ლესბოსის ალყა (1462)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლესბოსის ალყა (1462)
ევროპის ოსმალური ექსპანსიის ნაწილი

ქალაქ მიტილენის ციხე
თარიღი 1462 წლის 1 სექტემბერი15 სექტემბერი
მდებარეობა ლესბოსი
შედეგი ოსმალთა გამარჯვება
მხარეები
გატილუსიოების საგვარეულო

ჰოსპიტალიერები

ოსმალეთის იმპერია
მეთაურები
ნიკოლო გატილუსიო

ლუჩიანო გატილუსიო

მეჰმედ II

ველი მაჰმუდ-ფაშა

ძალები
50000 მეომარი
  • 70 ჰოსპიტალიერი რაინდი
  • 110 კატალონიელი მეკობრე
20000 მეომარი
  • 67-200 ხომალდი
დანაკარგები
უცნობია უცნობია

ლესბოსის ალყაოსმალთა მიერ გამართული საბრძოლო მოქმედება, რომელიც გაიმართა 1462 წლის სექტემბერში. თურქთა არმიამ, მეჰმედ II-ის სარდლობით, ალყა შემოარტყა კუნძულ ლესბოსის დედაქალაქს, მიტილენს. მისი ხელში ჩაგდების შემდეგ სხვა ციხე-ქალაქები თავადვე დანებდნენ და სულთანს მორჩილება აღუთქვეს. ამ კამპანიამ ბოლო მოუღო გენუელთა ნახევრად დამოუკიდებელ ბატონობას 一 გატილუსიოს ოჯახმა ეგეოსის ჩრდილო-აღმოსავლეთში, ჯერ კიდევ მე-14 საუკუნის შუა ხანებიდან, საკუთარი სამმართველო სისტემა ჩამოაყალიბა, რამაც მომდევნო წელს პირველი ოსმალეთ-ვენეციის ომის წამოწყებას შეუწყო ხელი.

მე-14 საუკუნის შუა ხანებში გატილუსიოს საგვარეულომ შეძლო ლესბოსზე ძალაუფლების მოპოვება ბიზანტიური პროტექტორატის გავლენის ქვეშ. 1453 წლისთვის გატილუსიოს სამფლობელო მოიცავდა ეგეოსის ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთში მდებარე კუნძულთა უდიდეს ნაწილს. თუმცა, ამავე წელს მომხდარმა კონსტანტინოპოლის დაცემამ და ბიზანტიის იმპერიის გაქრობამ, გატილუსიოს პრობლემები გაუჩინა 一 სულთანი მას დღითიდღე უმცირებდა საკუთრებაში არსებულ მიწებს, რაც, საბოლოოდ, იმით დამთავრდა, რომ 1456 წლისთვის მას მხოლოდ კუნძული ლესბოსიღა შერჩა, იმის სანაცვლოდ რომ ის ოსმალეთს ყოველწლიურ ხარკს გადაუხდიდა. ამან გამოიწვია ნიკოლო გატილუსიოს, გატილუსიოს მამულის გამორჩეული წარმომადგენლის, უეცარი მოქმედებაც, როცა მან საკუთარ ძმას კუნძული წაართვა და ოსმალთა წინააღმდეგ გასალაშქრებლად მზადება დაიწყო. დიდი მონდომებისა და მოწოდების მიუხედავად, სხვა ევროპული სახელმწიფოებისგან დახმარების ხელი არავის გაუწვდია. მეჰმედ II-მ ლესბოსის წინააღმდეგ 1462 წლის აგვისტოს მოაწყო ლაშქრობა, სადაც ისინი ერთი თვის შემდეგ, იმავე წლის სექტემბერში, ჩავიდნენ. რამდენიმედღიანი შეტაკებების სერიის შემდეგ ოსმალებმა არტილერიის გამოყენება დაიწყეს და მიტილენის ციხის დაბომბვას შეუდგნენ. შეტევის მერვე დღეს ოსმალებმა ხელთ იგდეს ნავსადგურში არსებული თითქმის ყველა ციხესიმაგრე და კუნძულის სამხრეთში არსებული ქალაქი 一 მელანუდიონი. ამან მცველებს შორის პანიკა გააღვივა და ყველამ ბრძოლის ველის მიტოვებაზე დაიწყო ფიქრი. საბოლოოდ, ნიკოლო გატილუსიომ ციხე და კუნძულის დარჩენილი ნაწილი ამავე წლის 15 სექტემბერს დათმოიმ პირობით, რომ ოსმალთაგან გარკვეულ მამულს მიიღებდა საჩუქრად. ოსმალებმა მისი ეს პირობა არათუ არა აასრულეს, იგი კონსტანტინოპოლში გაიწვიეს, სადაც სიკვდილითაც დასაჯეს, ანალოგიური ბედი ეწიათ სხვა უამრავ მცველსაც, რომელთა უდიდესი ნაწილიც სულთნის სასახლეში მონად გაიყიდა. ოსმალეთის მმართველობა კუნძულ ლესბოსზე, მცირე შეფერხებების მიუხედავად, 1912 წლამდე გაგრძელდა.

გატილუსიო და ოსმალები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შუა საუკუნეებში კუნძული ლესბოსი ბიზანტიის იმპერიიის საკუთრებას წარმოადგენდა. 1090-იან წლებში კუნძული მცირე ხნით დაიკავა თურქმა ემირმა, ჩაკა ბეგიმ. XII საუკუნეში კუნძული ვენეციის რესპუბლიკის ძარცვის სამიზნე გახდა. მეოთხე ჯვაროსნული ლაშქრობის (1202-1204) შემდეგ, კუნძლი ლათინთა იმპერიის გარნიზონებში მოექცა, თუმცა 1224 წელს ნიკეის იმპერიამ ის კვლავ შემოიერთა. თითქმის ასი წლის შემდეგ, 1354 წელს, იგი კერძო საკუთრებად გადაეცა ფრანჩესკო გატილუსიოს.[1] გატილუსიოები აგრეტვე მართავდნენ დღევანდელი იზმირის ტერიტორიასაც და თრაკიის უდიდეს ნაწილს. 1430-იან წლებში, როცა ბიზანტიის ძალაუფლება მკვეთრად ეცემა, გატილუსიოები თასოსსა და სამოთრაკსაც საკუთარი გავლენის ქვეშ აქცევენ.[2]

1453 წელს კონსტანტინოპოლი დაეცა, ეს კი არა მარტო ახალგაზრდა, ამბიციური სულთან მეჰმედისთვის აღმოჩნდა გარდამტეხი, არამედ სრულიად რეგიონისთვის.[3] გატილუსიოებმა ისარგებლეს მომენტით და დაიპყრეს კუნძული ლემნოსი, თუმცა ეს მოვლენა არც ოსმალეთის სულთანს გამოჰპარვია, რომელმაც კუნძულისგან ყოველწლიურ ხარკად 3000 ოქროს მონეტა მოითხოვა.[4][5] ვასალიტეტის პოზიცია მაშინ დადასტურდა, როცა 1455 წელს ოსმალეთის ფლოტმა, ჰამზა ბეის ხელმძღვანელობით, მოიარა ეგეოსის ზღვის კუნძულები. ამასთან დაკავშირებით, დომენიკო გატილუსიომ, ლესბოსის მმართველმა, გააგზავნა საკუთარი ბერძენი მდივანი, ისტორიკოსი დუკა, რატა შეხვედროდა ოსმალურ ფლოტს, დიდი ძღვენი გაეცა მათთვის და ქვეყნებს შორის მშვიდობიანობაზე ესაუბრა.[6] დომენიკომ ცოტა ხნის წინ შეცვალა საკუთარი მამა. როცა დომენიკომ საკუთარი მდივანი ოსმალეთში ძღვენითურთ გააგზავნა, ამ უკანასკნელს დოემნიკოს სამფლობელოების გადაცემა მოსთხოვეს. შედეგად, დომენიკო იძულებული გახდა, დაეტოვებინა თასოსი, გაეზარდა წლიური ხარკი 4000 ოქრომდე და დადევნებოდა კატალონიელ მეკობრეებს, რომლებიც ანატოლიის სანაპიროზე, კუნძულ ლესბოსის ნმოპირდაპირე მხარეს შეიჭრნენ.[7][8]

