სამხრეთი რაიონი (ისრაელი)
სამხრეთი რაიონი (ივრ. מחוז הדרום მეჰოზ ჰადარომ) – ისრაელის ექვსი რაიონიდან ერთ-ერთი. ფართობით იგი ისრაელის უდიდესი რაიონია, თუმცა ყველაზე მწირადაა დასახლებული. იგი თითქმის სრულიად მოიცავს ნეგევის უდაბნოს და არავას ველს. რაიონის მოსახლეობა 1 002 400 ადამიანია, რომელთაგანაც 86% ებრაელია და 14% არაბი (უმეტესად მუსლიმი. რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი ბეერ-შევაა, თუმცა უდიდესი ქალაქი აშდოდია.
ქალაქები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- არადი
- აშდოდი
- აშკელონი
- ბეერ-შევა
- დიმონა
- ეილათი
- კირიათ-გათი
- კირიათ-მალახი
- ნეთივოთი
- ოფაკიმი
- რაჰატი
- სდეროთი
|
|
კოორდინატები: 30°40′ ჩ. გ. 34°50′ ა. გ. / 30.667° ჩ. გ. 34.833° ა. გ.