ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ქართული წიგნის ეროვნული ცენტრისაჯარო სამართლის იურიდიული პირი (სსიპ), შეიქმნა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ, 2014 წლის 20 მარტს, მთავრობის დადგენილების საფუძველზე. 2019 წლის მაისში ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი და მწერალთა სახლი გაუქმდა და მათ ნაცვლად სსიპ ლიტერატურის ეროვნული ფონდი შეიქმნა.[1]

ცენტრს დაეკისრა ქართული წიგნისა და ლიტერატურის საზღვარგარეთ პოპულარიზაციის მიმართულებით სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელება, მათ შორის ქართული ლიტერატურის და უცხოური ლიტერატურის თარგმნის პროცესის განვითარების, ლიტერატურის მეშევეობით კულტურთაშორისო დიალოგის გაღრმავების და საერთაშორისო ლიტერატურულ და საგამომცემლო სივრცეში საქართველოს ინტელექტუალური რესურსის წარმოჩენის ხელშეწყობა.

პრიორიტეტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართული ლიტერატურის ქვეყნის საზღვრებს გარეთ პუპულარიზაციის სტრატეგიის განსაზღვრა და ქართული ლიტერატურის უცხო ენებზე თარგმნისა და გამოცემის ხელშეწყობა;
  • უცხოური ლიტერატურის ქართულ ენაზე თარგმნისა და გამოცემის ხელშეწყობა;
  • ქართული და უცხოური ლიტერატურის მხატვრული თარგმანების ხარისხის გაუმჯობესების სტრატეგიის შემუშავება და ლიტერატურის მთარგმნელებისათვის სპეციალური სემინარების, კონფერენციების მოწყობა და მოკლევადიანი სარეზიდენტო პროგრამების შეთავაზება;
  • საქართველოში საგამომცემლო სექტორის განვითარების მიმართულებით სპეციალური პროფესიული სემინარების, კონფერენციების და ფორუმების ორგანიზება;
  • საერთაშორისო წიგნის ბაზრობებზე ქართველი გამომცემლების მონაწილეობის უზრუნველყოფა და საქართველოს ეროვნულო სტენდების ორგანიზება.

2015-2018 წლებში ცენტრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს სტუმარი ქვეყნის პრეზენტაციის კოორდინირება.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი და მწერალთა სახლი ერთიანდება. GHN. 3 მაისი, 2019 წ.