ლომბარდიის რკინის გვირგვინი
რკინის გვირგვინი (იტალ. Corona Ferrea; ლათ. Corona Ferrea Langobardiae) — მნიშვნელოვანი რელიკვია და ერთ-ერთი უძველესი სამეფო გვირგვინი ევროპაში. დაცულია მონცას საკათედრო ტაძარში მილანთან, თანამედროვე ლომბარდიის დედაქალაქში.
ანტიკურობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რკინის გვირგვინის სახელწოდება წარმოდგება მასში ჩასმული დაახ. 1 სმ-ის სიგანის რკინის სარტყლისგან, რომელიც გადმოცემით იესო ქრისტეს ჯვარცმისას გამოყენებული ერთ-ერთი ლურსმნისგან არის გამოჭედილი. ტრადიციის მიხედვით, ეს ლურსმანი პირველად იმპერატორ კონსტანტინე I-ს დედამისმა მისცა, რომელმაც თავის მხრივ ეს ჯვარი აღმოაჩინა.
თუ როგორ ჩაუვარდა ეს ლურსმანი ლომბარდის მეფეებს, ჩრდილოეთ იტალიის გერმანელ დამპყრობლებს, გაურკვეველია. ერთ-ერთი ლეგენდის თანახმად მის აღმოჩენასთან დაკავშირებულია თეოდელინდა, ლანგობარდთა დედოფალი. შემდგომში ეს გვირგვინი ლომბარდიის მეფეთა, მოგვიანებით კი შუასაუკუნეების იტალიის სამეფოს სიმბოლო გახდა.
გვირგვინის გარე სარტყელი ექვსი ჭედური ოქროსა და მინანქრის სეგმენტისგან შედგება, რომელიც გარშემო ძვირფასი ქვებითაა მოჭედილი ჯვრებისა და ყვავილების რელიეფური ფორმებით. სარტყლები ერთმანეთზე მცირე ზომის ანჯამებითაა დამაგრებული.
გვირგვინის მცირე ზომა და ანჯამური კონსტრუქცია მიანიშნებს იმაზე, რომ თავდაპირველად იგი გაცილებით დიდი უნდა ყოფილიყო. მკვლევარების ვარაუდით გვირგვინის ორი სეგმენტი დაკარგული უნდა იყოს.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- (იტალიური) La Corona Ferrea დაარქივებული 2010-05-29 საიტზე Wayback Machine.
- (იტალიური) Le gemme della Corona Ferrea
- (ინგლისური) Order of the Iron Crown დაარქივებული 2004-01-12 საიტზე Wayback Machine.
- (ინგლისური) Coat-of-Arms of Napoleonic Kingdom of Italy, 1805–1815, with the Iron Crown on an escutcheon დაარქივებული 2009-06-03 საიტზე Wayback Machine.