ლესბოსისა და ქიოსის კუნძულები, თანამედროვე რუკა

ამას ხელი არ შეუშლია სულთნისთვის, დაეპყრო ძველი ფოკას ტერიტორია, ან შეეტია დოემნიკოს ბიძაშვილის, დორინო გატილუსიოს სამფლობელოებისთვის 1456 წლის იანვარში. თავად მეჰმედმა დაიპყრო აინოსი, ხოლო ადმირალმა იუნუს ფაშამ კუნძულები 一 სამოთრაკი და იმბროსი 一 დაიმორჩილა.[8][9] ლემნოსი, რომელსაც დომენიკოს უმცროსი ძმა, ნიკოლო მართავდა, ასევე დაიკარგა, როდესაც ადგილობრივი მოსახლეობა აჯანყდა 1456 წლის გაზაფხულზე და ოსმალეთის დახმარებას ითხოვდა.[10][11] ლესბოსი კი ამჯერად გადარჩა და მიუხედავად იმისა, რომ ამ დროისთვის ეგეოსის ზღვაში ქრისტიანული ძალები საკმაოდ შესუსტებული იყო, სულთანს ყურადღება ბალკანეთში მიმდინარე ომზე ჰქონდა გადატანილი.[12] 1456 წელს პაპის ესკადრილიამ, კარდინალ ლუდოვიკო ტრავისანის მეთაურობით, დაიპყრო კუნძულები ლემნოსი, თასოსი და სამოთრაკია.[13][14] მიუხედავად იმისა, რომ გატილუსიოებს არანაირი კავშირი არ ჰქონდათ ამ მოვლენასთან, 1457 წელს სულთანმა გაგზავნა თავისი ოსმალური ფლოტი ლესბოსზე შესატევად. ოსმალთა შეტევა მითიმნაზე იყო მიმარტული, თუმცა დიდი წინააღმდეგობის და, აგრეთვე, ტრევისანის ფლოტის დახმარების წყალობით, ოსმალეთს გეგმები ჩაეშალა და ლესბოსი ვერ იგდო ხელთ.[14][15]

1458 წლის ბოლოს, ნიკოლო გატილუსიო, რომელიც თავშესაფარს ლესბოსზე პოულობს, ტახტიდან აგდებს საკუთარ ძმას, კლავს მას და ამყარებს უზურპაციას სრულიად კუნძულზე. იმის გათვალისწინებითაც, რომ ნიკოლო კატალონიელ მეკობრეთა მიმართ საკმაოდ ტოლერანტულად იყო განწყობილი, ეს იყო შესანიშნავი საბაბი მეჰმედისთვის, საბოლოოდ დაეპყრო ლესბოსი.[16][17] მოახლოებული საბრძოლო კამპანიისთვის მეჰმედმა არაერთი ცვლილება შეიტანა უშუალოდ სამხედრო სისტემაში 一 გააფარტოვა ოსმალური ფლოტი, წამოიწყო ოსმალური გალეების ინტენსიური ტრენინგი კონსტანტინოპოლისა და დარდანელის სრუტის ირგვლივ და ა.შ.[17] გატილუსიომ გენუისკენ რამდენიმე დესპანი გაგზავნა პაპის და სხვა რამდენიმე ევროპული სახელმწიფოსგან დახმარების სათხოვნელად, თუმცა ამ გეგმამ არ გაამართლა. ცხადია, ეს იმას ნიშნავდა, რომ გენუის სამმართველოში ლესბოსის კუნძული სათავისოდ აწყობდათ, სწორედ ეს იყო მათი არდახმარების მიზეზი.[18][19] ამასობაში ოსმალებმა მოახერხეს ტრევისანის მიერ ჩაგდებული კუნძულების უკან დაბრუნება და დაიმორჩილეს ბიზანტირი მორეის დესპოტატი, რამაც კიდევ უფრო გააძლიერა ოსმალთა კონტროლი სრულიად ბალკანეთზე და საბერძნეთის ტერიტორიაზე. ყოფილი გატილუსიოს სამფლობელოები ოსმალეთის სულთანმა მორეის ბოლო დესპოტს, დემეტრე პალეოლოგოსს გადასცა.[20] ამის საპასუხოდ, ნიკოლო გატილუსიო აძლიერებდა მითილენის ციხეს, ქმნიდა თხრილებსა და თიხის ბორცვებს, როგორც ამას მისი მდივანი, ისტორიკოსი დუკა ამბობს.[21][18]

