. ხიდი და გვირაბი საერთაშორისო ევროპული საავტომობილო მარშრუტის E20-ის და ერესუნის სარკინიგზო ხაზის ნაწილს წარმოადგენს. დიდი ბელტის ხიდისა და ერესუნის ხიდის მეშვეობით ერთმანეთს დაუკავშირდა კონტინენტური ევროპა და სკანდინავიის ნახევარკუნძული. პროექტი დანიურმა საარქიტექტურო ფირმა „დისინგ-ვეიტლინგმა“ დააპროექტა (Dissing + Weitling).
ერესუნის ხიდი შვედეთ-დანიის საზღვარს კვეთს, მაგრამ შენგენის ხელშეკრულების წყალობით ამ ქვეყნებს შორის საპასპორტო რეჟიმი არ არსებობს. საბაჟო შემოწმება ჩვეულებრივ სტენდებთან ხდება, შვედეთში შემსვლელთათვის ხიდზე გადავლის საფასურია გადასახდელი, დანიაში შესვლა კი უფასოა. ხიდის მშენებლობა დაიწყო 1995 წელს, ხოლო ექსპლუატაციაში გადაეცა 2000 წლის 1 ივლისს.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ხიდის ოფიციალური საიტი[მკვდარი ბმული]
- ერესუნი დაარქივებული 2010-01-25 საიტზე Wayback Machine.