შინაარსზე გადასვლა

პრინს-ედუარდის კუნძული

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პრინს-ედუარდის კუნძული
პრინს-ედუარდის კუნძულის დროშა

პრინს-ედუარდის კუნძული[1] (ინგლ. Prince Edward Island, pe) — პროვინცია კანადის აღმოსავლეთში. სახელი ეწოდა დედოფალ ვიქტორიას მამის, პრინც ედუარდის მიხედვით.

კუნძული ევროპელების აქ მოსვლამდე მიკმაქის ხალხები ცხოვრობდნენ. ისინი პრინს-ედუარდის კუნძულზე დაახლოებით 12,000 წლის წინ დასახლდნენ. მიკმაქები კუნძულს "ეპეკვიტკს" უწოდებენ, რაც "ტალღებზე დარწეულ აკვანს" ნიშნავს. მიკმაქთა ლეგენდის მიხედვით კუნძული დიადმა სულმა შექმნა, რომელმაც ზღვაზე ნახევარმთვარის ფორმის თიხა დადო.

ფრანგული კოლონია

1534 წელს, ჟაკ კარტიე იყო პირველი ევროპელი, ვინც კუნძული ნახა.[2] 1604 წელს საფრანგეთის სამეფომ ახალი მიწების აღმოჩენის დოქტრინის შესაბამისად კუნძულის ფლობაზე პრეტენზია გამოაცხადა. აღნიშნული დოქტრინის მიხედვით პრინს-ედუარდის კუნძული ახალ ფრანგულ კოლონია აკადიას შემადგენლობაში შედიოდა. კუნძულს ფრანგებმა წმინდა იოანეს კუნძული დაარქვეს. მიკმაქის ხალხი ფრანგების ბატონობას არასდროს დათანხმებია, თუმცა ისინი თანახმა იყვნენ სავაჭრო, პარტნიორული დამოკიდებულება ქონოდათ ევროპელებთან. მე-18 საუკუნეში ფრანგები დიდი ბრიტანეთის სამეფოსთან და მის კოლონიებთან რამდენიმე კონფლიქტში იყვნენ ჩართულნი. ამ პერიოდში ამ ორ დაპირისპირებულ მხარეს შორის რამდენიმე ბრძოლა მოხდა პრინს-ედუარდის კუნძულზე. ბრიტანელების მიერ ავსტრიის მემკვიდრეობის ომის დროს ლუისბურგის დაკავების შემდეგ ახალმა ინგლისმა წმინდა იოანეს კუნძულზე (ახლანდელი პრინს-ედუარდის კუნძული) ჯარი გაგზავნა. ახალი ინგლისიდან ბრიტანული ჯარი პორტ-ლა-ჯოიში შევიდა. კუნძულის დედაქალაქში ამდ დროს 20 ფრანგი ჯარისკაცისგან შემდგარი გარნიზონი იდგა, ჟოზეფ დიუ პონტ დუვივიეს მეთაურობით.[3] ფრანგი ჯარისკაცები მათი სიმცირის გამო გაიქცნენ და ახალმა ინგლისელებმა დასახლება მთლიანად გადაწვეს. დუვივიემ თავის ჯარისკაცებთან ერთად თავი მდინარე ჰილსბოროს ხეობას შეაფარა, სადაც ის ელოდებოდა აკადიის სამხედრო დაჯგუფების და მიკმაქის დამხმარე ძალების ჩამოსვლას.