მაალოთ-თარშიხა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
მაალოთ-თარიშხა
מַעֲלוֹת-תַּרְשִׁיחָא
معالوت ترشيحا
გერბი

ქვეყანა ისრაელის დროშა ისრაელი
კოორდინატები 33°01′00″ ჩ. გ. 35°16′15″ ა. გ. / 33.01667° ჩ. გ. 35.27083° ა. გ. / 33.01667; 35.27083
დაარსდა 1957
ფართობი 7 კმ²
კლიმატის ტიპი მშრალი, თბილი
მოსახლეობა 22 000 კაცი
ეროვნული შემადგენლობა 79.7% ებრაელები 20.0% არაბები
სასაათო სარტყელი UTCUTC+2, ზაფხულში UTC+3
სატელეფონო კოდი +972 4
ოფიციალური საიტი maltar.org.il
მაალოთ-თარშიხა — ისრაელი
მაალოთ-თარშიხა

მაალოთ-თარშიხა (ებრ. מַעֲלוֹת-תַּרְשִׁיחָא‎ — Maʻalot-Taršiḥa; არაბ. معالوت ترشيح‎‎ — Maʻālūt Taršīḥā) — ქალაქი ისრაელში.

მდებარეობს დასავლეთ გალილეაში, ჩრდილოეთით 20 კმ–ს დაშორებით კარმიელიდან, სამხრეთით 20 კმ–ს დაშორებით ნაგარიადან და 20 კმ ხაიფიდან. შერეულ მუსლიმანურ–ქრისტიანულ სოფელ თარშიხას მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს, სოფლის ტერიტორიაზე ნაპოვნია ქრისტიანული სამარხები, IV საუკუნით დათარიღებული. თარშიხა ასევე მოიხსენიება ჯვაროსნების მიერ XII-XIII საუკუნეებში. მაალოთი არის ებრაული ქალაქი რომელიც დაარსებულ იქნა 1957 წელს, პირველი მოსახლეები აქ მაროკოდან და რუმინეთიდან გადმოვიდნენ.

საერთო მუნიციპალიტეტი, მოქმედი 1963 წლიდან, აერთიანებს მაალოთსა და თარშიხას ერთიან ადმინისტრაციულ ერთეულად (დასავლეთ გალილეაში მცხოვრები არაბებისა და ივრების დამახასიათებელი მშვიდობიანი თანაცხოვრება). ამ ორი ხალხის შერეულ ცხოვრებას ქალაქში თითქმის ვერ შევხვდებით, რადგან ქალაქს ორად ჰყოფს გზატკეცილი.

მაალოთ–თარშიხას მოსახლეობა 22000 ადამიანს შეადგენს. ქალაქი ხმელთაშუა ზღვის სანაპიროდან 20 კმ–ის დაშორებით მდებარეობს, გორაკბორცვიან ადგილებში, ზღვის დონიდან 600 მეტრის სიმაღლეზე. კლიმატი მშრალი და ნელთბილია. ქალაქის ახლოს ციხე–სიმაგრეა სახელად მონფორტი, რომელიც ჯვაროსნებმა ააგეს.

ქალაქი ცნობილია თავისი ქანდაკებების ფესტივალით, რომელიც ყოველწლიურად ხელოვნების ტბასთან იმართება. შემდეგში ეს ქანდაკებები ამშვენებენ ქალაქის ქუჩების კეთილმოწყობას. მაალოთს ხანდახან გალილის შვეიცარიას უწოდებენ, მისი მთიანი ლანდშაფტისა და სუფთა ჰაერის გამო. ქალაქში ქუჩებზე ვერსად ვერ შეხვდებით შუქნიშანს.

განვითარების ქალად წოდებულ მაალოთ–თარშიხას, თავისი არც ისე დიდი სამრეწველო ზონა გააჩნია, სადაც ძირითადად ქალაქის მოსახლეობაა დასაქმებული, აქ ასევე შეხვდებით 1980 წელს აშენებულ სამეცნიერო სამრეწველო საწარმოს.

ქალაქის ახლო მეზობლა მიიჩნევა: ივრიული დასახლება მეონა, ქრისტიანული სოფელი მეილა და ივრიული პრესტიჟული ვილებით გაშენებული დასახლება კფარ ვრადიმი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]