ლუსი მოდ მონტგომერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ლუსი მოდ მონტგომერი
Lucy Maud Montgomery.JPG
დაბადების თარიღი 30 ნოემბერი, 1874(1874-11-30)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8]
დაბადების ადგილი New London, პრინს-ედუარდის კუნძული[9]
გარდაცვალების თარიღი 24 აპრილი, 1942(1942-04-24)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] (67 წლის)
გარდაცვალების ადგილი ტორონტო[9]
საქმიანობა მწერალი[9] , რომანისტი, საბავშვო მწერალი, პოეტი, დღიურის ავტორი, ბიოგრაფი და ნოველისტი
ენა ინგლისური ენა[2]
მოქალაქეობა კანადა[5]
ალმა-მატერი Prince of Wales College[10] და დალჰაუსის უნივერსიტეტი[10]
ჟანრი საბავშვო ლიტერატურა
Magnum opus Anne of Green Gables[9] , Anne of Avonlea[9] , Anne of the Island, Emily of New Moon, Jane of Lantern Hill, Rilla of Ingleside, Anne of Ingleside, Anne's House of Dreams, Rainbow Valley, Emily's Quest, Emily Climbs, The Story Girl, The Golden Road, Pat of Silver Bush, Mistress Pat და The Blue Castle
ჯილდოები ბრიტანეთის იმპერიის ორდენის ოფიცერი
საიტი lmmontgomery.ca

ლუსი მოდ მონტგომერი (ინგლ. Lucy Maud Montgomery; დ. 30 ნოემბერი, 1874 – გ. 24 აპრილი, 1942) — კანადელი ავტორი, რომელიც ყველაზე კარგად ცნობილია ნოველების სერიის, Anne of Green Gables-ის დაწერით. აღნიშნული ნოველების სერია საკმაოდ პოპულარული იყო. ტიტულოვანმა პერსონაჟმა, ენი შირლმა მონტგომერი სიცოცხლეშივე პოპულარული გახადა და ბევრი საერთაშორისო მკითხველიც შეუძინა.[11]

პირველი რომანის გამოქვეყნების შემდეგ, გამოსცა წიგნის სხვა ნაწილებიც. მონტგომერის გამოქვეყნებული აქვს 20 რომანი, ასევე 530 მოთხრობა, 500 ლექსი და 30 ესე. რომანების უმეტესობა დაიწერა პრინს-ედუარდის კუნძულზე, კანადის ყველაზე პატარა პროვინცია იქცა ლიტერატურულ ღირსშესანიშნაობად და პოპულარულ ტურისტულ ადგილად - კერძოდ, Green Gables-ის ფერმა, პრინც ედუარდის კუნძულის ეროვნული პარკის გენეზისი. 1935 წელს მონტგომერი ბრიტანეთის იმპერიის ორდენის ოფიცერი გახდა.

მონტგომერის ნაშრომები, დღიურები და წერილები მთელი მსოფლიოს მასშტაბით, სხვადასხვა მეცნიერების და მკითხველების მიერ იქნა წაკითხული და შესწავლილი.[12]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადრეული ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მონტგომერი 8 წლის ასაკში

ლუსი მოდ მონტგომერი დაიბადა კლიფტონში (დღევანდელი ახალი ლონდონი) პრინს-ედუარდის კუნძულზე, 1874 წლის 30 ნოემბერს. დედამისი, კლარა ვულნერ მაკნეილ მონტგომერი, გარდაიცვალა ტუბერკულოზით, მაშინ, როდესაც მოდი 21 თვის იყო. მწუხარებით შეძრწუნებულმა მამამ, ჰიუ ჯონ მონტგომერიმ, ლუსი ბებია-ბაბუას ჩააბარა აღსაზრდელად. როდესაც ლუსი 7 წლის იყო, გადავიდნენ პრინს ალბერტში, ჩრდილო-დასავლეთის ტერიტორიაზე. მას შემდეგ მოდი იზრდებოდა მისი ბებია-ბაბუის, ალექსანდრე მარკიზ მაკნეილისა და ლუსი ვულნერ მაკნეილის მიერ, პრინც ედუარდის კუნძულის კავენდიშის საზოგადოებაში.

მონტგომერი კავენდიშში ცხოვრებისას თავს ძალიან მარტოსულად გრძნობდა.[13] მიუხედავად იმისა, რომ ნათესავები ახლო-მახლო ჰყავდა, ბავშვობის დიდი ნაწილი მარტომ გაატარა. მან შექმნა წარმოსახვითი მეგობრები და სამყაროები, რათა გამკლავებოდა თავის მარტოობას და მონტგომერიმ თავისი ცხოვრების ეს პერიოდი შემოქმედებითობის განვითარებას მიაწერა.[14] მის წარმოსახვით მეგობრებს ერქვა ქეთი მორისი და ლუსი გრეი და ცხოვრობდნენ მისაღების წიგნების კარადის უკან, „ზღაპრულ ოთახში“.[15]