[4] საფრანგეთის ჯარებმა და მათმა მოკავშირეებმა შეძლეს ახალი ინგლისელების მათ გემებამდე განდევნა. ახალი ინგლისელი მოკლეს, დაჭრეს ან დააპატიმრეს. ახალმა ინგლისელებმა მძევლად აიყვანეს ექვსი აკადიელი ჯარისკაცი, რომლებსაც სიკვდილით დასჯიდნენ თუ მიკმაქები და ფრანგები კუნძულზე აჯანყდებოდნენ.[4] აღნიშნული შეტაკების შემდეგ ახალი ინგლისელები ლუისბურგში გაემგზავრნენ, ხოლო დუვივიე, თავის ჯარისკაცებთან ერთად კვებეკში. ლუისბურგის დაცემის შემდეგ, კუნძულ ილე როიალის ფრანგი მოსახლეები (ახლანდელი ბრეტონის კონცხის კუნძული) საფრანგეთში გადაასახლეს, ხოლო წმინდა იოანეს დარჩენილი აკადიელი მოსახლეობა მოსალოდნელი ომის საფრთხის ქვეშ ცხოვრობდა. [5] ახალ ინგლისელებს პრინს-ედუარდის კუნძულზე მდებარე პორტ-ლა-ჯოიში დაახლოებით 2,00 ჯარისკაცი ყავდათ, ასევე ტვირთავდნენ ორ საბრძოლო გემს ლუისბურგში გასამგზავრებლად. 1746 წლის ივლისში მდინარე იორკთან გამართულ ბრძოლაში ფრანგებს მონტესონი ხელმძღვანელობდა, მისი მეთაურობით ფრანგულმა ჯარმა შეძლო ახალი ინგლისელების ძლევა. მსგავსი სისხლისმღვრელი შეტაკებები ფრანგებსა და ბრიტანელებს შორის 1848 წლის იქს-ლა-შაპელის ზავით დასრულდა. პრინს-ედუარდის კუნძულზე ახალი შოტლანდიიდან აკადიელთა მიგრაციამდე დაახლოებით ათასი ფრანგი აკადიელი ცხოვრობდა. 1740-1750 წლებში აკადიელთა მიგრაციის ხარჯზე კუნძულის მოსახლეობა 5,000-მდე გაიზარდა, აღნიშნული მოსახლეობა პრინს-ედუარდის კუნძულზე მხოლოდ 1755 წლამდე დარჩა, როდესაც დაიწყო ცნობილი გადასახლება, რომელიც ისტორიაში "აკადიელთა გაძევების" სახელითაა შესული. [6][7] სამხედრო დაპირისპირება ორ მხარეს შორის 1754 წელს განახლდა, მიუხედავად იმისა რომ ფორმალურად ომი მხოლოდ 1756 წელს გამოცხადდა. 1758 წლის ლუისბურგის ალყის დროს ფრანგები დამარცხდნენ, ხოლო ბრიტანელებმა სამხედრო ოპერაცია პრინს-ედუარდის კუნძულის დასაკავებლად წამოიწყეს. აკადიელთა გაძევების დროს, საფრანგეთისკენ მიმავალ გზაზე უამრავი ადამიანი დაიღუპა. 1758 წლის 13 დეკემბერს სამგზავრო გემი "ჰერცოგი უილიამი" ჩაიძირა და 364 გარდაიცვალა. ერთი დღით ადრე გემი სახელად "იისფერი" ჩაიძირა და 280 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო რამდენიმე დღის შემდეგ ჩაიძირა გემი "რუბი", რომელზეც 213 ადამიანი იმყოფებოდა.[8] 1763 წლის პარიზის ზავით, საფრანგეთმა ბრიტანეთს ჩრდილოეთ ამერიკაში მდებარე ფრანგული კოლონიის, ახალი საფრანგეთის უდიდესი ნაწილი და მათ შორის პრინს-ედუარდის კუნძული გადასცა.

