ლეოპარდი 2

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Leo2A5.JPG
Leopard 2A5
Leopard 2
კლასიფიკაცია ძირითადი საბრძოლო ტანკი
საბრძოლო წონა, ტ 55,2
განლაგების სქემა კლასიკური
ეკიპაჟი, კაცი 4
ისტორია
გამოშვების წელი(წლები) 1979
ექსპლუატაციის წელი(წლები) 1979
გამოშვების რაოდენობა 3500-ზე მეტი
ძირითადი ოპერატორები დროშა: გერმანია გერმანია
დროშა: ესპანეთი ესპანეთი
დროშა: ნიდერლანდები ნიდერლანდი
დროშა: თურქეთი თურქეთი
დროშა: შვეიცარია შვეიცარია
დროშა: შვედეთი შვედეთი
საბერძნეთის დროშა საბერძნეთი
ზომები
კორპუსის სიგრძე , მმ 7700
სიგრძე ქვემეხით, მმ {{{სიგრძე ქვემეხით, მმ}}}
კორპუსის სიგანე, მმ 3700
სიმაღლე, მმ 2790
კლირენსი,მმ 490
ჯავშანი
ჯავშნის ტიპი კომბინირებული ჭუვრსაწინააღმდეგო
კორპუსის შუბლი, მმ/გრად. 550-600/700 მილიმეტრამდე БПС/КСП-ის პირისპირ
კორპუსის ბორტი, მმ/გრად. 100 მილიმეტრამდე БПС/КСП-ის პირისპირ
კოშკის შუბლი, მმ/გრად. 700-750/900-1000 მილიმეტრამდე БПС/КСП-ის პირისპირ
ჭრილის ბორტი, მმ/გრად. 200-250 მილიმეტრამდე БПС/КСП-ის პირისპირ
შეიარაღება
მიზანი ლაზერული სამიზნე-დიაპაზონი EMES-15 ჩაშენებული სატელევიზიო არხით, პანორამული პერისკოპიული PERI-R17, დამხმარე FERO-Z18
ტყვიამფრქვევები 2 × 7,62-მმ MG-3
მობილურობა
ძრავის ტიპი ვესმაგვარი ძრავა
12-ცილინდრიანი დიზელის ძრავა
თხევადი გაცივება
ძრავის სიმძლავრე, ც.ძ. 1500
ძრავის სიმძლავრე, კილოვატი 1100
გადაადგილების სიჩქარე ტრასაზე, კმ/სთ 72
სპეციალური სიმძლავრე, ც.ძ. 27,2
საკიდრის ტიპი ინდივიდუალური ხახუნი
მუხლუხების სიგანე, მმ 630
აღმართზე გამავლობა, გრად. 30
კედლის გადალახვა, მ 1,1
თხრილის გადალახვა, მ 3,0
გუბის გადალახვა, მ 0,8

ლეოპარდ 2 (გერმ. Leopard 2) — გერმანული ძირითადი საბრძოლო ტანკი.

ლეოპარდ 2 არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და გავრცელებული ტანკი. დღესდღეობით შექმნილია ტანკის ამ სახეობის 3500-ზე მეტი ეგზემპლარი, რომელიც შედის გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის, ავსტრიის, ნიდერლანდების, ნორვეგიის, შვეიცარიის, შვედეთის, ესპანეთის, დანიისა და საბერძნეთის შეიარაღებაში.

შექმნის ისტორია[რედაქტირება]

1965 წელს, ტანკ „ლეოპარდ 1-ის“ შექმნის შემდეგ გერმანიაში ფირმა პორშემ, აშშ-სა და გერმანიაში MBT-70 პროექტის გახანგრძილევის პარალელურად, დაიწყო მუშაობა მისი კონსტრუქციის სრულყოფაზე. ნაციონალურმა გერმანულმა პროგრამამ, რომელმაც 1967 წელს მიიღო დასახელება „მოოქროვილი ლეოპარდი“, ხოლო მოგვიანებით - "ტახი" (Keiler) 1969 წელს შექმნა ესპანეთში გასაგზავნი ორი პროტოპიტი. 1970 წელს ფირმა Krauss-Maffei-ს მიერ მუშაობა მიდიოდა პროტოტიპებზე. 1973 წელს პერსპექტიულმა ტანკმა მიიღო თანამედროვე დასახელება. „ლეოპარდ 2-ის“ რამდენიმე პროტოტიპი მონაწილეობდა ცდებში პერსპექტიულ ამერიკულ ტანკებთან ერთად აბერდინსკის პოლიგონზე, რომელთა დროს ამერიკელებმა აღიარეს თავიანთი ტანკის დამარცხება ჯავშანდაცვასა და სხვა მაჩვენებლებში.