კავენდიშში სწავლის დასრულების შემდეგ, მონტგომერიმ ერთი წელი (1890) გაატარა პრინს ალბერტში მამასთან და დედინაცვალთან, მერი ენ მაკრეთან ერთად. იქ ყოფნისას, მონტგომერის პირველი ნაწარმოები, ლექსი სახელწოდებით „კეიპ ლეფორსზე“ გამოქვეყნდა შარლოტტაუნის გაზეთში, The Daily Patriot. იგი ისეთივე აღელვებული იყო ამით, როგორც 1891 წელს პრინს ედუარდის კუნძულზე დაბრუნებასთან დაკავშირებით. კავენდიშში დაბრუნებამდე მონტგომერის გაზეთში კიდევ ერთი სტატია გამოქვეყნდა, სადაც აღწერილი იყო მისი ვიზიტი პირველი ერების ბანაკში.

მონტგომერის კავენდიშში დაბრუნება მისთვის დიდი შვება იყო, ვინაიდან პრინც ალბერტში ყოფნისას დედინაცვალს ვერ ეწყობოდა. მისი თქმით, მამამისი ქორწინებაში ბედნიერი არ იყო.[16]

1893 წელს მონტგომერი დადიოდა უელსის პრინცის კოლეჯში, შარლოტტაუნში, რათა მიეღო მასწავლებლის ლიცენზია. მას უყვარდა პრინც ედუარდის კუნძული და კუნძულზე მარტო სეირნობა.[17]

ერთ წელიწადში დაასრულა ორწლიანი სასწავლო პროგრამა. 1895 და 1896 წლებში ლიტერატურას სწავლობდა დალჰაუზის უნივერსიტეტში, ჰალიფაქსში, ახალი შოტლანდია.

კარიერა, სასიყვარულო ინტერესები, ოჯახი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დალჰაუზის დატოვების შემდეგ, მონტგომერი მუშაობდა მასწავლებლად პრინს ედუარდის კუნძულის სხვადასხვა სკოლაში. თუმცა, რომ მას არ უყვარდა მასწავლებლობა, რადგან ეს საქმიანობა ხელს უშლიდა წერაში. 1897 წლიდან მისი მოთხრობები იბეჭდებოდა ჟურნალ-გაზეთებში. ნაყოფიერმა მწერალმა, მონტგომერიმ გამოაქვეყნა 100-ზე მეტი მოთხრობა 1897-1907 წლებში.

1898 წელს მონტგომერი დაბრუნდა კავენდიშში, რათა დაქვრივებულ ბებიასთან ეცხოვრა. 1901-დან 1902 წლამდე ცხრა თვის განმავლობაში მუშაობდა ჰალიფაქსში გაზეთების Morning Chronicle-სა და The Daily Echo-ს კორექტორად.[18] მონტგომერი ამ პერიოდში წიგნების წერით გახდა შთაგონებული. ბებიის გარდაცვალებამდე, 1911 წლის მარტში, მონტგომერი კავენდიშში ბებიაზე ზრუნავდა. ეს დაემთხვა მისი პუბლიკაციებიდან მნიშვნელოვანი შემოსავლის პერიოდს.

ქორწინება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1908 წელს მონტგომერიმ გამოაქვეყნა თავისი პირველი წიგნი, ანა მწვანე გეიბლები. წიგნმა დიდი წარმატება მოუტანა და მისი კარიერა შექმნა. მან მოგვიანებით დაწერა წიგნის სხვა ნაწილებიც. ანა მწვანე გეიბლები გამოიცა 1908 წლის ივნისში, ხოლო 1909 წლის ნოემბრისთვის 6-ჯერ იყო დაბეჭდილი.[19]

ბებიას გარდაცვალებიდან მალევე, 1911 წელს, მონტგომერი დაქორწინდა ივენ მაკდონალდზე (მის ჩანაწერებში და წერილებში წერია როგორც „ევანი“) (1870–1943). ისინი გადავიდნენ ონტარიოში, სადაც ის დანიშნეს წმინდა პავლეს პრესვიტერიანული ეკლესიის მინისტრის თანამდებობაზე. მაკდონალდი არ იყო განსაკუთრებით ინტელექტუალური და არც ლიტერატურით იყო დაინტერესებული.[20] მონტგომერი თავის დღიურში წერდა: „მე არ ვისურვებდი მას მეორე ნახევრად, მაგრამ იმედი მაქვს, რომ თავიდან ვიპოვი მასში მეგობარს.“ მათი ქორწინების შემდეგ თაფლობის თვე გაატარა ინგლისსა და შოტლანდიაში, ეს უკანასკნელი მისთვის განსაკუთრებით საინტერესო იყო, რადგან შოტლანდია მისი წინაპრების სამშობლო იყო. გარდა ამისა, მონტგომერი კითხულობდა შოტლანდიელი მწერლების ნაწარმოებებს, მათ შორის მწერლებს, რობი ბერნსის და სერ უოლტერ სკოტს. ინგლისში ყოფნისას მონტგომერი ეწვია იმ ადგილებს, რომლებიც დაკავშირებულია მის საყვარელ მწერლებთან, მიდიოდა უილიამ შექსპირის სახლში სტრატფორდ-ონ-ეივონში, ასევე ინახულა ბრონტეების (ენ, შარლოტა, ემილი და ბრანუელი) საცხოვრებელი სახლები.

