ზოი კაზანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ზოი კაზანი
Zoe kazan 2014 (cropped).jpg
დაბ. სახელი ზოი სუიკორდ კაზანი
დაბ. თარიღი 9 სექტემბერი, 1983 (1983-09-09) (35 წლის)[1]
ლოს-ანჯელესი, კალიფორნია, აშშ
საქმიანობა მსახიობი, სცენარისტი, დრამატურგი
აქტიური 2006–დღემდე
მეუღლე(ები) პოლ დანო (იქ. 2007)

ზოი სუიკორდ კაზანი[2] (ინგლ. Zoe Kazan, დ. 9 სექტემბერი, 1983)[1]ამერიკელი მსახიობი, სცენარისტი და დრამატურგი.

ადრეული ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კაზანი დაიბადა ლოს-ანჯელესში. იგი არის სცენარისტების, ნიკოლას კაზანისა და რობინ სუიკორდის შვილი. მამის მხრიდან მისი ბაბუა და ბებია იყვნენ რეჟისორი ელია კაზანი და დრამატურგი მოლი (თეჩერ) კაზანი.[3]

ზოიმ განათლება მიიღო უაილდვუდის, უინდუორდის და მარლბოროს სკოლებში. შემდეგ სწავლა გააგრძელა იელის უნივერსიტეტში, რომელიც დაამთავრა 2005 წელს.

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2003 წელს შედგა ზოის დებიუტი სამანთას როლში, ფილმში „ხმლების მყლაპავები და გამხდარი ადამიანები“, რასაც მოჰყვა სასცენო როლი, რომანის „მისს ჯინ ბროდის გაფურჩქვნის ხანა“ დადგმაში, რომელშიც სინთია ნიქსონი მონაწილეობდა. 2007 წელს კაზანს ერგო მცირე როლი ფილმში „ველურები“, ლორა ლინისა და ფილიპ სეიმურ ჰოფმანის მონაწილეობით. მოწვეული მსახიობის სახით გამოჩნდა სერიალში „მედიუმი“, მთავარი პერსონაჟის ახალგაზრდობის მეგობრის როლში. შემდეგი როლები იყო ფილმებში „ნაპრალი“ და „ელას ხეობაში“. 2007 წლის ბოლოს დაუბრუნდა სცენას, Playwrights Horizons-ის მიერ დადგმულ სპექტაკლში „100 წმინდანი, რომელიც უნდა იცოდე“ და ჯონათან მარკ შერმანის დადგმაში „რაც გვინდა“ (რეჟ. ითან ჰოუკი).

2008 წლის იანვარში შედგა ზოის დებიუტი ბროდვეიზე აღდგენილ უილიამ ინჯის სპექტაკლში „დაბრუნდი, პატარა შება“. ბენ ბრენტლი გამოცემიდან „The New York Times“ მის გამოსვლას აღწერდა, როგორც „პირველხარისხოვანს“. მან აღნიშნა, რომ „კაზანი არის ძალიან ძლიერი პერსონაჟის მორცხვი ხასიათის გადმოცემისას“.[4] შემოდგომაზე იგი ბროდვეიზე მაშას როლში, ანტონ ჩეხოვის „თოლიის“ დადგმაში გამოჩნდა, კრისტინ სკოტ ტომასისა და პეტერ შარსგორდის თანამონაწილეობით.[5] იმავე წელს მიიღო როლები ფილმებში „აგვისტო“ და „რევოლუციური გზა“.

კაზანი აქტიური დრამატურგია. 2009 წელს მისი პიესა „აბესალომი“ წარმოდგენილი იქნა ლუისვილში. ეს პიესა, რომელშიც მოთხრობილია მამის შვილებთან ურთიერთობებზე, მუშავდებოდა კაზანის იელის უნივერსიტეტში სწავლის პერიოდიდან.[6] წლის ბოლოს ზოიმ შეასრულა მერილ სტრიპის შვილის როლი ნენსი მაიერის კომედიურ ფილმში „ეს რთულია“. ბროდვეიზე დაბრუნდა 2010 წლის 6 ივნისს, კრისტოფერ უოკენისა და სემ როკუელის თანამონაწილეობით, სპექტაკლში „უხელო სპოკანიდან“. 2009 წელს ფილმებში „მეზიზღება ვალენტინის დღე“ და „ფეთქებადი გოგონა“ მთავარი როლები ერგო.

2010 წელს შეასრულა მერი კათრინის, მთავარი პერსონაჟის როლი, დრამატულ კომედიაში „ბედნიერადგმადლობკიდევარაფრის“. 2010 წელს პოლ დენოსთან ერთად გამოჩნდა ფილმში „მიკის ათვლა“. იმავე წლის შემოდგომაზე ითამაშა ჰარპერ პიტის როლი დადგმაში „ანგელოზები ამერიკაში“.[7] შეასრულა ნინას როლი HBO-ს სერიალში „სიკვდილამდე მოწყენილი“.