ლესბოსის დაპყრობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოწინააღმდეგე ძალები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1462 წლის აგვისტოში მეჰმედი გადადის ანატოლიაში, მას შემდეგ, რაც ტროას ნანგრევები მოინახულა. ამ ნანგრევების შემხედვარე, ის საკუტარ თავს ტროელად მიიჩნევდა, რომელსაც ბერძნებზე შურისძიება ჰქონდა დავალებული. მცირე აზიაში გადასვლის შემდეგ, ის მომენტალურად საომარ სამზადისს იწყებს. ჰოსპიტალიერთა ანგარიშით, რომელიც მომხდარიდან სულ რამდენიმე კვირაში დაიწერა, თურქებს 40000 ჯარისკაცი ჰყავდათ გამოყვანილი. არმიას თან ახლავდა ძლიერ იფლოტი, რომელსაც ხელმძღვანელობდა ველი მაჰმუდ-ფაშა.[18][22] მათ სიძლიერეზე სხვადასხვა წყარო სხვადასხვა ინფორმაციას გვაწვდის. ჰოსპიტალიერთა ნარკვევის მიხედვით, ოსმალეთის ფლოტი შეიცავდა 8 ხომალდს, 25 გალეასა და 80 პატარა ხომალდს. მითილენის რომის კათოლიკე მთავარეპისკოპოსი ბენედეტო საკუთარ ჩანაწერებში აღნიშნავს, რომ ის შეიცავდა 5 ხომალდს, 24 გალეასა და 96 მცირე ხომალდს. ვენეციელი მემატიანე, სტეფანე მანიო აღნიშნავს, რომ 6 შეიარაღებულ ხომალდს თან ახლდა 12 გალეა და 47 მცირე ხომალდი. თავად ისტორიკოსი დუკას მიხედვით, ოსმალთა ფლოტი 7 სატრანსპორტო გემსა და 60 გალეას შეიცავდა. ლაონიკე ქალკოკონდილე, ბიზანტიელი ისტორიკოსი, ფლოტის შემადგენლობას შემდეგნაირად აღრიცხავს: 25 გალეა და 100 მცირე ხომალდი. ვენეციური წყაროების თანახმად, ოსმალთა ფლოტში თითქმის 65 გემი იყო გაერთიანებული, ამ რიცხვს კი 200-მდე ზრდის ისტორიკოსი კრიტობულოსი.[23]

დუკას მტკიცებით, ლესბოსის მცველთა არმიაში 5000 ჯარისკაცი ირიცხებოდა, თუმცა არქიეპისკოპოსი ბენედეტო ამტკიცებს, რომ მასში მხოლოდ 1000 მეომარი ერთიანდებოდა, რომელთაგან 70 ჰოსპიტალიერთა ორდენის წევრი რაინდი და 110 დაქირავებული კატალონიელი მეკობრე იყო.[24][25] დუკას მიხედვით, ქალაქ მიტილენში ცხოვრობდა 20000 მშვიდობიანი მოსახლე.[21] ქალაქის მცველები ისევ და ისევ ვენეციელთა დახმარების იმედზე იყვნენ დამოკიდებულნი. ვენეციელთა ფლოტი ვეტორე კაპელოს მეთაურობით, ქიოსთან ახლოს გაჩერდა, თუმცა მას საკუთარი მეთაური მკაცრად მოუწოდებდა, არ გაეკეთბინა ისეთი რამ, რის შემდეგაც ოსმალეთთან ვენეციელებს ბრძოლა მოუწევდათ. საბოლოოდ, კაპელო თავისი 29 გალერით გაემართა ლესბოსისკენ, თუმცა, როცა შეეძლო ოსმალთა ფლოტი ადვილად მოექცია ალყაში, მან ეს არ გააკეთა და გატილუსიოს არ დაეხმარა.[26][27]

