ლონდონის სიტი
ლონდონის სიტი (ინგლ. City of London) — ქალაქი და საგრაფო დიდი ლონდონის რეგიონში. რომაელებმა ლონდონიუმი სიტის დღევანდელ საზღვრებში დააარსეს, ასე იყო შუა საუკუნეების ჩათვლით, მას შემდეგ კი საქალაქო აგლომერაცია გაცდა სიტის ფარგლებს.[1] დღეს სიტი დიდი ლონდონის მეტროპოლიის მხოლოდ პატარა ნაწილია, თუმცა ის კვლავაც რჩება ცენტრალური ლონდონის უმნიშვნელოვანეს ნაწილად. ადმინისტრაციულად ის არის დიდი ლონდონის რეგიონის 33 ოლქიდან ერთ-ერთი, თუმცა განსხვავებით დანარჩენი 32-ისგან, ის არ არის ლონდონის ბორო, არამედ — დამოუკიდებელი საგრაფო.
ლონდონის სიტის ხშირად მოიხსენიებენ, როგორც უბრალოდ სიტი. მას ზედმეტსახელად, ასევე, უწოდებენ კვადრატულ მილს (Square Mile), რადგან მისი ფართობი, დაახლოებით, ამდენია (1.12 კვ.მილი (2.90 კმ²)).[2]
სიტი ლონდონის და მთელი დიდი ბრიტანეთის საქმიანი და ფინანსური ცენტრია.[3] მე-19 საუკუნეში სიტი იყო მსოფლიოს პირველი ბიზნეს-ცენტრი და იგი დღემდე რჩება მთავარ შეხვედრების ადგილად ბიზნესებისთვის.[4]
2011 წლის აღწერის მიხედვით, სიტიში 7 000 ადამიანი ცხოვრობს, თუმცა ყოველდღიურად აქ 300 000-ზე მეტი ადამიანი მუშაობს, ძირითადად საფინანსო მომსახურების სექტორში.[5]
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- City of London Corporation - სიტის ადგილობრივი სამმართველოს საიტი
- The (Secret) City of London, Part 1: History - ვიდეოს ბმული
- The (Secret) City of London, Part 2: Government - ვიდეოს ბმული
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ Beckett, J V (2005). City status in the British Isles, 1830–2002, Historical urban studies. Aldershot: Ashgate, გვ. 12. ISBN 0-7546-5067-7.
- ↑ City of London Resident Population Census 2001 (PDF). Corporation of London (July 2005). დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 სექტემბერი 2012. ციტირების თარიღი: 10 April 2009.
- ↑ Global Financial Centres 7. Z/Yen (2010). დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 ნოემბერი 2012. ციტირების თარიღი: 21 April 2010.
- ↑ Dunton, Larkin (1896). The World and Its People. Silver, Burdett, გვ. 24.
- ↑ Research and statistics FAQ. The City of London. დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 სექტემბერი 2011. ციტირების თარიღი: 23 February 2012.