ლიზა ჰოლოდენკო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლიზა ჰოლოდენკო
დაბადების სახელი ლიზა ჰოლოდენკო
დაბადების თარიღი 5 ივნისი, 1964
ლოს-ანჯელესი, კალიფორნია, ამერიკის შეერთებული შტატები
ალმა-მატერი სან-ფრანცისკოს უნივერსიტეტი, კოლუმბიის უნივერსიტეტი
საქმიანობა სცენარისტი, კინორეჟისორი
აქტიური 1994-დღემდე
ცნობილი ნაშრომები

„ოლივია კიტერეჯი“ „ბავშვები კარგად არიან“

„მაღალი ხელოვნება“
პარტნიორ(ებ)ი ვენდი მელვოინი

ლიზა ჰოლოდენკო (ინგლ. Lisa Cholodenko; დ. 5 ივნისი, 1964, ლოს-ანჯელესი, კალიფორნია, აშშ) — ამერიკელი კინორეჟისორი, სცენარისტი. ჰოლოდენკოს ყველაზე ცნობილი ნამუშევრებია „მაღალი ხელოვნება“ (1998), „ბავშვები კარგად არიან“ (2010). უმუშავია ტელევიზიაშიც, არის რეჟისორი მინისერიალებისა „ოლივ კიტერეჯი“ (2014) და „დაუჯერებელი რამ“ (2019). მისი ფილმების ძირითადი თემებია ფემინიზმი და LGBTQIA+ თემი.

ფილმისთვის, „ბავშვები კარგად არიან“, ჰოლოდენკომ „ოსკარი“ მიიღო საუკეთესო ადაპტირებულისცენარისათვის.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰოლოდენკო ამერიკის შეერთებულ შტატებში, ებრაულ ოჯახში გაიზარდა. მისი ბაბუა და ბებია (მამის მხრიდან) უკრაინიდან ემიგრირებულები იყვნენ შეერთებულ შტატებში.[1] 17 წლის ასაკში ჰქონდა ქამინგ-აუთი, რამაც გავლენა მოახდინა მის ფილმებზე.

ჰოლოდენკო სან-ფრანცისკოს უნივერსიტეტში სწავლობდა ანთროპოლოგიას. სწავლის დასრულების შემდეგ იმოგზაურა ინდოეთსა და ნეპალში.[2]

1997 წელს დაასრულა კოლუმბიის უნივერსიტეტის ხელოვნების სკოლა, სადაც ის შეისწავლიდა კინორეჟისურასა და სცენარის წერას.[3]

კინო-კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კოლუმბიაში ყოფნისას მან ათეულობით მოკლემეტრაჟიანი ფილმი გადაიღო, რომელთა სცენარებიც თავად დაწერა. მათ შორის იყო „სუვენირი“ (1994), რომლის ჩვენებაც სხვადასხვა საერთაშორისო ფესტივალებზე გაიმართა და „წვეულება“ (1997).

ჰოლოდენკოს სრულმეტრაჟიანი ფილმის დებიუტი იყო 1998 წელს, როცა მან „მაღალი ხელოვნება“ გადაიღო. ფილმის გამოსვლის შემდეგ რეჟისორის მენტორობა და ხელშეწყობა მისმა კოლეგამ, ცნობილმა კინორეჟისორმა, მილოშ ფორმანმა იკისრა. ფილმს კრიტიკოსებისაგან დადებითი გამოხმაურებები მოჰყვა. მისი პრემიერა კანის კინოფესტივალზე გაიმართა.

2002 წელს გამოვიდა ჰოლოდენკოს შემდეგი სრულმეტრაჟიანი ფილმი, სახელწოდებით „ლორელის კანიონი“. მასში მთავარ როლებს ფრანსის მაკდორმანდი, კრისტიან ბეილი, კეიტ ბეკინსეილი, ნატაშა მაკელჰოუნი და ალესანდრო ნივოლა ასრულებენ. [4]

„ლორელის კანიონის“ გადაღების შემდეგ ჰოლოდენკო ლოს-ანჯელესში გადავიდა, სადაც სცენარისტი სტიუარტ ბლუმბერგი გაიცნო. მათ გადაწყვიტეს, რომ ერთად სცენარი დაეწერათ და ფილმი, სახელწოდებით „ბავშვები კარგად არიან“, 23 დღეში გადაიღეს. 2010 წელს მისი პრემიერა სანდენსის კინოფესტივალზე გაიმართა. მას „ოქროს გლობუსი“ აქვს მიღებული საუკეთესო კომედიური ჟანრის ფილმის კატეგორიაში. იგი ასევე „ოსკარის“ სამ კატეგორიაში, მათ შორის, საუკეთესო სურათისთვის, იყო ნომინირებული.

2014 წლის ივნისში, ჰოლოდენკო მიწვეული იყო სტუმრის სახით ლოს-ანჯელესის კინოფესტივალზე.

ტელევიზია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰოლოდენკოს გადაუღია ეპიზოდები სხვადასხვა სერიალებისთვის: „ჰომიციდი: ცხოვრება ქუჩაში“, „ექვსი ფუტი მიწის ქვეშ“, „L სიტყვა“

არის რეჟისორი 2014 წელს HBO-სთვის გადაღებული მინისერიალისა, სახელად „ოლივ კიტირიჯი“, რომელშიც მთავარ როლებს ფრანსის მაკდორმანდი და რიჩარდ ჯენკინსი ასრულებენ. მათთან ერთად ჩნდებიან ბილ მიურეი, ჯესი პლემონსი, ზოი კაზანი და სხვები. სერიალი დაფუძნებულია ელიზაბეტ სტრაუტის მიერ დაწერილ იგივე სახელწოდების მქონე წიგნზე. „ოლივ კიტირიჯის“ პრემიერა 2014 წელს ვენეციის კინოფესტივალზე შედგა და მან ხალხის მხრიდან დიდი აღიარება მოიპოვა. არის ოქროს გლობუსის სამი ნომინაციის ლაურეატი. სერიალისთვის თავად ჰოლოდენკოსაც აქვს სხვადასხვა ჯილდოები მოპოვებული.

ჰოლოდენკო არის აღმასრულებელი პროდუსერი მინისერიალისა „სილის გაწნა“, რომლის პირველი ეპიზოდიც ასევე მისი გადაღებულია. ნამუშევარი იგივე სახელის მქონე ავსტრალიური მინისერიალის მიხედვით არის გადაღებული.

ჯილდოები და ნომინაციები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰოლოდენკო ნომინირებული იყო ოქროს გლობუსზე საუკეთესო სცენარის ნომინაციაში, ფილმისთვის „ბავშვები კარგად არიან“. აღებული აქვს უოლდო სატის სახელობის ჯილდო სცენარის წერაში, თავისი სადებიუტო ფილმისთვის - „მაღალი ხელოვნება“.

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

როგორც რეჟისორი

წელი ქართულად მშობლიური სახელწოდება როლი
1994 „ცოცვა“ Crawl რეჟისორი, სცენარისტი
1994 „სუვენირი“ Souvenir რეჟისორი, სცენარისტი, პროდუსერი
1997 „წვეულება“ Dinner Party რეჟისორი, სცენარისტი
1998 „მაღალი ხელოვნება“ High Art რეჟისორი, სცენარისტი
2002 „ლორელის კანიონი“ Laurel Canyon რეჟისორი, სცენარისტი
2004 „გამოქვაბულში მცხოვრები“ Cavedweller რეჟისორი
2010 „ბავშვები კარგად არიან“ The Kids Are All Right რეჟისორი, სცენარისტი

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]