ლუფა
იერსახე
ლუფა | |||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
Luffa aegyptiaca | |||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||
| |||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||
Luffa | |||||||||||
|
ლუფა (ლათ. Luffa) — მცენარეთა გვარი გოგრისებრთა ოჯახისა. მცოცავღეროიანი ერთწლოვანი ბალახებია. აქვთ ერთსქესიანი, დიდი ყვითელი ან თეთრი ყვავილები და მრავალთესლიანი, მშრალი, ბოჭკოვანი ნაყოფი.
6-8 სახეობა (სხვა მონაცემებით 20-მდე) ტროპიკებში იზრდება. უფრო ცნობილია ცილინდრული ლუფა (ლათ. Luffa cylindrica) და წახნაგოვანი ლუფა (ლათ. Luffa acutangula). ორივე სახეობა ძირითადად კულტივირებულია ტროპიკებსა და სუბტროპიკებში (იაპონია, ინდოეთი, ინდოჩინეთი, ეგვიპტე, ტროპიკული ამერიკა, აშშ, მცირე აზია). მოჰყავთ აგრეთვე კავკასიასა და ყირიმის შავი ზღვის სანაპიროზე, ჩრდილოეთ კავკასიასა და შუა აზიაში. მკვახე ნაყოფი იჭმება. მწიფე ნაყოფს დამუშავების შემდეგ იყენებენ საბანაო ღრუბლად, ქუდების და სხვა ნივთების დასამზადებლად.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 316.