მაეჟანი
იერსახე
მაეჟან სპასპეტი — ლეონტი მროველის თანახმად, ქართლის სპასპეტი IV საუკუნეში. მოღვაწეობდა ასფაგურ მეფის დროს, რომლის გარდაცვალებითაც დასრულდა ფარნავაზიანთა მეფობა ქართლში. ასფაგურს მხოლოდ ასული დარჩა, რომლისთვისაც ქმრად ქართლის ერისთავებმა მაეჟანის თაოსნობით ირანის შაჰის ძე მირიანი მოიწვიეს. ლეონტი მროველის აზრით, ამით დაედო ქართლში საფუძველი ხოსროიანთა დინასტიას.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ბოგვერაძე ა., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 344.
- თეიმურაზ ბატონიშვილი, „ისტორია დაწყებითგან ივერიისა, ესე იგი გიორგისა, რომელ არს სრულიად საქართველოისა“, გვ. 33