ბრიტანული კოლონია

თავდაპირველად ბრიტანელები კუნძულს წმ. იოანეს კუნძულს უწოდებდნენ და ის ახალი შოტლანდიის კოლონიის შემადგენლობაში 1869 წლამდე შედიოდა, როდესაც ცალკე კოლონიად გამოიყო. 1760-იანი წლების შუა ხანებში მკვლევართა ჯგუფმა სამუელ ჰოლანდის ხელმძღვანელობით, კუნძული 67 ლოტად დაყო. 1767 წლის 1 ივლისს ეს ქონება ლატარიის გზით გადაეცა მეფე ჯორჯ III-ის მომხრეებს. მიწის საკუთრება ინგლისში მცხოვრები მემამულეების ხელში დარჩა, რამაც აღაშფოთა კუნძულის ამჟამინდელი მოსახლეობა, რომლებმაც ვერ მიიღეს ვერანაირი საკუთრების უფლება მიწაზე, სადაც ისინი ცხოვრობდნენ. ქირის მაღალმა გადასახადმა კუნძულზე არ მყოფი მფლობელებისთვის კიდევ უფრო გაამძაფრა ადგილობრივთა უკმაყოფილება. აღსანიშნავია, რომ მიწის მფლობელებს მიწა სხვადასხვა მოვლა-პატრონობისა და შენახვის პირობებით გადაეცათ, რასაც ისინი არ ასრულებდნენ. კუნძულის მაცხოვრებლები ათწლეულების განმავლობაში ცდილობდნენ დაერწმუნებინათ სამეფო ოჯახი მემამულეთათვის მიწების ჩამორთმევაზე, თუმცა თავდაპირველი მფლობელების შთამომავლები კარგ ურთიერთობაში იყვნენ ბრიტანეთის მთავრობასთან და უარი თქვეს მიწის დათმობაზე. 1769 წელს, მას შემდეგ რაც კუნძული გამოეყო ახალ შოტლანდიას და დამოუკიდებელ კოლონიად იქცა, უოლტერ პატერსონი დაინიშნა წმინდა იოანეს კუნძულის პირველ ბრიტანელ გუბერნატორად. 1770 წელს გუბერნატორმა თანამდებობა ოფიციალურად ჩაიბარა, მისი საქმიანობის ავკარგიანობის შესახებ ცნობები დღემდე საკამათოა, რადგან მიწის დავის საკითხების მოგვარებას ფეოდალური დროის წესებით ახდენდა. მისი ერთ-ერთი პირველი გადაწყვეტილება კუნძულის სახელის ცვლილება იყო, თუმცა ამ მცდელობამ წარუმატებლად ჩაიარა. მას სურდა ირლანდიელი ახალმოსახლეების მოზიდვის მიზნით კუნძულისთვის სახელწოდება შეეცვალა და "ახალი ირლანდია" ეწოდებინა, თუმცა ამ გადაწყვეტილებას ბრიტანეთის ხელისუფლებამ ვეტო დაადო, რადგან ის ცილდებოდა კოლონიათა ადგილობრივი მთავრობების უფლებამოსილებებს. მხოლოდ ლონდონის საიდუმლო საბჭოს შეეძლო შეეცვალა კოლონიის სახელწოდება. [9]

კუნძულის რუკა 1775 წლის ლოტების მდგომარეობით. ლოტებად კუნძული 1967 წელს დაიყო.

1775 წელს, ამერიკის რევოლუციური ომის დროს შარლოტთაუნი ამერიკელებმა დაარბიეს. ორი პატარა სამხედრო ხომალდი "ფრანკლინი" და "ჰენკოკი" მასაჩუსეტსის შტატ ქალაქ ბევერლიდან შარლოტთაუნში ჩავიდა და ადგილობრივი გენერალური პროკურორი მძევლად აიყვანა. ამერიკის რევოლუციური ომის დროს 1776 წლიდან 1783 წლამდე, კოლონიის მთავრობა ცდილობდა მიეზიდა ლტოლვილები აჯანყებული ამერიკული კოლონიებიდან.

1700-იანი წლების ბოლოს შოტლანდიის მაღალმთიანელთა დიდმა შემოდინებამ განაპირობა ის, რომ წმინდა იოანეს კუნძულს კუნძულს ჰყავდა შოტლანდიელი ემიგრანტების ყველაზე მაღალი პროცენტული წილი მთელს კანადაში. ინგლისისაგან სიშორის გამო ამ პერიოდში კუნძულზე შოტლანდიური კულტურის აყვავების ხანა იდგა. 1798 წლის 29 ნოემბერს, ფენინგის ადმინისტრაციის დროს, კუნძულს სახელი შეეცვალა და პრინს-ედუარდის კუნძული ეწოდა. ამის მთავარი მიზანი იყო კანადაში უკვე არსებული ადგილები, რომლებიც წმინდა იოანეს სახელს ატარებდნენ. კოლონიას ახალი სახელი მეფე ჯორჯ III-ეს მეოთხე ვაჟის, პრინც ედუარდ ავგუსტუსის, კენტის ჰერცოგის პატივსაცემად ეწოდა (1767–1820 წწ.). პრინცი ედუარდი ამერიკის კონტინენტზე განლაგენული ბრიტანეთის არმიის გენერალი იყო 1799-1800 წლებში. ~ 1853 წელს კუნძულის მთავრობამ მიიღო მიწის შესყიდვის აქტი კერძო მეპატრონეებისგან, რომელიც მათ უფლებას აძლევდა შეეძინათ მიწები იმ მფლობელებისგან, რომლებსაც სურდათ მიწების გაყიდვა და შემდეგ მთავრობას სურდა გადაეყიდა მიწა ადგილობრივი მოსახლეობისთვის შედარებით დაბალ ფასად. ეს სქემა ჩაიშალა, რადგან ადგილობრივ ხელისუფლებას არ ეყო ფინანსური რესურსები.

კონფედერაცია

1864 წლის სექტემბერში პრინს-ედუარდის კუნძულმა უმასპინძლა შარლოტთაუნის კონფერენციას, რომელიც იყო პირველი შეხვედრა კვებეკის რეზოლუციის მოსამზადებელ პროცესში, რის მიხედვითაც 1867 წელს კანადა შეიქმნა, თუმცა ის ჯერ კიდევ არ იყო დამოუკიდებელი სახელმწიფო. მიუხედავად იმისა, რომ პროცესი პრინს-ედუარდის კუნძულზე დაიწყო, მისმა მთავრობამ კანადის წევრობაზე უარი თქვა არახელსაყრელი პირობების გამო და გაერთიანებული სამეფოს შემადგენლობაში დარჩენა არჩია. 1860-იანი წლების ბოლოს პრინს-ედუარდის კუნძულის კოლონიამ განიხილა სხვადასხვა ვარიანტი მათი სტატუსის შესახებ, მათ შორის დამოუკიდებლობის სტატუსი. ამავდროულად კუნძულს ეწვია რამდენიმე დელეგაცია ამერიკის შეერთებული შტატებიდან, რომლებიც დაინტერესებულნი იყვნენ პრინს-ედუარდის კუნძულის ამერიკის შეერთებულ შტატების შემადგენლობაში შესვლით. [10] 1871 წელს პრინს-ედუარდის კუნძულის მთავრობამ დაიწყო პრინს-ედუარდის კუნძულის რკინიგზის (PEIR) მშენებლობა და დიდი ბრიტანეთის კოლონიური ხელმძღვანელობით იმედგაცრუებულებმა მოლაპარაკებების გამართვა გადაწყვიტეს ამერიკის შეერთებულ შტატებთან. 1873 წელს კანადის კანადის პრემიერ მინისტრმა ჯონ ა. მაკდონალდმა დაგმო ამერიკული ექსპანსიონიზმი შეთავაზა პრინს-ედუარდის კუნძულს შეერთებოდა კანადას. კანადის მთავრობამ აიღო დიდი ვალი, რათა დაეფინანსებინა კუნძულზე მშენებარე რკინიგზის მშენებლობა და გამოესყიდა მიწები მსხვილი მემამულეებისგან (მიღწეული იქნა მიწის შესყიდვის კანონის მიღებით, 1875 წ).[11] პრინს-ედუარდის კუნძული კანადის კონფედერაციაში 1873 წლის 1 ივლისს გაწევრიანდა.[12]

შარლოტაუნის ჩატარებული პირველი კონფერენციის გამო, რამაც საფუძველი დაუდო კანადის დაბადებას, პრინს-ედუარდის კუნძულელები თავის კუნძულს "კონფედერაციის დაბადების ადგილად" თვლიან. ეს გამოხატულია რამდენიმე შენობის, საბორნე გემისა და კონფედერაციის ხიდის სახელწოდებებში (აშენდა 1993 წლიდან 1997 წლამდე).

ხელოვნების კონფედერაციის ცენტრი, რომლის მშენებლობაც 1964 წელს დასრულდა.

პროვინციის ყველაზე თვალსაჩინო შენობა, რომელიც ამ მოვლენის პატივისცემის ნიშნად აშენდა არის ხელოვნების კონფედერაციის ცენტრი. აღნიშნული შენობა კუნძულს საჩუქრად გადასცა 10 სხვადასხვა პროვინციისა და ფედერალურმა მთავრობამ შარლოტთაუნის კონფერენციის 100 წლისთავის აღსანიშნავად.[13][14]

პეინს-ედუარდის კუნძულის სატელიტური ხედი

პრინს-ედუარდის კუნძული მდებარეობს წმინდა ლოურენსის ყურეში, ბრეტონის კონცხის კუნძულის დასავლეთით, ახალი შოტლანდიის ნახევარკუნძულის ჩრდილოეთით და ნიუ-ბრანსუიკის აღმოსავლეთით. მისი სამხრეთი ნაპირი ესაზღვრება ნორთამბერლენდის სრუტეს. კუნძულს აქვს სულ ორი ურბანული დასახლება და კანადის ყველაზე მჭიდროდ დასახლებული პროვინციაა. შედარებით დიდი ურბანული ტერიტორია აკრავს შარლოტთაუნის ნავსადგურს, რომელიც მდებარეობს კუნძულის სამხრეთ სანაპიროზე. იგი შედგება დედაქალაქი შარლოტაუნისა და მის შემოგარენში არსებული ქალაქებისგან კორნუოლი და სტრატფორდი. გაცილებით მცირე ურბანული ტერიტორია გაშენებულია სამერსაიდის ნავსადგურის გარშემო, რომელიც მდებარეობს სამხრეთ სანაპიროზე, შარლოტაუნის ნავსადგურიდან დასავლეთით 40 კილომეტრში (25 მილი). აღნიშნული ურბანული ტეროტირიის მთავარი შემადგენელი ნაწილია სამერსაიდი.

კუნძულის ლანდშაფტი წარმოდგენილია საძოვრებით, ტყეებითა და მცირე ბორცვებით.

პრინს-ედუარდის კუნძლის სანაპირო ზოლზე არის დიუნები, წითელი ქვიშაქვის კლდეები და მარილიანი წყლის ჭაობები, ასევე მრავალი ყურე და ნავსადგური. პლაჟები, დიუნები და ქვიშაქვის კლდეები შედგება დანალექი ქანებისგან და რკინის მაღალი კონცენტრაციით გამოირჩევა, რომელიც ჟანგვის პროცესის გამო მოწითალო შეფერილობას იღებს. ჰედის აუზის თეთრი სილიციუმის ქვიშის გეოლოგიური თვისებები უნიკალურია მთელს პროვინციაში. ქვიშა ქარის დროს გადაადგილებისას გამოცემს განსაკუთრებულ ხმას, რის გამოც აღნიშნულ აუზში მდებარე ქვიშას "მომღერალ ქვიშას" უწოდებენ. გრინვიჩში მიდამოებში ქვიშის დიუნები განსაკუთრებული მნიშვნელობისაა ადგილობრივი ბიომრავალფეროვნებისთვის. ცვალებადი, პარაბოლური დიუნების სისტემა არის სხვადასხვა ფრინველებისა და იშვიათი მცენარეების საბინადრო არეალი და აგრეთვე მნიშვნელოვანი ადგილია არქეოლოგებისათვის.[15]


რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. საზღვარგარეთის ქვეყნების გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1989. — გვ. 140.
  2. Island Information: Quick Facts დაარქივებული October 21, 2011, საიტზე Wayback Machine. , website of the Government of Prince Edward Island, April 27, 2010. Retrieved on October 25, 2010.
  3. Harvey, p. 110.
  4. 4.0 4.1 Harvey, p. 111.
  5. Harvey, p. 112.
  6. Acadian Expulsion (the Great Upheaval) დაარქივებული August 9, 2019, საიტზე Wayback Machine. at The Canadian Encyclopedia, accessed September 1, 2019
  7. Johnston, A. J. B. (2007). Endgame 1758: The Promise, the Glory and the Despair of Louisbourg's Last Decade. University of Nebraska Press, გვ. 366. 
  8. Earl Lockerby. The Deportation of the Acadians from Prince Edward Island.
  9. Brendan O'Grady, Exiles and Islanders: The Irish Settlers of Prince Edward Island, p. 15.
  10. Canada, Library and Archives. (September 17, 2014) Prince Edward Island (1873). ციტირების თარიღი: April 17, 2021
  11. Assembly Timeline. Legislative Assembly of Prince Edward Island. Government of Prince Edward Island. ციტირების თარიღი: October 22, 2011
  12. Library and Archives Canada. Canadian Confederation, Provinces and Territories, Prince Edward Island. ციტირების თარიღი: December 27, 2009
  13. Prince Edward Island. Directory of Designations of National Historic Significance of Canada. Parks Canada. ციტირების თარიღი: October 23, 2011[მუდმივი მკვდარი ბმული]
  14. თარგი:CRHP
  15. თარგი:Ttps://www.thecanadianencyclopedia.ca/en/article/geography-of-prince-edward-island