2011 წელს შედგა ზოის სპექტაკლის „ჩვენ აქ ვცხოვრობთ“ პრემიერა.[8] შემდეგი პროექტი იყო „რუბი სპარქსი“, რომელიც მისი თანამონაწილეობით დაიწერა. ფილმში კაზანი მთავარ როლს ასრულებს, პოლ დენოსან, კრის მესინასთან, ანტონიო ბანდერასთან, ანეტ ბენინგთან, დებორა ენ უოლთან და სტივ კუგენთან ერთად.[9][10]

2013 წელს გამოვიდა „რა იქნებოდა, რომ“, ზოისა და დენიელ რედკლიფის მონაწილეობით, ხოლო 2014 წელს - „შენს თვალებში“, რომელშიც ერთ-ერთ როლს ნიკი რიდი ასრულებს.

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გარდა რამდენიმე ნომინაციისა, ზოის მიღებული აქვს ჯილდოებიც. 2009 წელს ფილმში „ეს რთულია“ შესრულებული როლისთვის მიიღო მიმოხილვების ეროვნული კომისიის ჯილდო. იმავე წელს ტრიბეკას კინოფესტივალის ფარგლებში გახდა საუკეთესო მსახიობის ჯილდოს მფლობელი, ფილმისთვის „ფეთქებადი გოგონა“.

2012 წელს დეტროიტის კინოკრიტიკოსთა საზოგადოებამ კაზანს გამრღვევი მსახიობის ჯილდო გადასცა, ფილმში „რუბი სპარქსი“ შესრულებული როლისთვის.[11]

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2007 წლიდან ხვდება მსახიობ პოლ დანოს.[10][12]

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წელი ქართულად მშობლიური სახელწოდება როლი
2007 ველურები The Savages სტუდენტი
2007 მედიუმი Medium იზი
2007 ნაპრალი Fracture მონა
2007 ელას ხეობაში In the Valley of Elah ეინჯი
2008 აგვისტო August გელის თანამშრომელი
2008 მე და ორსონ უელსი Me and Orson Welles გრეტა ადლერი
2008 რევოლუციური გზა Revolutionary Road მორინ გრუბი
2009 ეს რთულია It's Complicated გები ადლერი
2009 მეზიზღება ვალენტინის დღე I Hate Valentine's Day ტემი გრინვუდი
2009 ფეთქებადი გოგონა The Exploding Girl ივი
2010 ბედნიერადგმადლობკიდევარაფრის happythankyoumoreplease მერი კათრინი
2010 მიკის ათვლა Meek's Cutoff მილი გეიტლი
2010 სიკვდილამდე მოწყენილი Bored to Death ნინა
2012 რუბი სპარქსი Ruby Sparks რუბი
2013 რა იქნებოდა, რომ What If ჩენტრი
2014 შენს თვალებში In Your Eyes რებეკა პორტერი
2014 გამოჩენა Showing Up საკუთარი თავი
2014 ოლივია კიტერიჯი Olive Kitteridge დენიზ ტიბოდო
2015 ჩვენი ბრენდი კრიზისია Our Brand Is Crisis ლებლანი
2016 ჩემი ბრმა ძმა My Blind Brother ფრენსი
2016 მონსტრი The Monster კეითი
2017 დიდი სნეულება The Big Sick ემილი
2017 ველური ცხოვრება Wildlife -
2018 ბასტერ სკრაგზის ბალადა The Ballad of Buster Scruggs -

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 30 Under 30 – Zoe Kazan. BroadwaySpace.com (2011). ციტატა: „Age: 27 (09/09/83)“
  2. CUE & A: Zoe Kazan. Playbill.com (March 9, 2010).
  3. Nicholas Kazan Biography. FilmReference.com.
  4. Theater Review: 'Come Back, Little Sheba'“, January 25, 2008. 
  5. The Seagull. Internet Broadway Database. წაკითხვის თარიღი: September 29, 2008.
  6. Zoe Kazan, Charles L. Mee, Naomi Wallace Are Among 2009 Humana Fest Writers. Playbill.com (November 13, 2008). წაკითხვის თარიღი: July 31, 2009.
  7. Announcing the Cast of ANGELS IN AMERICA. Signature Theatre Company (2010).
  8. http://www.manhattantheaterclub.com/past-shows/welivehere
  9. Ruby Sparks - Movie Trailers - iTunes. iTunes. წაკითხვის თარიღი: April 21, 2012.
  10. 10.0 10.1 Stephen Holden. (2012-07-24) She’s Everything He Wants, and Therein Lies the Problem ‘Ruby Sparks,’ Written by and Starring Zoe Kazan. The New York Times.
  11. დეტროიტის კინოკრიტიკოსთა საზოგადოება. (2012-12-14) The 2012 Detroit Film Critics Society Awards. დეტროიტის კინოკრიტიკოსთა საზოგადოება.
  12. Ryzik, Melena. (April 1, 2009) Chasing Stardom, in No Particular Rush. New York Times.