ლუკა ისარლიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლუკა ისარლოვი

ლუკა სტეფანეს ძე ისარლიშვილი (ისარლოვი) (დ. 23 ნოემბერი, 1814 — გ. 11 სექტემბერი, 1893, თბილისი) — ქართველი პოეტი, პუბლიცისტი, რუსეთის იმპერიის სა­ხელმ­წიფო მოხელე (ცენზორი).

მესხეთიდან გადმოსახლებულ წარჩინებულ ქართველ კათოლიკეთა საგვარეულოს წარმომადგენელი. დაამთავრა თბილისის გიმ­ნაზია (1833), სადაც ნიკოლოზ ბარათაშვილთან ერთად სწავლობდა და პოეტის შესახებ საინტერესო მოგონება დატოვა. სხვა­და­სხვა პერიოდში მსახურობდა თბილისის, ქუთაისის, გორის, ახალ­ციხის ადმინისტრაციულ, სასწავლო და სასამართლო დაწესებულებებში. იყო ცარიზმის ოფიციალური პოლიტიკის ერთგული დამცველი და გამტარებელი, რაც განსაკუთრებით გამოიკვეთა 1881-1888 წლებში, როცა ისარლოვი „კავკასიის საცენზურო კომიტეტში“ სახურობდა უმცროს ცენზორად და მდივნად. ამ თანამდებობაზე ყოფნისას ის ქართულ ჟურნალ-გაზეთებს უკრძალავდა ნებისმიერი ისეთი მასალის გამოქვეყნებას, რომელიც არ ეთანხმებოდა გაბატონებულ სახელმწიფო იდეოლოგიას. თანამედროვენი მას მიაწერენ გაზეთ „დროების“ დახურვის ინიციატივას.

ისარლოვი თანამშრომლობდა ქართულ- („ცისკარი“) და რუსულენოვან („კავკაზ“, „ტიფლისსკი ვესტნიკ“, ­„ტიფლის­სკი ლისტოკ“, „გოლოს“ და სხვ.) პრესასთან, აქვეყნებდა ორიგინალურ და ნათარგმნ ლექსებს, ქართველოლოგიურ სამეცნიერო და სამეცნიერო-პო­პულარული ხასიათის თხზუ­ლებებს, მემუარებს.

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ლექსნი, თქმულნი ლუკა სტეფანეს ძე ისარლოვისა, ზ. ჭიჭინაძი გამოც., ტფ., 1895;
  • კათოლიკენი სა­ქართვე­ლო­ში, ტფ., 1898;
  • მოკლე კანონნი ქართულის პოეტიკისა ანუ ლექსთა თხზუ­ლებისანი, წგ.: ქართული პოეტიკის ქრესტომათია (XVIII–XIX სს.), თბ., 1954;
  • Письма о Грузии, Тфл., 1899.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ბექირი­შვილი ი., ნარკვევები აჭა­რის წარსულიდან, ბათ., 1982;
  • მანსვეტა­შვი­ლი ი., მოგონებები, თბ., 1985;
  • ხელთუბნელი მ., სალიტე­რატურო-საზოგადოებრივი წარსულიდან, თბ., 1938;

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]