ყველა ცდებისა და კონსტრუქციული დამუშავების შემდეგ 1977 წელს მიღებულ იქნა 1800 ტანკის გამოშვების გადაწყვეტილება; მთავარ კონსტრუქტორად დარჩა ფირმა Krauss-Maffei. 1979 წელს ეს ტანკი შევიდა შეიარაღებაში.

მოდიფიკაციები[რედაქტირება]

ლეოპარდ 2 ტიპის ტანკები შეიქმნა კლასიკური განლაგებით: მექანიკი-მძღოლი იმყოფება კორპუსის წინა მხარეს, ტანკის მეთაური, არტილერისტი-დამმიზნებელი(აირაღის მარჯვნივ) და გამტენი(მარცხნივ) იმყოფებიან კოშკში. ძრავა განთავსებულია ტანკის კიჩოზე. ყველა ტანკის შეიარაღება, A6 მოდელის გარდა, შედგება Rheinmetall კომპანიის მიერ შექმნილი 120 მილიმეტრიანი გლუვი ზარბაზნით, 44 კალიბრის ლულით, ზარბაზნთან წყვილად განთავსებული ორი 7.62 მილიმეტრიანი ტყვიამფრქვევით და კოშკის სახურავზე განთავსებული საზენიტო შეიარაღებით. ამას გარდა, კოშკის სახურავზე განთავსებულია ნაღმსატყორცნი, კვამლის ფარდის შესაქმნელად. ტანკებზე გამუდმებით მიდიოდა მუშაობა ჯავშანდაცვისა და ცეცხლის მართვის სისტემის მოდერნიზაციაზე.

პირველი სერიის მანქანის საბრძოლო წონა 50 ტონაზე მეტი იყო, მათ უკვე გააჩნდათ იარაღის ორივე მხარეს სტაბილიზირებული კომბინირებული მრავალფენიანი ჯავშანი და ღამის ხედვის მოწყობილობები. საბრძოლო მარაგში შედიოდა ქვეკალიბრული ჭუვრები და ფუგასურ-კუმულატორული ჭუვრები, რომელთა დანიშნულება იყო მიზნის ფართო სპექტრით დაზიანება. კოშკის კიჩოს სანახავის სტეკში 42 ჭურვიდან, მხოლოდ 15 ინახებოდა. დანარჩენები მდებარეობდა მექანიკის გვერდით ყველანაირი უსაფრთხოების ნორმების დარღვევით. 1982 - 1984 წლებში გამოშვებული მეორე სერიის ტანკებმა მიიღეს დასახელება A1. ცვლილებათა რიცხვში შედიოდა მეთაურის და დამმიზნებლის დამიზნების მოწყობილობების გაუმჯობესება, საბრძოლო მარაგისა და საწვავის განთავსების ადგილის ცვლილება და სხვა. 1984 - 1985 წლებში გამოშვებულმა მეოთხე სერიის ტანკებმა მიიღეს დასახელება A3 და ისეთი დამატებები როგორიცაა: ახალი რადიოსადგური, საბრძოლო მარაგის დამატებითი დაცვა და სხვა. 1985 - 1987 წლებში გამოშვებული მეხუთე სერიის მანქანებმა მიიღეს ყველაზე სერიოზული გაუმჯობესებები: კოშკის ჯავშანდაცვის მკვეთრი ზრდა, ეკიპაჟის გადარჩენისათვის საჭირო დამატებითი ზომები, გაუმჯობესებული ბალისტიკური გამომთვლელი და უფრო მეტი სიმძლავრის მნქონე ჭურვები. ლეოპარდ 2А4-ის წონა გაიზარდა 55 ტონამდე.

1992 წლამდე შეიქმნა ტანკების სამი დამატებითი სერია, რომელიც მთლიანად ანალოგური იყო ტანკის მეხუთე სერიისა.

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: