შინაარსზე გადასვლა

ლუციუს კორნელიუს სციპიონ ბარბატუსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ლუციუს კორნელიუს სციპიონ ბარბატუსი (ლათ. LVCIVS CORNELIVS SCIPIO BARBATVS) (გ. ძვ. წ. 280) — რომის კონსული ძვ. წ. 298 წელს. ეტრუსკებთან ომის მონაწილე მისი მეტსახელი ბარბატუსი ნიშნავს წვეროსანს.

სციპიონის კონსულად არჩევის შემდეგ ეტრურიაში საომრად წასვლა მოუწია. ვოლატერთან მას შეიარაღებული რაზმი დახვდა, მძიმე ბრძოლა დაღამებისას გაურკვევლად დასრულდა. ღამე კი ეტრუსკებმა ბანაკი მიატოვეს. რომაელებმა დაიკავეს ბანაკი. შემდეგ სციპიონი თავისი ჯარებით ფალერიაში გადავიდა, სადაც ძარცვით მათ დიდძალი ნადავლი მოიპოვეს.

შემდეგ ძვ. წ. 297 წელს სციპიონი ლეგატი გახდა და მესამე სამნიტურ ომში კვინტუს ფაბიუს მაქსიმუსის მეთაურობის ქვეშ იბრძოდა.

ძვ. წ. 295 წელს სციპიონი პროპრეტორი იყო სევ სამნიტებთან ომში. ცნობილია რომ კვინტუს ფაბიუსმა კლუზიუმთან მას ჩააბარა მეორე ლეგიონი, სანამ თვითონ რომში იყო საბრძოლო მოქმედებებზე მოსალაპარაკებლად. აქ მის ბანაკს თავს გალები დაესხნენ. სციპიონმა გადაწყვიტა გორაზე დაბანაკება, რათა ჯარის მცირე რიცხოვნება სტრატეგიულად მომგებიანი მდგომარეობით აენაზღაურებინა. მან წინასწარ არ იზრუნა დაზვერვაზე და ავიდა გორაზე, რომელიც უკვე მტრის ხელში იყო. გალებმა ალყა შემოარტყეს რომაელებს. ზოგი ვერსიით მთელი ლეგიონი იქ დაიღუპა. სხვა ვერსიით კი, მეორე ლეგიონს უმბრები დაესხნენ თავს, თანაც არა მთელ ლეგიონს, არამედ მცირე რაზმს. სციპიონი დანარჩენი ჯარით მათ შეეშველა და დაამარცხა უმბრები.

ლუციუს კორნელუის სციპიონის საფლავი

ამავე წელს სციპიონი მონაწილეობდა სენტინუმთან ბრძოლაში სამნიტებისა და გალების წინააღმდეგ, რომელშიც გმირულად დაიღუპა პუბლიუს დეციუს მუსი. იგი და გაიუს მარციუსი ფაბიუსის მიერ იყვნენ დეციუსს მუსთან მარცხენა ფრთაზე დასახმარებლად გაგზავნილი, მაგრამ, როდესაც მივიდნენ მუსი უკვე მკვდარი იყო.

ძვ. წ. 293 სციპიონი ისევ სამნიტების წინააღმდეგ იბრძვის. ნაფიც მეომრებთან ბრძოლისას იგი რომაელი ქვეითების მარცხენა ფრთის სათავეში იდგა. ეს ბრძოლა მესამე სამნიტური ომის ერთ-ერთი უკანასკნელი იყო და რომაელთა გამარჯვებით დამთავრდა. მხედრების ელვისებრი შეტევის შემდეგ სციპიონი თავისი ჯარებით თავს დაესხა სამნიტებს და შეავიწყოვა. მას თავდაპირველად დიდი წინააღმდეგობა შეხვდა, მაგრამ საბოლოოდ თავის მეომრებთან ერთად კუ გააკეთა და შეიჭრა სამნიუმში და დაიკავა ქალაქის გამაგრებები. მცირერიცხოვანების გამო ქალაქში შესვლა მათ ვერ გაბედეს.

ძვ. წ. 280 წელს სციპიონი ცენზორად აირჩიეს. ამავე წელს იგი გარდაიცვალა. შემორჩენილია მისი საფლავის ქვა, რომელიც ვატიკანის მუზეუმში ინახება. მასზე ამოკვეთილია შემდეგი წარწერა:

CORNELIVS·LVCIVS·SCIPIO·BARBATVS·GNAIVOD·PATRE
PROGNATVS·FORTIS·VIR·SAPIENSQVE—QVOIVS·FORMA·VIRTVTEI·PARISVMA
FVIT—CONSOL CENSOR·AIDILIS·QVEI·FVIT·APVD·VOS—TAVRASIA·CISAVNA
SAMNIO·CEPIT—SVBIGIT·OMNE·LOVCANA·OPSIDESQVE·ABDOVCIT

”კორნელიუს ლუციუს სციპიონ ბრაბატუსი გნეუსის ძე, ძლიერი და ბრძენი ადამიანი, ისე გამოიყურებოდა, როგორც მისი წარმომავლობის კაცს შეეფერებოდა. კონსული, ცენზორი და ედილუსი. მან აიღო ტაურასია, კისაუნა და სამნიუმი. დაიმორჩილა ლუკანა და მტრები განდევნა.” წარწერა შესრულებულია სატურნული სტილით.

ლუციუს კორნელიუსი იყო გნეუს კორნელიუს სციპიონ ასინას და ლუციუს კორნელიუს სციპიონის მამა.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]