ლატვიის ეროვნული ბოტანიკური ბაღი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

 

ლატვიის ეროვნული ბოტანიკური ბაღი

ლატვ. Nacionālais botāniskais dārzs

ქვეყანა ლატვიის დროშა ლატვია
უახლოესი ქალაქი სალასპილსი
კოორდინატები 56°51′49″ ჩ. გ. 24°21′30″ ა. გ. / 56.863778° ჩ. გ. 24.35833° ა. გ. / 56.863778; 24.35833კოორდინატები: 56°51′49″ ჩ. გ. 24°21′30″ ა. გ. / 56.863778° ჩ. გ. 24.35833° ა. გ. / 56.863778; 24.35833
სტატუსი ბოტანიკური ბაღი
ფართობი 130 ჰა (320 აკრი)
დაარსდა 1956
ოფიციალური საიტი https://nbd.gov.lv/

ლატვიის ეროვნული ბოტანიკური ბაღი ( ლატვ. Nacionālais botāniskais dārzs ) — ერთ-ერთი უდიდესი ბოტანიკური ბაღი ბალტიისპირეთის ქვეყნებში, რომელიც მდებარეობს ლატვიის ქალაქ სალასპილში.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამჟამინდელი დაწესებულება დაარსდა 1956 წელს, მაგრამ მისი ისტორია 1836 წლით თარიღდება, როდესაც ანა გერტრუდ ვერმანის მიერ მიწვეულმა გერმანელმა მებაღემ კრისტიან ვილჰელმ შოხმა (ქალაქ დესაუდან) დააარსა მებაღეობის კომპანია რიგაში. მებაღეობის კომპანიის სანერგე მდებარეობდა ქალაქის გარეუბანში (ახლანდელი განიბუ დამბისის ქუჩა). კომერციული მცენარეების სანერგე მოგვიანებით გადავიდა სალასპილსში. მეორე მსოფლიო ომამდე ის ბალტიისპირეთის ქვეყნებში მცენარეთა უდიდესი სანერგეს წარმოადგენდა. 1944 წელს სალასპილსში მოეწყო ხეხილის და კენკროვანი ბაღების სახელმწიფო სანერგე მეურნეობა, სადაც ასევე იზრდებოდა დეკორატიული მცენარეები; 1947 წელს მას ეწოდა მებაღეობის საცდელი სადგური . ლატვიელი მეცნიერების ინიციატივით, 1956 წლის 1 სექტემბერს , დაგროვილი კოლექციების (2000-ზე მეტი სახეობა და ჯიში) და მდიდარი მებაღეობის ტრადიციების საფუძველზე დაარსდა ლატვიის სსრ მეცნიერებათა აკადემიის ბოტანიკური ბაღი . 1968 წელს ბაღს მიენიჭა კვლევითი ინსტიტუტის სტატუსი. ლატვიის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, 1992 წელს ბოტანიკურ ბაღს მიენიჭა ეროვნული ბოტანიკური ბაღის სტატუსი; ამდენად, იგი აღიარებულ იქნა ეროვნული მნიშვნელობის საგანმანათლებლო, კულტურულ და სამეცნიერო ობიექტად.[1][2]

2015 წლის 23 აპრილს, ლატვიის პრეზიდენტის ანდრის ბერზინსისა და გარემოს დაცვისა და რეგიონული განვითარების მინისტრის კასპარს გერჰარდსის ბოტანიკურ ბაღში გაიხსნა ახალი სათბური 3300 მ² ფართობით, სადაც განთავსებული იყო 2000-ზე მეტი ეგზოტიკური მცენარე, ასევე შიდა და სათბურის მცენარეების ძვირფასი კოლექცია. [3]

აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

როდესაც ლატვიაში ბოტანიკური ბაღი დაარსდა, განისაზღვრა მისი ძირითადი ამოცანები, რაც მდგომარეობდა სამეცნიერო კვლევების წარმოებაში ბოტანიკის, ორნამენტული მებაღეობის, ინტროდუქციის, გენეტიკის და მემცენარეობის მიმართულებით, აგრეთვე მათი პოპულარიზაცია. [4]

ლატვიის ეროვნული ბოტანიკური ბაღი უდიდესი ბოტანიკური ბაღია ბალტიისპირეთის ქვეყნებში. . [2] მისი საერთო ფართობი ამჟამად 129 ჰექტარია (320 აკრი) . აქ წარმოდგენილია 14000-ზე მეტი სახეობა და ჯიშის მცენარე, მათ შორის დაახლოებით 5000 სახეობის ხე და დაახლოებით 1400 სახეობის სათბურის მცენარე. გარდა იმისა, რომ ბაღს აქვს მნიშვნელოვანი სამეცნიერო დანიშნულება, ეროვნული ბოტანიკური ბაღი ასევე პოპულარული დასასვენებელ ადგილს წარმოადგენს მოქალაქეებისთვის. [5]

კოლექციები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლატვიის ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში არის დაახლოებით 18,000 სახეობის ცოცხალი მცენარე და კულტივირებულია მცენარეთა 15,000 ტაქსონი, რომლებიც გამოფენილია სხვადასხვა კოლექციაში. მათგან გამოირჩევა შემდეგი:

ბოტანიკურ ბაღში ასევე შენარჩუნებულია 5 ჰა ბუნებრივი ველური მცენარეულობა. [6]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Vēsture. Nacionālā botāniskā dārza. ციტირების თარიღი: 2019-05-28.
  2. 2.0 2.1 History. National Botanic Garden of Latvia. ციტირების თარიღი: 16 February 2017
  3. Prezidents Andris Bērziņš: Lai labi aug viss, kas iestādīts!. Salaspils (2015-04-24). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-05-28. ციტირების თარიღი: 2019-05-28.
  4. Vēsture. Nacionālā botāniskā dārza. ციტირების თარიღი: 2019-05-28.
  5. Nacionālais botāniskais dārzs. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-05-28. ციტირების თარიღი: 2019-05-28.
  6. National Botanic Garden of Latvia. Botanic Gardens Conservation International.