ბაშკირეთი (ისტორიული)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბაშკირი ხალხების განსახლების არეალი ვოლგა-ურალის რეგიონში
იულიანე უნგრელის ძეგლი ბუდაპეშტში

ბაშკირეთი (ისტორიული ბაშკორკოსტანი) - ბაშკირებით დასახლებული ისტორიულ-გეოგრაფიული ოლქი. დღეისათვის მოცემულ ტერიტორიაზე განლაგებულია ბაშკირეთი, ორენბურგისა და ჩელიაბინსკის ოლქები, თათრეთის აღმოსავლეთ ნაწილი, უდმურტეთის სამხრეთ-აღმოსავლეთი, პერმის მხარის სამხრეთი ნაწილი, სვერდლოვსკის ოლქის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილი, კურგანის ოლქის დასავლეთი ნაწილი, სამარის ოლქის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილი, სარატოვის ოლქის აღმოსავლეთ ნაწილი.

ისტორიულ, ეთნოგრაფიულ, ლინგვისტურ და სხვა კვლევებში ტერიტორიის აღსანიშნავად, რომელზეც ისტორიის სხვადასხვა პერიოდში განსახლდნენ ბაშკირული ტომები და ბაშკირული ეთნოსი, გამოიყენება ტერმინი - „ისტორიული ბაშკირეთი“ („ისტორიული ბაშკორტოსტანი“). ამ ტერმინის სინონიმები მრავალგვარია: მაგ: ბაშგუდრი, ბაშგირდი, ბასკარდია, ბაშკირტის სტეპი, ბასტარკების ქვეყანა, ბაშკირდი, ბაშჯარდი, ბაშკირეთი, პასკატირი. სახელწოდება ბაშგურდით ეს ადგოლები მოხსენიებულია ფაზლალაჰ რაშიდ ად-დინის თხზულებაში ოღუზ-ნამე XIV საუკუნეს განეკუთვნება.

ყველაზე ფართო გავრცელება ჰპოვა სლავიანურმა დასახელებამ - ბაშკირეთი, რომელიც გამოიყენება ოფიციალიურ დოკუმენტებში, ისტორიულ ნაშრომებსა და ლიტერატურულ ნაწარმოებებში.

და ბოლოს, ისტორიული ბაშკორტოსტანი შეესაბამება ისტორიულ დიდ უნგრეთს, უნგრელთა ჰიპოთეტურ წინარესამშობლოს, რომელიც მოიხსენიება XIII საუკუნის ფრანცისკანელი ბერის პლანო კარპინის მოგზაურობის ჩანაწერებში. ამ ადგილის ძიებით იყვნენ დაკავებული უნგრელი დომინიკანელი ბერები, რომელთა შორის ყველაზე მეტად ცნობილია იულიანე უნგრელი

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტერიტორიის გეოგრაფიული მდებარეობა მოდის სამხრეთ ურალსა და მის შემოგარენზე. მისი ოფიციალური საზღვრები უცნობია. სხვადასხვა წყაროებში მოტალინილია სხვადასხვა მონაცემები.

ყველაზე უადრესი ინფორმაცია ეკუთვნის მაჰმუდ კაშგარის მე-11 საუკუნის მოღვაწეს, რომელსაც ერთ-ერთ თავის თხზულებაში აღწერილი აქვს სქემატური გეგმა ტერიტორიისა, რომელსაც ბაშკირტის სტეპი უწოდა. სქემატური გეგმა არ იძლევა ზუსტ გეოგრაფიულ აღწერას, მაგრამ დაახლოებით შეიძლება ვიმსჯელოთ ტერიტორიაზე, რომელიც მდებარეობდა კასპიის ზღვის სიახლოვეს დასავლეთით, ურალის მთებთან დასავლეთით და ჩრდილოეთით, აღმოსავლეთით ირტიშის ხეობამდე. უფრო ადრე X ს. იბნ ფადლანი მოიხსენიებს ალ-ბაშგირდის ქვეყანას და ჩამოთვლის მდინარეებს, რომელზეც გადაიარეს მოგზაურობის დროს.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]