მაიმუნჭამია
იერსახე
| მაიმუნჭამია არწივი | |||||||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
|
| |||||||||||||||
| მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
| ლათინური სახელი | |||||||||||||||
| Pithecophaga jefferyi (Ogilvie-Grant, 1896) | |||||||||||||||
| დაცვის სტატუსი | |||||||||||||||
|
IUCN 3.1 Critically Endangered : 22696012 | |||||||||||||||
| გავრცელება | |||||||||||||||
|
| |||||||||||||||
| |||||||||||||||
მაიმუნჭამია, მაიმუნჭამია არწივი (ლათ. Pithecophaga jefferyi) — მტავებელი ფრინველი ქორისებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძე 90 სმ, მასა 4,5 კგ აღწევს. ბინადრობს მხოლოდ ფილიპინის კუნძულებზე (მინდანაო, ლუსონი), ცხოვრობს ტროპიკულ ტყეებში. წელიწადში დედალი დებს მხოლოდ 1 კვერცხს. იკვებება მაიმუნებით, ლემურებით, ციყვებით. მაიმუნჭამია ძალზე იშვიათია, შეტანიალია „საერთაშორისო წითელ წიგნში“.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 363.
