შინაარსზე გადასვლა

ლეილა ფარსახი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ლეილა ფარსახი (არაბ. ليلى فرسخ; დ. 1967, იორდანია) — პალესტინელი პოლიტიკური ეკონომისტი, რომელიც დაიბადა იორდანიაში და ბოსტონის მასაჩუსეტსის უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა ასოცირებული პროფესორია. მისი საექსპერტო სფერო ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკას, შედარებითი პოლიტიკას და არაბულ-ისრაელის კონფლიქტის პოლიტიკას ეხება. ფარსახმა მაგისტრის ხარისხი კემბრიჯის უნივერსიტეტში (1990), ხოლო დოქტორის ხარისხი ლონდონის უნივერსიტეტში (2003) მიიღო.[1]

ფარსახმა, თავისი პოსტ-დოქტორანტურის კვლევა ჰარვარდის ახლო აღმოსავლეთის ცენტრში და მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტის საერთაშორისო კვლევების ცენტრში ჩაატარა.[1]

მუშაობდა რიგ ორგანიზაციებთან, მათ შორის პარიზში განლაგებული ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციასთან (1993—1996) და რამალაჰში განლაგებულ პალესტინის ეკონომიკური პოლიტიკის კვლევით ინსტიტუტთან (1998—1999).[2]

2001 წელს მასაჩუსეტსში, კემბრიჯის მშვიდობის კომისიისგან დაარქივებული 2003-02-02 საიტზე Wayback Machine. „მშვიდობის და სამართლიანობის“ ჯილდო მოიპოვა.[2]

ფარსახი პროექტ „იერუსალიმი 2050“ თანაორგანიზატორია, რომელიც პალესტინის პრობლემის გადაჭრის პროექტია შემუშავებული და დაფინანსებული მასაჩუსეტსის ტექნოლოგიების დეპარტამენტის ურბანული კვლევებისა და დაგეგმვისა და საერთაშორისო კვლევების ცენტრის მიერ.[3] ფარსახმა დეტალურად ახსნა პალესტინის ეკონომიკისა და ოსლოს სამშვიდობო პროცესის პრობლემები, ასევე საერთაშორისო მიგრაციისა და რეგიონალური ინტეგრაციის საკითხებთან დაკავშირებით.[3]

ფარსახი არასამთავრობო ორგანიზაცია RESIST (www.resistinc.org) საბჭოს წევრიც იყო, რომელიც 1967 წელს დაფუძნდა, რათა უზრუნველყოს საგრანტო ფულით და მხარი დაუჭიროს სოციალური ცვლილებების მომხრე ორგანიზაციებს.[4]

  1. 1.0 1.1 UMass Boston Political Scientist Focuses on a New Civic Blueprint for Jerusalem. University of Massachusetts Boston. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-11-04. ციტირების თარიღი: 2007-09-11.
  2. 2.0 2.1 Political Science Faculty. University of Massachusetts Boston. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-10-13. ციტირების თარიღი: 2007-09-11.
  3. 3.0 3.1 People. Jerusalem 2050. ციტირების თარიღი: 2007-09-11.
  4. Board & Staff. RESIST. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-07-15. ციტირების თარიღი: 2007-09-11.