ლებკუხენი
ლებკუხენი (გერმანული გამოთქმა: [ˈleːpˌku:xn]; (გამოთქმა) ასევე: ჰონიგკუხენი[1] ან პფეფერკუხენი), არის თაფლით დაკბილებული გერმანული ტკბილეული[2]. შეიძლება იყოს როგორც ორცხობილა,[3] ისე ნამცხვარი[4]. ლებკუხენი ტრადიციული საშობაო დესერტია გერმანიაში და წააგავს ჯანჯაფილის საშობაო ნამცხვარს.
ეტიმოლოგია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სიტყვა "ლებკუხენში" გაურკვეველია -ლებ პრეფიქსის წარმომავლობა. არსებობს ვერსია, რომ ის მოდის ლათინური სიტყვიდან libum (ბრტყელი პური), გერმანული სიტყვებიდან Laib (პური) და lebbe (ძალიან ტკბილი). მეორე ვერსიის თანახმად, ის მოდის ძველი ტერმინიდან Leb-Honig და ნიშნავს საკმაოდ მყარ, კრისტალიზებულ თაფლს, რომელიც პირდაპირ სკიდან არის აღებული. მისი გამოყენება მხოლოდ ცხობაში ხდება. ხალხური ეტიმოლოგია ხშირად ამ სახელს უკავშირებს Leben (სიცოცხლეს), Leib (სხეულს) ან Leibspeise (საყვარელ საკვებს). კუხენი კი ნიშნავს "ნამცხვარს".
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დღევანდელი ლებკუხენის წინამორბედს "თაფლის ნამცხვარს" უწოდებდნენ და მისი ისტორია ეგვიპტელების, ბერძნებისა და რომაელების ხანიდან მოდის. მათ სჯეროდათ, რომ თაფლი, მათთვის ერთადერთი მაშტაბურად ხელმისაწვდომი ტკბილეული, ღვთაებათა საჩუქარი იყო და ჰქონდა მაგიური და სამკურნალო ძალა. თაფლის ნამცხვრებს ასევე ატარებდნენ თილისმად, ბრძოლაში ან ბოროტი სულებისგან დასაცავად.
მცხობელებმა შეამჩნიეს, რომ თაფლიანი ცომი ბუნებრივ ფერმენტაციას განიცდის, როცა რამდენიმე კვირა გრილ ადგილას ინახება, ქმნის ბუშტებს, რაც აუმჯობესებს პურის ხარისხს. ლებკუხენის ცომს ძირითადად ნოემბერში ამზადებდნენ, დეკემბერში კი, ფერმენტაციის დასრულებისას, აცხობდნენ.
გერმანული ლებკუხენი მე-13 საუკუნეში, ფრანკონიაში, ბერებმა გამოიგონეს. ლებკუხენის მცხობელები დაფიქსირდნენ ჯერ კიდევ 1296 წელს ულმში, ხოლო 1395 წელს ნიურნბერგში. დღეს ამ ნამცხვრის ყველაზე ცნობილი ექსპორტიორი ნიურნბერგერ ლებკუხენია (Nürnberger Lebkuchen).
დღეს
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1808 წლიდან, ნიურნბერგ ლებკუხენის ერთ-ერთ სახეობას, რომელიც ფქვილს არ შეიცავს, ელისენლებკუხენს (Elisenlebkuchen) უწოდებენ. არ არის ცნობილი, ელისე იყო ჯანჯაფილის პურის მცხობლის ქალიშვილი თუ ჯარის მეთაურის ცოლი. 1996 წლიდან ნიურნბერგერ ლებკუხენი წარმოშობის დაცული აღნიშვნაა, რაც ნიშნავს, რომ ამ სახელის მოსაპოვებლად ტკბილეული ქალაქის საზღვრებში უნდა მზადდებოდეს.
სახეობები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლებკუხენის გემო შეიძლება იყოს როგორც ცხარე, ისე ტკბილი და სხვადასხვა ფორმისაა, თუმცა მრგვალი ყველაზე გავრცელებულია. ინგრედიენტებში, როგორც წესი, შედის თაფლი, სანელებლები, როგორიცაა ანისული, ქინძი, ჯანჯაფილი, ილი და კაკალი, ნუში, თხილი ან დაშაქრული ხილი. როგორც წესი, ისინი დაფარულია ძალიან მუქი შოკოლადით, მაგრამ ზოგი მათგანი არ არის დაფარული.[5]
ლებკუხენი ჩვეულებრივ რბილია, მაგრამ არსებობს მათი უფრო მყარი ვერსია - Lebkuchenherzen ("ლებკუხენის გული"), რომლებიც განსაკუთრებით ხშირად გვხვდება საახალწლო ბაზრობაზე. მათ ასევე სუვენირებად ყიდიან ოქტობერფესტზე და მათზე აღბეჭდილია მოსიყვარულე, სარკასტული ან უხამსი შეტყობინებები.[6][7]
ნამცხვრის კიდევ ერთი ფორმაა "ჯადოქრის სახლი" (Hexenhäusl ან Hexenhäuschen), რომელიც პოპულარული გახდა ჰანზელისა და გრეტელის შესახებ ზღაპრების გამო.
გერმანიაში არის ჯანჯაფილის ნამცხვრის კაცის ექვივალენტი, სახელად Honigkuchenpferd ("თაფლის ტორტის ცხენი").
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ https://www.google.com/books/edition/National_Regional_Styles_of_Cookery/zcNdB_sl2JkC?hl=en&gbpv=1&dq=lebkuchen&pg=PA157&printsec=frontcover გვ. 157
- ↑ https://www.google.com/books/edition/The_Encyclopedia_of_Food/PiMUAQAAMAAJ?hl=en&gbpv=1&dq=lebkuchen&pg=PA279 გვ. 279
- ↑ https://www.csmonitor.com/1985/1120/jmold.html (ინგლისური)
- ↑ https://www.google.com/books/edition/Joy_of_Cooking/jcq2DwAAQBAJ?hl=en&gbpv=1&dq=lebkuchen&pg=PA768&printsec=frontcover გვ. 768
- ↑ http://www.germanfoodguide.com/lebkuchen.cfm (ინგლისური)
- ↑ https://books.google.com/books?id=bIIeBQAAQBAJ&pg=PA461 გვ. 461
- ↑ http://blog.oxforddictionaries.com/2012/09/gearing-up-for-oktoberfest/ დაარქივებული 2017-07-09 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური)