ლეოპოლდ მანდიჩი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლეოპოლდ მანდიჩი
წმინდა ლეოპოლდ მანდიჩი
Sveti Leopold Bogdan Mandic Rijeka.jpg
წმინდა ლეოპოლდ ბოგდან მანდიჩი
ეკლესია რომის კათოლიკური ეკლესია
პირადი მონაცემები
დაბადების თარიღი 12 მაისი, 1866
დაბადების ადგილი ჰერცეგ-ნოვი, კოტორის ყურე
გარდაცვალების თარიღი 30 ივლისი, 1942
გარდაცვალების ადგილი პადუა, იტალია
ეროვნება ხორვატი
რელიგია კათოლიციზმი

წმინდა ლეოპოლდ ბოგდან მანდიჩი ( ხორ. Leopold Bogdan Mandić )(დ. 12 მაისი, 1866 — გ. 30 ივლისი, 1942) — დღევანდელ მონტენეგროს ქალაქ ჰერცეგ-ნოვიში დაბადებულლი ეთნიკური ხორვატი. გარდაიცვალა პადუაში, იტალიაში. ფიზიკურად იყო სუსტი, მისი სიმაღლე მხოლოდ 1,35 მეტრს შეადგენდა. სიარული ჰქონდა მოუქნელი და ენის ბორძიკით საუბრობდა. მიუხედავად ნაკლოვანებებისა მან შეძლო განევითარებინა ძლიერი ძლიერი სულიერი ძალა. მისი ხსენების დღე რომის კათოლიკურ ეკლესიაში აღინიშნება 12 მაისს.

მისი სურვილი იყო ყოფილიყო მისიონერი აღმოსავლეთ ევროპაში, თუმცა მან ცხოვრების უმეტესი ნაწილი პადუაში დაჰყო, სადაც ის 1906 წლიდან სიკვდილამდე ცხოვრობდა. პირველი მსოფლიო ომის დროს მან ერთი წელი ციხეში ავსტრო-უნგრულ წარმომავლობაზე უარი არ თქმოს გამო გაატარა. ის მუდმივად ოცნებობდა კათოლიკური და მართლმადიდებლური ეკლესიების გაერთიანებაზე. ის ცნობილია როგორც გაერთიანების მოციქული. მან შექმნა ცნობილი ლოცვა, რომელიც ეკუმენიზმში გამოიყენება.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: