სამხრეთი ინდოეთი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დასახლებული პუნქტი
სამხრეთი ინდოეთი
ქვეყანა ინდოეთის დროშა ინდოეთი
კოორდინატები 13°00′00″ ჩ. გ. 77°00′00″ ა. გ. / 13.00000° ჩ. გ. 77.00000° ა. გ. / 13.00000; 77.00000
ფართობი 635780 კმ²
მოსახლეობა 253 051 953 (2011)[1]
სამხრეთი ინდოეთი — ინდოეთი
სამხრეთი ინდოეთი

სამხრეთი ინდოეთი (ინგლ. South India; ასევე ცნობილი როგორც ნახევარკუნძულის ინდოეთი; ინგლ. Peninsular India) ― დეკანის ზეგანის სამხრეთი ნაწილი ინდოეთში. მოიცავს ანდჰრა-პრადეშის, კარნატაკის, კერალის, ტამილნადუსა და ტელანგანის შტატებსა და ლაქშადვიპისა და პონდიშერის მოკავშირე ტერიტორიებს. იკავებს ინდოეთის საერთო ფართობის 19.31%-ს. სამხრეთ ინდოეთში ქვეყნის მოსახლეობის 20% ცხოვრობს. აღმოსავლეთიდან ბენგალის ყურე ესაზღვრებ, დასავლეთიდან ― არაბეთის ზღვა, სამხრეთიდან კი ― ინდოეთის ოკეანე. რეგიონის გეოგრაფია მრავალფეროვანია. ზეგანის შუაგულს ორივე მხრიდან მთები ესაზღვრება: დასავლეთი გატები და აღმოსავლეთი გატები. მთავარი მდინარეებია: გოდავარი, კრიშნა, კავერი, ტუნგაბჰადრა და ვაიგაი. მთავარი ურბანული ტერიტორიებია: ჩენაი, ბენგალურუ, ჰაიდარაბადი, კოიამპუტური და კოჩი.

სამხრეთ ინდოეთის მოსახლეობის უმრავლესობა ოთხი მთავარი დრვიდული ენიდან ერთ-ერთზე საუბრობს: ტელუგუზე, ტამილურზე, კანადზე და მალაიალამზე. ისტორიის მანძილზე სამხრეთ ინდოეთის ტერიტორიაზე არაერთი დინასტიური სამეფო არსებობდა. ინდოეთის სუბკონტინენტსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში მუსლიმების დაპყრობებმა დიდი გავლენა იქონია ამ რეგიონების ისტორიასა და კულტურაზე. სამხრეთ ინდოეთში არსებობდა: ჩრას, ჩოლას, პანდაიას, პალავას, სატავაჰანას, ჩალუკიას, ჰოიასალას, რაშტრაკუტას და ვიჯაიანაგარის იმპერიები. ევროპელები ინდოეთში კერალიდან შევიდნენ და სხვადასხვ დროს რეგიონი ბრიტანელების, პორტუგალიელებისა და საფრანგეთში შემადგენლობაში შედიოდა.

ინდოეთის დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ათწლეულების მანძილზე რყევების შემდეგ, სამხრეთ ინდოეთის შტატების ეკონომიკა ბოლო სამი ათწლეული საშუალო ეროვნულ მაჩვენებელს აღემატება. სამხრეთ ინდოეთს მთლიანი შიდა პროდუქტის უმაღლესი მაჩვენებელი აქვს. სამხრეთ ინდოეთის შტატები მოწინავეები არიან რიგ სოციო-ეკონომიკურ ასპექტებში. ჩრდილოეთის შტატებთან შედარებით სამხრეთ ინდოეთის შტატების ეკონომიკა უფრო სწრაფად იზრდება და უფრო მაღალი ადამიანური განვითარების ინდექსი აქვთ. 2011 წლის მონაცემებით, სამხრეთ შტატებში წერა-კითხვის ცოდნის დონე საშუალო ეროვნულ მაჩვენებელზე მაღალია. ერთ ქალზე შობადობის მაჩვენებელი სამხრეთ ინდოეთში 1.9-ის ტოლია, რაც ყველაზე დაბალი მავენებელია ინდოეთის რეგიონებს შორის.

ეტიმოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რეგიონის სახელწოდება მომდინარეობს ორი ინგლიური სიტყვიდან: South სამხრეთს ნიშნავს, ხოლო India ქვეყნის სახელწოდებაა, რაც ინდოეთის სამხრეთ ნაწილს ნიშნავს. რეგიონს ასევე მოიხსენიებენ როგორც „ნახევარკუნძულის ინდოეთს“, რაც რეგიონის ნახევარკუნძულზე მდებარეობასა და სამი მხრიდან წყლით გარშემორტყმულობაზე მიანიშნებს. „დეკანი“ იმ ტერიტორიას აღნიშნავს, რომელიც დეკანის ზეგანს უკავია და ნახევარკუნძულის ინდოეთის დიდ ნაწილზეა გადაჭიმული, სანაპირო ტერიტორიების გამოკლებით. დეკანი პრაკრიტული სიტყვის, დაკჰინა, ინგლისური ვარიანტია, რომელიც სანსკრიტული სიტყვიდან, დაკშინა მოდის და სამხრეთს ნიშნავს. კარნატიკი, რომელიც კარნადიდან ან კარუნადიდან მომდინარეობს და „მაღალ ქვეყანას“ ნიშნავს, ასევე სამხრეთ ინდოეთთანაა დაკავშირებული.

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2011 წლის აღწერის მიხედვით, სამხრეთ ინდოეთის მოსახლეობა დაახლოებით 252 მილიონ ადამიანს შეადგენს, რაც დაახლოებით ქვეყნის მოსახლეობის მეხუთედია. 1981 წლიდან 2011 წლამდე პერიოდში სამხრეთ ინდოეთის მოსახლეობის წილი მთელი ქვეყნის მოსახლეობაში შემცირდა. რეგიონში ყველაზე მეტი ადამიანი სოფლის მეურნეობაშია დასაქმებული. სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში მოსახლეობის 47.5%-ია ჩაბმული.

ინდოეთის დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ათწლეულების მანძილზე რყევების შემდეგ, სამხრეთ ინდოეთის შტატების ეკონომიკა ბოლო სამი ათწლეული საშუალო ეროვნულ მაჩვენებელს აღემატება. სამხრეთ ინდოეთს მთლიანი შიდა პროდუქტის უმაღლესი მაჩვენებელი აქვს. სამხრეთ ინდოეთის შტატები მოწინავეები არიან რიგ სოციო-ეკონომიკურ ასპექტებში, მაგრამ სიღარიბე მაინც დიდ გავლენას ახდენს რეგიონს, ისევე როგორც ქვეყნის დანარჩენ ნაწილებზე, თუმცა სიღარიბის მასშტაბები ბოლო წლებში შემცირდა. ჩრდილოეთის შტატებთან შედარებით სამხრეთ ინდოეთის შტატების ეკონომიკა უფრო სწრაფად იზრდება და უფრო მაღალი ადამიანური განვითარების ინდექსი აქვთ.

2011 წლის მონაცემებით, სამხრეთ შტატებში წერა-კითხვის ცოდნის დონე 80%-ს უდრის, რაც საშუალო ეროვნულ მაჩვენებელს აღემატება. უმაღლესი მაჩვენებელი კერალას აქვს და 93.91%-ს შეადგენს. სამხრეთ ინდოეთში უმაღლესია სქესობრივი თანაფარდობის მავენებელი. ეს მაჩვენებელი უმაღლესია კერალასა და ტამილნადუში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]