წყლის ქათამი
იერსახე
წყლის ქათამი | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Gallinula chloropus (Linnaeus, 1758) | |||||||||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||||||||
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ IUCN 3.1 Least Concern : 62120190 | |||||||||||||||
|
წყლის ქათამი[1] (ლათ. Gallinula chloropus) — ფრინველი ლაინასებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძეა დაახლოებით 35 სმ. ფეხები გრძელია, ნისკარტი და კუდი მოკელე. ზურგი ფერად მურა-ზეთისხილისფერია, მუცელი რუხი, სხეულის გვერდებზე გასდევს გრძივი ლაქები, თავი შავია, შუბლზე წითელი ლაქა აქვს; ნისკარტი წითელია, მისი წვეტი კი ყვითელი. გავრცელებულია მთელ მსოფლიოში ავსტრალიის გარდა. გადამფრენები არიან, მხოლოდ ადგილ-ადგილ იზამთრებენ. ბინადრობენ მტკნარწყლიან, ბალახეული მცენარეულობით მოდებულ წყალსატევებში. ბუდეს წყალში აკეთებს, ბუჩქების ან ლერწმის ღეროზე. წელიწადში ორჯერ ბუდობს, ყოველჯერზე დებს 6–12 კვერცხს. იკვებება უპირატესად წყლის უხერხემლოებით.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- წყლის ქათამი — სტატია დიდი საბჭოთა ენციკლოპედიიდან (რუსული)
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ კუტუბიძე მ., ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია, თბ.: „მეცნიერება“, 1973. — გვ. 49, 158, 192.