ტიტა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ტიტა
Tulpen.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
კლასი:  ერთლებნიანები
რიგი:  შროშანისნაირნი
ოჯახი:  შროშანისებრნი
გვარი:  ტიტა
ლათინური სახელი
Tulipa

ტიტა (ლათ. Tulipa) — მრავალწლოვან ბალახოვან მცენარეთა გვარი შროშანისებრთა ოჯახისა. აქვს კვერცხისებრი ან მომრგვალო ბოლქვი, ცილინდრული, სწორმდგომი ღერო, რომლის სიმაღლე 6—50 სმ აღწევს, ზედ 2—6 ოთოლია. ღეროზე უვითარდება ერთი (ან რამდენიმე) ღია ფერის ყვავილი, რომელიც მზიან ამინდში გადახსნილია, ხოლო ღამით — დახურული.

ჯვარედინმტვერიაა. ნაყოფი სამწყნაგიანი კოლოფია, თესლი ბრტყელია, მოყავისფრო ყვითელი. ტიტა მრავლდება თესლით, კულტურაში — თესლითა და ბოლქვაკებით.

გვარში 140 სახეობაა. საქართველოში ქართლის რაიონებში ტიტას 2 სახეობა ხარობს — ლათ. Tulipa Eichleri დალათ. Tulipabieberstenianna. ამჟამად კულტურაშია ველური სახეობებისაგან მიღებული 4000–ზე მეტი ჯიში. ტიტას ყვავილი სურნელოვანია, ზოგიერთი ჯიშის გარდა. ყვავილობს საშუალოდ 15 დღეს, საგვიანო ჯიშები — 25—30 დღემდე.

ღეროს სიმაღლისა და ყვავილის ფორმის მიხედვით ტიტა იყოფა შემდეგ საბაღო ჯგუფებად: მარტივი ადრეულა, ბუთხუზყვავილა ადრეულა, ტრიუმფი, კოტეჯისა, დარვინისა, ბრიდერისა, დარვინის ჰიბრიდები და სხვა. ტიტას იყენებენ დეკორატიულ მებაღეობაში, კლუმბებს, რაბატების, კლდებაღის, ყვავილწნულების გასაფორმებლად, თაიგულებად და სხვა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ტიტა&oldid=3736054“-დან