ლიანა გაბეჩავა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ლიანა გაბეჩავა
დაბ. თარიღი 20 ოქტომბერი, 1935 (1935-10-20) (84 წლის)
ქუთაისი, საქართველოს სსრ, სსრკ
ეროვნება ქართველი
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკსაქართველოს დროშა საქართველო
ალმა-მატერი თბილისის უცხო ენათა ინსტიტუტი
საქმიანობა პედაგოგი, მთარგმნელი
ჯილდოები
საქართველოს ღირსების ორდენი

ლიანა გაბეჩავა (დ. 20, ოქტომბერი, 1935, ქუთაისი) — ქართველი პედაგოგი, მთარგმნელი, წარსულში თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენათა ინსტიტუტის დამსახურებული ლექტორი. ღირსების ორდენის კავალერი (1996), საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი. ინგლისურ ენაზე თარგმნა არაერთი მნიშვნელოვანი ქართული ნაშრომი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა 1935 წლის 20 ოქტომბერს, ქუთაისში. მამა ქუთაისში ქართულ ჯარში მსახურობდა. დედამ თსუ-ს პედაგოგიური ფაკულტეტის გაუქმების შემდეგ დაამთავრა ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტი. ორი წლის შემდეგ ოჯახი საცხოვრებლად გადავიდა თბილისში.

1943 წელს შევიდა პირველ ქალთა საშუალო სკოლაში, მე-9 კლასიდან გადავიდა მე-6 ქალთა სკოლაში. 1960 წელს დაამთავრა თბილისის უცხო ენათა ინსტიტუტის ინგლისური ენის ფაკულტეტი.

სტუდენტობის პერიოდში ქართულ ენაზე თარგმნიდა ინგლისელი მწერლების მოთხრობებს. რამდენიმე მათგანი დაიბეჭდა ჟურნალ „ხოლმში“ და ამერიკული ნოველების ორტომეულში. ინსტიტუტის დასრულების შემდეგ დარჩა ლაბორანტად, ხშირად მუშაობდა უცხოელ დელეგაციებთან, ასევე სინქრონისტ მთარგმნელად სხვადასხვა სამეცნიერო კონფერენციებზე, (მაგ: რუსთაველის იუბილესადმი მიძღვნილ სამეცნიერო კონფერენციაზე; მიწისძვრების და ცუნამის შესახებ გამართულ სამეცნიერო კონფერენციაზე; ე.წ. „ჩატოკვას" კონფერენციაზე და სხვა.).

აქტიურად ეწეოდა მთარგმნელობით მუშაობას. ინგლისურიდან თარგმნა სტენ ბარსტოუს რომანი „ესეც ხომ სიყვარულია“.[1] უმეტესად თარგმნიდა სამეცნიერო ნაშრომებს ქართულიდან ინგლისურად. მის თარგმანებს შორისაა ლევან სანიკიძის ისტორიული რომანი „ჰაბირუელ, ისრაელ, ებრაელ,“ რომელიც ცალკე წიგნად გამოიცა, აგრეთვე თარგმნა ქართული არქიტექტორების რვატომეული, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში ქართული ხალხური პოლიდონიისადმი მიძღვნილი კონფერენციის მასალები, პროფესორ მიმინოშვილის წიგნი „ეთნოგრაფიული მუგზაურობა საქართველოში“, დამანა მდივნიშვილის „მშვენიერთა სავანე“. ინგლისურად თარგმნა და 2010 წელს ლონდონში გამოიცა წიგნი „მაქსიმე აღმსარებელი და საქართველო“.

ინსტიტუტში მუშაობის პერიოდში დაასახელეს წლის საუკეთესო მასწავლებლად. დაჯილდოებულია ღირსების ორდენითა და საქართველოს სახელმწიფო პრემიით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წლებში, გვ. 82, თბილისი, 2012 წელი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]