ლიზა პერეს ჯეკსონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ლიზა პერეს ჯეკსონი
Lisa Perez Jackson
ლიზა პერეს ჯეკსონი Lisa Perez Jackson
გარემოს დაცვის სააგენტოს მე-12 ადმინისტრატორი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
23 იანვარი, 2009 – 19 თებერვალი, 2013
პრეზიდენტი  ბარაკ ობამა
წინამორბედისტივენ ჯონსონი
მემკვიდრეჯინა მაკ-კარტი

დაბადებული8 თებერვალი, 1962
ფილადელფია, პენსილვანია, აშშ
პოლიტიკური პარტიადემოკრატიული პარტია
მეუღლეკენეთ ჯეკსონი
განათლებატულეინის უნივერსიტეტი, პრინსტონის უნივერსიტეტი
პროფესიაინჟინერ-ქიმიკოსი

ლიზა პერეს ჯეკსონი (ინგლ. Lisa Perez Jackson; დ. 8 თებერვალი, 1962, ფილადელფია, პენსილვანია, აშშ) — ამერიკელი პოლიტიკოსი, ქიმიის ინჟინერი, აშშ-ის გარემოს დაცვის სააგენტოს ადმინისტრატორი პრეზიდენტ ბარაკ ობამას ადმინისტრაციაში (2009-2013 წწ.). იგი პირველი აფრო-ამერიკელია ამ თანამდებობაზე. 2013 წლიდან კომპანია ეფლის ვიცე-პრეზიდენტი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა 1962 წლის 8 თებერვალს პენსილვანიის შტატის ქალაქ ფილადელფიაში. იგი სწავლობდა ტულეინის უნივერსიტეტში, რომლის დასრულების შემდეგ მიიღო ქიმიური მანქანათმშენებლობის ბაკალავრის ხარისხი. პრინსტონის უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ კი მიიღო მაგისტრის ხარისხი ასევე ქიმიურ მანქანათმშენებლობაში.

2006 წლის 28 თებერვლიდან 2008 წლის 30 ნოემბრამდე მუშაობდა ნიუ-ჯერსის შტატის გარემოს დაცვის დეპარტამენტის კომისრად.

2008 წელს ნიუ-ჯერსის შტატის გუბერნატორმა ჯონ კორზაინმა დააანონსა, რომ 2008 წლის 1 დეკემბრიდან ლიზა ჯეკსონი იქნებოდა მისი ადმინისტრაციის მეთაური და შეცვლიდა ბრედლი ებელოუს. დანიშვნიდან ძალიან მალევე პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ლიზას შესთავაზა გარემოს დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელობა. ამიტომ ახლადაკავებული თანამდებობის დატოვება მოუხდა 15 დეკემბერს. ამავე დღეს არჩეულმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ოფიციალურად წარადგინა გარემოს დაცვის სააგენტოს ადმინისტრატორის თანამდებობაზე[1]. აშშ-ის სენატმა მისი კანდიდატურა 2009 წლის 22 იანვარს დაამტკიცა[2], 2009 წლის 23 იანვრიდან შეუდგა მოვალეობის შესრულებას. იგი იყო პირველი აფრო-ამერიკელი, რომელმაც დაიკავა გარემოს დაცვის სააგენტოს ადმინისტრატორის თანამდებობა. გარდა ამისა, იგი ამ თანამდებობაზე მეოთხე ქალია და მეორე ნიუ-ჯერსელი. ადმინისტრატორის პოზიციაზე ლიზა ჯეკსონმა იმუშავა 2013 წლის 19 თებერვლამდე.

2013 წლის 28 მაისს კომპანია Apple Inc.-ის გენერალურმა დირექტორმა ტიმ კუკმა D11-ის კონფერენციაზე The Wall Street Journal-ის დირექტორს განუცხადა, რომ ლიზა პერეს ჯეკსონი შუერთდებოდა ეფლის ხელმძღვანელთა რიგებს. Apple–ში ლიზა ჯეკსონი ვიცე–პრეზიდენტია, რომელიც უშუალოდ აძლევს რჩევებს ტიმ კუკს და აკონტროლებს Apple–ის გარემოსდაცვით ინიციატივებს.

2018 წელს ტიმ კუკმა მიიწვია ჯეკსონი, რათა თან ახლდეს იგი აშშ-ს სახელმწიფო სადილზე, რომელიც გაიმართებოდა თეთრ სახლში, 24 აპრილს საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონისთვის. ჯეკსონი პარიზის კლიმატის ხელშეკრულების აქტიური მომხრეა და იყო ბარაკ ობამას კაბინეტის ერთადერთი ყოფილი წევრი, ვინც ესწრებოდა ვახშამს[3].

ლიზა პერეს ჯეკსონი ასევე პრინსტონისა და ტულეინის უნივერსიტეტის საბჭოების წევრია. ასევე არის ბილ კლინტონის საქველმოქმედო ფონდის წევრი, რომელიც დაკავებულია შიდსთან ბრძოლით, ასევე ინტერესდება გლობალური დათბობის საკითხებითა და ბავშვების ზედმეტი წონით.

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიზა ჯეკსონის დედა ცხოვრობდა ქალაქ ნიუ-ორლეანში, მაშნ როდესაც ქარიშხალმა კატრინამ დატბორა ქალაქი. ლიზამ დედამისი ამ დროს ქალაქიდან გაიყვანა[4].

ლიზა პერესი გათხოვილია კენეთ ჯეკსონზე და არის ორი შვილის დედა[5].

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Heininger, Claire, Margolin, Josh. "Obama picks N.J. official to lead environmental agency", NJ.com, December 10, 2008.
  2. "Senate confirms Lisa Jackson as EPA administrator", January 23, 2009. The Star-Ledger, January 23, 2009, retrieved January 23, 2009.
  3. Breland, Ali, Tech relishes role as Trump antagonist, The Hill, April 29, 2018
  4. Tilove, Jonathan. "Obama taps New Orleans native Lisa Jackson to lead Environmental Protection Agency". The Times-Picayune, December 15, 2009, retrieved January 23, 2009
  5. Biographical information. "About Commissioner Lisa P. Jackson", New Jersey Department of Environmental Protection, accessed December 12, 2008.