მაგრანეთის მეორე ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მაგრანეთის ეკლესია.

მაგრანეთის მეორე ეკლესიაარქიტექტურული ძეგლი თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მაგრანეთის განაპირას, სამხრეთით, სასაფლაოზე. აგებულია XlX საუკუნის დასასრულს. ეკლესია დარბაზულია (5,9 x 4,7 მეტრი), ნაგებია აგურითა და რიყის ქვით. დაზიანებულია: ჩაქცეულია გადახურვა, განგრეულია კედლების ქვედა ნაწილები. შესასვლელი დასავლეთიდანაა. კარი შიგნით და გარედან თაღოვანია. ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე განიერი თაღოვანი სარკმელია. თითო მსგავსი სარკმელია დასავლეთ და ჩრდილო კედელში. გარედან ეკლესიის კედლები ძირითადად რიყის ქვითაა ნაწყობი, რომელშიც ჩართულია, ერთმანეთისაგან თანაბარი მანძილით დაცილებული, აგურის თითორიგიანი ჰორიზონტალური შრეები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]