გალილეა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გალილეა, დაახლ. 50 წ.
ცისარტყელის გამოქვაბული, გალილეა

გალილეა (ებრ: הגליל ჰაგალილ, ნიშნავს: ოლქი, პროვინცია, ძვ. ბერძნ.: Γαλιλαία, ლათ.: Galileia, არაბ.: الجليل ალ-ჯალილ) — ისტორიული ოლქი ისრაელის ჩრდილოეთით, ლიბანის საზღვართან. დასავლეთიდან აკრავს ხმელთაშუა ზღვა, სამხრეთიდან ისრაელის ველი, ხოლო აღმოსავლეთიდან - იორდანიის ველი. გალილეაში მდებარე მთა მერონი (სიმაღლე - 1208 მ.) არის საერთაშორისოდ აღიარებული ისრაელის ტერიტორიის უმაღლესი წერტილი.

ძვ. წ. 104 წელს გალილეა ხაშმონაიმთა მმართველობის დროს მიიერთა ისრაელის სამეფომ. გალილეაში გაატარა ბავშვობა და სიყრმე იესო ქრისტემ. გალილეა არის ქრისტეს მოციქულთა უმრავლესობის სამშობლო.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]