მაგრანეთის პირველი ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მაგრანეთის ეკლესია.

მაგრანეთის პირველი ეკლესიაარქიტექტურული ძეგლი თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მაგრანეთის სასაფლაოზე. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. ეკლესია დარბაზულია (6,7 x 4,7 მეტრი), ნაგებია სხვადასხვა ზომის რიყის ქვის ირეგულარული წყობით, ალაგ-ალაგ გამოყენებულია ტლანქად დამუშავებული შირიმი. ძლიერ დაზიანებულია: თითქმის მთლიანადაა დანგრეული სამხრეთ და ჩრდილო კედლები; შემორჩენილია აფსიდის შუა ნაწილი (სიმაღლე 3 მეტრი) და დასავლეთ კედელი, რომელსაც ზედა ნაწილი მონგრეული აქვს. შესასვლელი სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილშია (შემორჩენილია დასავლეთ წირთხლის ნაწილი). აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდია. აფსიდის ღერძზე გაჭრილია მაღალი, სწორკუთხა სარკმელი, რომლის ჩრდილოეთით ღრმა შეისრულთაღოვანი ნიშია. სარკმლის ღიობი და ნიშის თაღი შირიმის ქვითაა გამოყვანილი. კედლების გარეთა პირი, როგორც ინტერიერში, ასევე ფასადებზე, გასწორებულია ბათქაშით, რომელიც საპირე ქვების მნიშვნელოვან ნაწილს ფარავს. ეკლესიას ირგვლივ მრუდხაზოვანი გალავანი ჰქონია შემოვლებული (შემორჩენილია ფრაგმენტის სახით).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]