შინაარსზე გადასვლა

ლუის კეროლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლუის კეროლი
ინგლ. Lewis Carroll
დაბადების თარიღი 27 იანვარი, 1832(1832-01-27)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] [14] [15] [16] [17] [18] [19] [20] [21] [22] [23] [24] [25] [26]
დაბადების ადგილი დერზბერი[27] [24] [28]
გარდაცვალების თარიღი 14 იანვარი, 1898(1898-01-14)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [12] [13] [14] [15] [16] [17] [18] [19] [20] [21] [22] [23] [24] [25] [26] (65 წლის)
გარდაცვალების ადგილი ჩესნატსი, გილდფორდი[29] [30]
დასაფლავებულია მაუნტის სასაფლაო[31]
ფსევდონიმი Lewis Carroll
საქმიანობა მათემატიკოსი[25] , ლოგიკოსი, ფოტოგრაფი[25] , პოეტი[32] , დიაკვანი, საბავშვო მწერალი, დღიურის ავტორი, რომანისტი, მწერალი[24] [25] [33] , ავტობიოგრაფი და ფილოსოფოსი
ენა ინგლისური ენა
მოქალაქეობა  დიდი ბრიტანეთის და ირლანდიის გაერთიანებული სამეფო[11]
 ინგლისი
ალმა-მატერი კრაისტ-ჩერჩის კოლეჯი, რაგბის სკოლა[29] , ოქსფორდის უნივერსიტეტი[34] და რიჩმონდის სკოლა[29]
ჟანრი საბავშვო ლიტერატურა, მათემატიკური ლოგიკა, ლიტერატურული აბსურდი, პოეზია, წრფივი ალგებრა და საზოგადოებრივი არჩევანის თეორია
Magnum opus ალისა საოცრებათა ქვეყანაში, ელისი სარკისმიღმეთში, Jabberwocky, The Walrus and the Carpenter, Phantasmagoria, სნარკზე ნადირობა, Rhyme? and Reason?, A Tangled Tale, სილვი და ბრუნო, The Nursery "Alice", What the Tortoise Said to Achilles და nyctography
მეუღლე [29]
ნათესავ(ებ)ი ჩარლზ დოდსონი
ხელმოწერა

ლუის კეროლი[35] (ინგლ. Lewis Carroll, ნამდვილი სახელი — ჩარლზ ლატუიჯ დოდსონი; დ. 27 იანვარი, 1832, დერზბერი, ჩეშირი — გ. 14 იანვარი, 1898, გილდფორდი, სარი) — ინგლისელი მწერალი, მათემატიკოსი. დაიბადა მღვდლის ოჯახში. დაამთავრა ოქსფორდის კრაისტ-ჩერჩის კოლეჯი (1854), სადაც 1855–1881 წლებში ასწავლიდა მათემატიკას. ფსევდონიმ ლუის კეროლით ნაწარმოები პირველად გამოაქვეყნა 1856 წელს (ლექსი „მარტოობა“). მსოფლიო ცნობადობა მოუტანა ზღაპრულმა მოთხრობამ „ელისის თავგადასავლები საოცრებათა ქვეყანაში“ (1856) და მისმა გაგრძელებამ „სარკისმიღმეთი და რა იხილა იქ ელისმა“ (1871). ამ ნაწარმოებებში შერწყმულია ფოლკლორული და ლიტერატურული ზღაპრის ნიშნები. ისინი, ედუარდ ლირის ნაწარმოებებთან ერთად, ითვლება ე.წ. ლიტერატურული აბსურდის (უაზრობის) ნათელ ნიმუშებად.[36]

ლუის კეროლის ექსცენტრული და ირონიული მოთხრობები უკუღმა ატრიალებს თავდაჭერილ და მოზომილ ვიქტორიანულ სინამდვილეს და მის ადგილას ქმნის ალოგიკურ და აბსურდულ სამყაროს, სადაც ცხადი და სიზმარი, რეალობა და მისი ანარეკლი განურჩეველია. ზღაპრები გამსჭვალულია ცნობილი ლიტერატურული ტექსტების პაროდიული ალუზიებით, ნეოლოგიზმებითა და კალამბურებით (მრავალი ნეოლოგიზმი დამკვიდრდა ინგლისურ ენაში, ზოგიერთი ფრაზა კი ფრთიანი გამონათქვამი გახდა); ამასთან, სიტყვებით თამაში ხშირად სიუჟეტის განვითარებას ემსახურება. ბავშვებისთვის ჩაფიქრებული ნაწარმოებები ძალიან სწრაფად გადავიდა „ზრდასრულთა“ ლიტერატურის თანრიგში და შვა მრავალი ინტერპრეტაცია.[36]

