განხილვა:ლიანა გაბეჩავა

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

რამდენად მიზან შეწონილია ამ სტატიის არსებობა? არც რაიმე სახის წყარო მოიძებნება ამ პიროვნების შესახებ და ფაქტებშიც ცთომილებაა!Gobrona განხილვაწვლილი 10:02, 11 მაისი 2017 (UTC)[უპასუხე]

აი ეგ მთავარი პრობლემაა. თუ მართლა არაფერი მოიპოვება, რაღაც უნდა ვქნათ. მაგრამ, როგორც ვნახე, ნახსენებია სტუ-ს ბიბლიოთეკა-ში და სხვა ბაზებშიც. ამიტომ, პიროვნება არსებობს. უმჯობესი იქნება, კარგი საქმე გავაკეთოთ - უზუსტობები შევასწოროთ და მოვიპოვოთ მეტი წყარო. ასეთი ხალხი წუხანდელი მოვლენილი მწერალი და მთარგმნელი არ არის, რომ ასე მარტივად მოვშალოთ. --Abandoner განხილვაწვლილი 10:05, 11 მაისი 2017 (UTC)[უპასუხე]

კი კატალოგებში მეც ვნახე მისი სხვადასხვა ნაშრომები, მაგრამ ამის ავტორს ორი უხეში შეცდომა აქვს დაშვებული, ერთი ის რომ წერს: „1910 წელს გამოიცა წიგნი მაქსიმე აღმსარებელი და საქართველოო“ და მეორე ის, რომ „1906 წელს გავიდა პენსიაზე“, როცა ამ პერიოდში დაბადებულიც კი არ იყო :), შემდეგ მოვიძიე წყარო სადაც წერია, რომ აღნიშნული წიგნი გამოვიდა 2010 წელს, მაგრამ წყარო პენსიაზე გასვლის შესახებ - ვერა!Gobrona განხილვაწვლილი 10:20, 11 მაისი 2017 (UTC)[უპასუხე]

35-ში თუ დაიბადა, პენსიაზე 90-იანებში უნდა გასულიყო, 95 წელს (წესით), გაწიე-გამოწიე - 2000-ში. --Abandoner განხილვაწვლილი 11:04, 11 მაისი 2017 (UTC)[უპასუხე]