მაკდონალდებს ჰყავდათ სამი ვაჟი; 1909–1010 წლებში მონტგომერიმ გამოიყენა თავისი შოტლანდიურ-კანადური მემკვიდრეობა და მისი თინეიჯერობის მოგონებები, რათა დაწერა 1911 წლის რომანი 'The Story Girl. [21]ახალგაზრდობა გატარებული ჰქონდა შოტლანდიურ-კანადურ ოჯახში, სადაც შოტლანდიურ ზღაპრებს, მითებსა და ლეგენდებს ხშირად ყვებოდნენ, მონტგომერიმ გამოიყენა ეს ყველაფერი, რათა შეექმნა 14 წლის სარა სტენლის პერსონაჟი, გამოცდილი მთხრობელი, რომელიც იყო მისი მოზარდი მე-ს იდეალიზებული ვერსია.[21]

გარდაცვალება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

The gravestone of Montgomery, in a grassy cemetery. The text on the gravestone says, "Lucy Maud Montgomery Macdonald/wife of/Ewan Macdonald/1874–1942.
ლუსი მოდ მონტგომერის საფლავი

1942 წლის 24 აპრილს მონტგომერი ტორონტოში საკუთარ სახლში საწოლში გარდაცვლილი იპოვეს. მისი გარდაცვალების მოწმობაში დაფიქსირებული გარდაცვალების ძირითადი მიზეზი იყო კორონარული თრომბოზი.[22][23] თუმცა, 2008 წლის სექტემბერში, მისმა შვილიშვილმა, ქეით მაკდონალდ ბატლერმა, განაცხადა, რომ მონტგომერი განიცდიდა დეპრესიას — შესაძლოა ათწლეულების განმავლობაში ფსიქიკურად დაავადებულ ქმარზე ზრუნვის შედეგად — და შესაძლოა სიცოცხლე დაასრულა ნარკოტიკების გადაჭარბებული დოზით.

მონტგომერი დაკრძალეს კავენდიშის სათემო სასაფლაოზე.

სიცოცხლის განმავლობაში მონტგომერიმ გამოაქვეყნა ოცი რომანი, 500-ზე მეტი მოთხრობა, ავტობიოგრაფია და ლექსების კრებული.

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 გერმანიის ეროვნული ბიბლიოთეკა, ბერლინის სახელმწიფო ბიბლიოთეკა, ბავარიის სახელმწიფო ბიბლიოთეკა და სხვ. Record #118974661 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  2. 2.0 2.1 2.2 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  3. 3.0 3.1 SNAC — 2010.
  4. 4.0 4.1 Find a Grave — 1995.
  5. 5.0 5.1 5.2 http://web.archive.org/web/20170324044809/http://jeugdliteratuur.org/auteurs/lucy-maud-montgomery
  6. 6.0 6.1 Babelio — 2007.
  7. 7.0 7.1 Internet Speculative Fiction Database — 1995.
  8. 8.0 8.1 FemBio: Банк інформації про видатних жінок, Frauendatenbank, Банк данных о выдающихся женщинах, Görkəmli qadınlar haqqında məlumat bankı
  9. 9.0 9.1 9.2 9.3 9.4 http://www.lmmontgomery.ca/aboutlmm/herlife
  10. 10.0 10.1 University of Toronto, Laval University Dictionary of Canadian Biography, Dictionnaire biographique du Canada / G. Brown, D. Hayne, F. Halpenny et al. — UTP, Presses de l'Université Laval, 1959. — ISSN 0420-0446; 0070-4717
  11. Lucy Maud Montgomery and Anne. Government of Prince Edward Island (May 6, 2010). ციტირების თარიღი: March 6, 2013
  12. L.M. Montgomery Institute. University of Prince Edward Island. დაარქივებულია ორიგინალიდან — აპრილი 5, 2013. ციტირების თარიღი: თებერვალი 23, 2022.
  13. Rubio 2008, p. 17.
  14. Bourgoin 1998, p. 136.
  15. Rubio 2008, p. 28-29.
  16. Heilbron 2001, p. 84.
  17. Brennan 1995, p. 252.
  18. Rubio & Waterston 1995, p. 40.
  19. Brennan 1995, p. 247.
  20. Brennan 1995, p. 253.
  21. 21.0 21.1 Waterston 2008, p. 41.
  22. Rubio 2008, p. 575.
  23. Adams, James (September 24, 2008). „Lucy Maud suffered 'unbearable psychological pain'. The Globe and Mail. დაარქივებულია ორიგინალიდან — სექტემბერი 23, 2009. ციტირების თარიღი: August 13, 2009.