მიტილენის ალყა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1 სექტემბერს ოსმალური ფლოტი, მაჰმუდ ფაშას მეთაურობით, ჩავიდა კუნძულზე და წმინდა გიორგის ნავსადგურში გაჩერდა. ნიკოლომ გაგზავნა ელჩწები, რათა ეკითხათ, რა იყო მათი კუნძულზე ყოფნის მიზეზი, მით უმეტეს, როცა ის ხარკის გადახდას განუწყვეტლივ აგრძელებდა. მაჰმუდ ფაშამ ელჩებს მიტილენისა და, მთლიანად, კუნძულის დათმობა მოითხოვა. თავად მეჰმედმა კუნძულზე აგიასმატის გავლით გადავიდა და ჩასვლისთანავე იგივე პირობა წაუყენა ნიკოლოს, რაზეც ნიკოლომ უპასუხა, რომ ამ საქმეს სამხედრო ძალას მიანდობდა.[28][24]

მეჰმედ II-ის პორტრეტი

ოსმალეთის ადმირალმა ჩამოიყვანა სამხედროები, რომლებმაც გაანადგურეს სოფელი, უამრავი მათგანი კი შეიპყრეს. ოთხი დღის შემდეგ ლესბოსამდე ჩამოაღწიეს ოსმალურმა ქვემეხებმა, რომელთაგან თითოეულს 300 კგ-ზე მეტი მასის ტყვიის ტყორცნა შეეძლო. ქვემეხთა დიდი ნაწილი ქალაქის გარნიზონებთან განლაგდა, თუმცა ზოგიერთი პორტის მიმდებარეთაც დატოვეს. მალევე დაიწყო შტურმი კოშკებზე, მათ შორის გამოსარჩევია ღვტისმშობლის სახელობის კოშკი, რომელიც მერვე დღეს აიღეს და მასზე წითელი დროშა აღმართეს.[28] ოსმალებმა მთელი ძალები ციხის ქვედა ნაწილისკენ მიმართეს, რომელცი ცნობილია, როგორც მელანუდიონი. ციხის ამ მხარეს ნიკოლოს ბიძაშვილი, ლუჩიანო გატილუსიო იცავდა. ლეიტენანტებმა მას ციხისთვის ცეცხლის წაკიდება და მიტოვება ურჩიეს, რადგანაც, მათივე აზრით, გაუსაძლისი იყო ასეთ მდგომარეობაში ყოფნა, თუმცა ლუჩიანო ამ იდეას შეეწინააღმდეგა. მან მართლაც ხუთი დღე გაუძლო ოსმალეთის განმეორებით თავდასხმებს, თუმცა თურქებმა მაინც მოახერხეს კედლებზე ასვლა, არაგონიის დროშით ხელში. მეორე დღეს, 20000 ოსმალის მასიურმა თავდასხმამ ციტადელი გაარღვია, თავად ლუჩიანო კი დარბევას ძლივს დაუსხლტა.

ადგილობრივთა პანიკა ნაღმტყორცნის გამოყენებამ უფრო გააძლიერა, რომელმაც დაანგრია უამრავი სახლი, გაანადგურა შენობები მათში მცხოვრებლებითურთ და, ანალოგიურად, განდევნა გარნიზონის მცველები. ამ დროს გავრცელდა ეჭვი, რომ, თითქოს ლუჩიანომ დიდი თანხის სანაცვლოდ თურქებს ციხის ყველაზე სუსტად გამაგრებულ მხარეს მიასწავლა. მალე ლესბოსელთა არმიაში არეულობა დაიწყო. იანიჩრები შეიჭრნენ ციხეში, გაძარცვეს საწყობები, რომლითაც მთელი წლის საკვებ მარაგს ინახავდნენ გარნიზონის მცველთათვის, შემდეგ თურქები დათვრნენ და გამარჯვების აღსანიშნავად მთელი ღამე დროსტარებაში გაატარეს. ციტადელის დაცვის სისტემა თურქებს დიდი წინააღმდეგობის გარეშე ჩაბარდა, იმ პირობით, რომ მცველთა სიცოცხლე და ქონება თურქთაგან ხელუხლებელი იქნებოდა.[29]

