ციყვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ციყვები)
ციყვი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
კლასი:  ძუძუმწოვრები
ოჯახი:  ციყვისებრნი
გვარი:  ციყვი
ლათინური სახელი
Sciurus

ციყვი (ლათ. Sciurus) — ძუძუმწოვარ ცხოველთა გვარი ციყვისებრთა ოჯახისა. მათი სხეულის სიგრძეა 20-32 სმ, წონა — 180-1000 . აქვთ ხშირი, რბილი (ზოგიერთს) ბეწვი. საკუთარი გვარის — Sciurus-ის გარდა, ციყვებს უწოდებენ აგრეთვე ციყვისებრთა ოჯახის მთელ რიგ წარმომადგენლებს წითელი ციყვების, პალმის ციყვების და სხვა მრავალი გვარიდან. რაც შეეხება საკუთარ გვარს — Sciurus-ს, იგი აერთიანებს 29 სახეობას, რომლებიც გავრცელებულია ევროპაში, ჩრდილოეთ ამერიკაში, სამხრეთ ამერიკასა და აზიის ზომიერ სარტყელში, ძირითადად ტყეებში.[1] საქართველოში აკლიმატიზებულია ჩვეულებრივი ციყვის (ლათ. Sciurus vulgaris) ორი ქვესახეობა: ალთაური ციყვი (ლათ. Sciurus vulgaris altaicus) და ტელეუტური ციყვი (ლათ. Sciurus vulgaris exalbidus). ამიერკავკასიური ციყვი (ლათ. Sciurus anomalus) საქართველოში გავრცელებულია ყველგან.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Thorington, R.W., Jr.; Hoffman, R.S. (2005). "Genus Sciurus". In Wilson, D.E.; Reeder, D.M. Mammal Species of the World: A Taxonomic and Geographic Reference (3rd ed.). Johns Hopkins University Press. pp. 758–765.