ლუის კეროლის სხვა ნაწარმოებებს შორისაა: პოემა-ნონსენსი „სნარკზე ნადირობა“ (1876), რომანი „სილვი და ბრუნო“ (ტ. 1–2, 1889–1893), ლექსები, პამფლეტები, ესეები, გამოცანები, თავსატეხები და სხვ.; ნამუშევრები მათემატიკაში: „ევკლიდე და მისი თანამედროვე მეტოქეები“ (1879), „სიმბოლური ლოგიკა“ (ნაწ. 1, 1896; ნაწ. 2, 1977, გამოქვეყნდა სიკვდილის შემდეგ) დ სხვ. გატაცებული იყო ფოტოგრაფიით, ცნობილია მისი ფოტოპორტრეტები (ძირითადად ბავშვების). 1969 წელს შეიქმნა ლუის კეროლის ბრიტანული საზოგადოება (ფილიალები აშშ-სა და კანადაში).[36]

  1. 1.0 1.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. 2.0 2.1 MacTutor History of Mathematics archive — 1994.
  3. 3.0 3.1 Charles Lutwidge Dodgson — 2000.
  4. 4.0 4.1 Charles Lutwidge Dodgson
  5. 5.0 5.1 Lewis CarrollOUP, 2006. — ISBN 978-0-19-977378-7
  6. 6.0 6.1 Green R. L. Encyclopædia Britannica
  7. 7.0 7.1 SNAC — 2010.
  8. 8.0 8.1 Itaú Cultural Enciclopédia Itaú CulturalSão Paulo: Itaú Cultural, 2001. — ISBN 978-85-7979-060-7
  9. 9.0 9.1 Internet Speculative Fiction Database — 1995.
  10. 10.0 10.1 IMSLP — 2006.
  11. 11.0 11.1 http://web.archive.org/web/20170324033915/http://jeugdliteratuur.org/auteurs/lewis-carroll
  12. 12.0 12.1 Luminous-Lint — 2005.
  13. 13.0 13.1 NooSFere — 1999.
  14. 14.0 14.1 BD Gest'
  15. 15.0 15.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  16. 16.0 16.1 Vegetti Catalog of Fantastic Literature
  17. 17.0 17.1 Williams L. Carroll, Lewis // Grove Art Online / J. Turner[Oxford, England], Houndmills, Basingstoke, England, New York: OUP, 2017. — doi:10.1093/GAO/9781884446054.ARTICLE.T014441
  18. 18.0 18.1 Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  19. 19.0 19.1 GeneaStar
  20. 20.0 20.1 Roglo — 1997. — 10000000 ეგზ.
  21. 21.0 21.1 Internet Philosophy Ontology project
  22. 22.0 22.1 Babelio — 2007.
  23. 23.0 23.1 Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija — 2009.
  24. 24.0 24.1 24.2 24.3 Archivio Storico Ricordi — 1808.
  25. 25.0 25.1 25.2 25.3 25.4 The Fine Art Archive — 2003.
  26. 26.0 26.1 ПроДетЛит — 2019.
  27. Deutsche Nationalbibliothek Record #11851928X // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  28. Artists + Artworks
  29. 29.0 29.1 29.2 29.3 Oxford Dictionary of National Biography / C. MatthewOxford: OUP, 2004.
  30. National Heritage List for England
  31. Find a Grave — 1996.
  32. poets.org
  33. Library of the World's Best Literature / C. D. Warner — 1897.
  34. Mathematics Genealogy Project — 1997.
  35. უცხოური პირთა სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1989. — გვ. 172.
  36. 36.0 36.1 36.2 Васильчук Т. А. Кэрролл Льюис // Большая российская энциклопедия. т. 16. — М., 2010. — стр. 520.