დანებება და შედეგები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მალევე, მაჰმუდ ფაშამ შეადგინა საბუთები კუნძულის ჩაბარებასთან დაკავშირებით და საკუთარი და სულთნის სახელით დაიფიცა, რომ გარნიზონში არსებული არსერცი მეომრის სიცოცხლეს მათგან საფრთხე არ ემუქრებოდა. ნიკოლომ, კომპენსაციის მიზნით მოითხოვა, რომ გადასცემოდა სელის სრულფასოვანი დომენი. კუნძულის ჩაბარების საკითხებთან დაკავშირებით მაჰმუდ ფაშა ოთხი დღით კვლავ ლესბოსზე დაყოვნდა. ნიკოლომ მილიტელ დიდგვაროვანთა თანხლებიტ ციხის გასაღები სულთანს გადასცა, თუმცა სანაცვლოდ შეწყალობა მოითხოვა. მეჰმედი დათანხმა და გასცა ბრძანება კუნძულის სხვა ციხესიმაგრეების 一 მეთიმნის, ერესოსისა და თეოდოროის 一 ოსმალთათვის გადაცემის შესახებ. ნიკოლო ამ წინადადებასაც დაემორჩილა და ციხეთა უფროსებს დაუყოვნებლივ, ბეჭედდარტყმული წერილით, უბრძანა, დაეტოვებინათ ციხე და გადაეცათ თურქთათვის. სულთნის ბრძანებით, ოსმალთა არმიამ გამარჯვება დიდი ზეიმით, დროსტარებითა და ღვინის სმით აღნიშნა, უკან მიმავალ გზაზე კი კვლავ გააპარტახეს ისედაც გადამწვარი სოფლები და ნასახლარები. ამის შემდეგ, სულთან მეჰმედმა ქალაქში განათავსა 200 იანიჩრისგან და 300 აზაპისგან შემდგარი გარნიზნონი.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Gregory, Timothy E. (1991). „Lesbos“. In Kazhdan, Alexander (ed.). Oxford Dictionary of Byzantium. Oxford and New York: Oxford University Press. p. 1219. ISBN 0-19-504652-8.CS1-ის მხარდაჭერა: ref=harv (link)
  • (1975) Decline and Fall of Byzantium to the Ottoman Turks, by Doukas. An Annotated Translation of "Historia Turco-Byzantina" by Harry J. Magoulias, Wayne State University. Detroit: Wayne State University Press. ISBN 978-0-8143-1540-8. 
  • Wright, Christopher (2014). The Gattilusio Lordships and the Aegean World 1355-1462. Leiden and Boston: BRILL. ISBN 978-90-04-26481-6. 

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Gregory 1991, p. 1219.
  2. Wright 2014, p. 61.
  3. Wright 2014, pp. 67–68.
  4. Wright 2014, p. 68.
  5. Babinger 1978, pp. 103, 132.
  6. Babinger 1978, p. 130.
  7. Babinger 1978, pp. 132–133.
  8. 8.0 8.1 Wright 2014, p. 69.
  9. Babinger 1978, pp. 135–136.
  10. Wright 2014, pp. 69–70.
  11. Babinger 1978, p. 136.
  12. Babinger 1978, pp. 136–137.
  13. Babinger 1978, pp. 145–146, 150.
  14. 14.0 14.1 Wright 2014, p. 71.
  15. Babinger 1978, pp. 149–150.
  16. Miller 1921, pp. 342, 346.
  17. 17.0 17.1 Babinger 1978, p. 209.
  18. 18.0 18.1 18.2 Miller 1921, p. 345.
  19. Wright 2014, pp. 72–73, 74.
  20. Wright 2014, p. 73.
  21. 21.0 21.1 Magoulias 1975, p. 261.
  22. Babinger 1978, pp. 209–210.
  23. Wright 2014, p. 74 (note 226).
  24. 24.0 24.1 Babinger 1978, p. 210.
  25. Wright 2014, p. 74 (note 227).
  26. Miller 1921, p. 349.
  27. Babinger 1978, pp. 212–213.
  28. 28.0 28.1 Miller 1921, p. 346.
  29. Miller 1921, p. 347.