ლუის რაინერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ლუიზა რაინერი
Luise Rainer - 1941.jpg
რაინერი 1941 წელს
დაბადების თარიღი 12 იანვარი, 1910
ბელგრავია, ლონდონი, გაერთიანებული სამეფო
გარდაცვალების თარიღი 30 დეკემბერი, 2014 (104 წლის)
რეზიდენცია ჰამბურგი, გერმანია
ვენა, ავსტრია
მოქალაქეობა გერმანიის დროშა გერმანია
აშშ-ის დროშა აშშ
გაერთიანებული სამეფოს დროშა გაერთიანებული სამეფო
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 1926–1944, 1949–1957, 1965, 1984, 1991, 1996–1997, 2003
მეუღლე(ები) კლიფორდ ოდეტსი (იქ. 1937; განქორწინდა 1940)
რობერტ კნითელი (იქ. 1945; გარდაიცვალა 1989)
შვილ(ებ)ი 1

ლუიზ რაინერი (გერმ. Luise Rainer, გერმანულად: [ˈʁaɪ̯nɐ]; 12 იანვარი, 191030 დეკემბერი, 2014) — გერმანელ-ამერიკელ-ბრიტანელი კინომსახიობი.[1][2] იგი იყო პირველი მსახიობი, რომელმაც მოიგო ერთზე მეტი აკადემიის ჯილდო და, ამასთან ერთად, პირველი, რომელმაც პრიზი ზედიზედ ორჯერ მოიგო. გარდაცვალებამდე, 104 წლის ლუიზ რაინერი იყო ყველაზე ხნიერი ოსკაროსანი (2014 წლისთვის).[3][4]

რაინერმა სამსახიობო კარიერა გერმანიაში, 16 წლის ასაკში დაიწყო, ავსტრიელი რეჟისორის, მაქს რეინჰარდტის ხელმძღვანელობით . რამდენიმე წლის შემდეგ, იგი გახდა გამორჩეული მსახიობი რეინჰარდტის ვენის თეატრალურ ანსამბლთან ერთად. კრიტიკოსებმა მაღალი შეფასება მისცეს მის სამსახიობო ხარისხს. წლების განმავლობაში სცენაზე და ფილმებში თამაშის დროს, ის აღმოაჩინა ამერიკულმა მედია კომპანია მეტრო-გოლდვინ-მაიერმა; კომპანიასთან თანამშრომლობის მიზნით ლუიზამ ხელი მოაწერა სამწლიან კონტრაქტს, 1935 წელს. არაერთი კინორეჟისორის პროგნოზით, მას შანსი ჰქონდა გამხდარიყო ისეთივე პოპულარული, როგორც იმ დროის MGM-ის წამყვანი ქალი ვარსკვლავი — გრეტა გარბო იყო.

ამერიკაში მან პირველად ფილმ Escapade-ში ითამაშა, 1935 წელს. მომდევნო წელს მუსიკალური ბიოგრაფია — The Great Ziegfeld-ში მეროეხარისხოვანი როლის შესრულებისთვის, სადაც, მიუხედავად შეზღუდული გამოჩენისა, მისმა შესრულებულმა როლმა იმდენად შთაბეჭდილება მოახდინა აუდიტორიაზე და აკადემიაზე, რომ მას მიენიჭა ოსკარი საუკეთესო მსახიობი ქალისთვის მეორეხარისხოვან როლში. მას შემდეგ, ფილმში დრამატული სატელეფონო სცენის გამო მას „ვენის ცრემლი“ („Viennese teardrop“) დაარქვეს.[5] მისი შემდეგი როლი, სტუდიაში უთანხმოების მიუხედავად, იყო ღარიბი, უბრალო ჩინელი ფერმერის ცოლის პერსონაჟი, ფილმში „დალოცვილი დედამიწა“ (1937), რომელიც გადაღებულ იქნა პერლ ბუკის რომანის მიხედვით. ამ ფილმში შესრულებისთვის მან კვლავ მოიპოვა ოსკარი საუკეთესო მსახიობი ქალისთვის.[6] ლუიზ რაინერი და ჯოდი ფოსტერი ერთადერთი მსახიობები არიან, რომლებმაც ოცდაათი წლის ასაკში ორი ოსკარი მოიპოვეს.

ამასთან, მან მოგვიანებით განაცხადა, რომ ამაზე უარესი არაფერი შეიძლებოდა მომხდარიყო, ვიდრე ზედიზედ ორი ოსკარის მოგება, რადგან მას შემდეგ მაყურებლის მოლოდინი ძალიან მაღალი იქნებოდა. უმნიშვნელო როლების შესრულების შემდეგ, MGM და რაინერი იმედგაცრუებულნი დარჩნენ, რის შედეგადაც მან დაასრულა თავისი მოკლემეტრაჟიანი სამწლიანი კარიერა და მალევე დაბრუნდა ევროპაში.

რაინერი გარდაიცვალა ლონდონის სახლში, 2014 წლის 30 დეკემბერს, პნევმონიის შედეგად, 104 წლის ასაკში.[1] [2] აღნიშვნის ღირსია ის ფაქტი, რომ მას 105 წლამდე ცამეტი დღე აშორებდა. რეინერმა თავისი ბოლო წლები ეიტონის მოედნის 54-ში (ბელგრეივია, ლონდონი) გაატარა, სადაც ადრე ვივიენ ლი ცხოვრობდა.

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წელი ქართულად მშობლიური სახელწოდება როლი
1932 „სურვილი 202“ Sehnsucht 202 კიტი
1932 „მადამს სტუმრები ჰყავს“ Madame hat Besuch
1933 „დღეს საქმეც ამაშია“ Heut kommt's drauf an მარიტა კოსტა
1935 „გაქცევა“ Escapade ლეოპოლდინა დიური
1936 „დიდებული ზიგფელდი“ The Great Ziegfeld ანა ჰელდი
1937 „დალოცვილი მიწა“ The Good Earth ო-ლანი
1937 „იმპერატორის შანდლები“ The Emperor's Candlesticks გრაფინია ოლგა მირონოვა
1937 „დიდი ქალაქი“ Big City ანა ბენტონი
1938 „სათამაშო ცოლი“ The Toy Wife ჟილბერტა ბრიგარდი
1938 „დიდი ვალსი“ The Great Waltz პოლდი ფოგელჰიუბერი
1938 „დრამატული სკოლა“ Dramatic School ლუიზა მაუბანი
1943 „მძევლები“ Hostages მილდა პრესინგერი
1954 Der erste Kuß
1997 „მოთამაშე“ The Gambler ბებია
2003 Poem – Ich setzte den Fuß in die Luft und sie trug თვითონ

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Robert D. McFadden. “Luise Rainer Dies at 104. '30s Star Won Back-to-Back Oscars“, New York Times, December 30, 2014. ციტირების თარიღი: December 30, 2014. „... died on Tuesday at her home in London. She was 104. The cause was pneumonia ...“ 
  2. 2.0 2.1 Luise Rainer, Hollywood golden era Oscar winner, dies aged 104“, BBC News, December 30, 2014. ციტირების თარიღი: December 30, 2014. „Actress Luise Rainer, who became the first winner of consecutive Oscars in the 1930s, has died at the age of 104. ...“ 
  3. "Oldest living winners of Best Actress Oscar", IMDB
  4. "Luise Rainer: Oldest Living Oscar Winner Turns 103", Alt Film Guide
  5. "Hilary Swank: The Sequel", Los Angeles Magazine, January 2002 p. 89
  6. Vieira, Mark A. Hollywood Dreams Made Real, Abrams (2008) p. 218